კახა ცხადაძე უცენზურო გამონათქვამებისთვის ყაზახეთში 300 ათასი ტენგეთი დააჯარიმეს

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ 300 ათასი ტენგეთი (დაახლოებით 2235 ლარი) დააჯარიმა. ქართველი სპეციალისტის დასჯის მიზეზი "ასტანასთან" ყაზახეთის თასის ფინალური მატჩის დროს, ოფიციალური პირების მისამართით მისი უცენზურო გამონათქვამები გახდა.

ყაზახეთის თასის ფინალური მატჩი ასტანაში 19 ნოემბერს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ცხადაძეს განაჩენი 23 ნოემბერს გამოუტანა.

"აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქართველი სპეციალისტი წესრიგის დარღვევისთვის ჯარიმდება. ის ოქტომბერშიც დასაჯეს - იმავე "ასტანასთან" ჩემპიონატის მატჩის დროს, ცხადაძემ ტექნიკური
ზონა მსაჯის ნებართვის გარეშე დატოვა", - წერს ყაზახური საიტი nur.kz.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აქ რომ 50000 დოლარი ეცოტავა იქ ნეტავ რამდენს აძლევენ ხელფასს?
დდ@
16:14 24-11-2016
0
ხომ თქვა ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობასო, ხოდა პასუხს აგებს თავის თავის წინაშე და ცავა ფედერაციიდან,მეტი არაა ჩემი მტერი ასეთი რამე არ ხდება საქართველოში. პასუხისმგებლობა არა კვახი, ლიტონი სიტყვებია საქართველოში,,პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ"
შოთას bs
23:04 23-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული