ოქრიაშვილის პორტრეტი: როგორ იძია შური თორნიკემ "ზენიტსა" და ლუჩესკუზე

AutoSharing Option
championat.com-მა სტატია მიუძღვნა "ზენიტის" კარში სუპერგოლის გამტან თორნიკე ოქრიაშვილს: "შურისმაძიებელი ოქრიაშვილი, როგორ დაიწუნეს ის "ზენიტმა" და ლუჩესკუმ".

- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]

"თორნიკე ოქრიაშვილზე უარი თქვა "ზენიტმა", შემდეგ კი მირჩა ლუჩესკუმ. ახლა კი მან ორივე დაამწუხრა საოცარი გამარჯვების გოლით "კრასნოდარის" მაისურით.

ის "ზენიტში" დაიწუნეს
11 წლის ოქრიაშვილი "გაგრამ" აიყვანა, რომელიც ახალი გადასული იყო პირველ ლიგაში. 17 წლის ოქრიაშვილმა დიდებში ითამაშა და პირველი სრულყოფილი სეზონი ჩაატარა (22 მატჩი "გაგრას" მაისურით). ის მოხვდა ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში. 18
წლისა კი ავსტრიაში, "ზენიტის" შეკრებაზე გამოცხადდა.

არ ვიცით, როგორ მოძებნა თორნიკე "ზენიტმა", მაგრამ 2010 წელს ის სანკტ-პეტერბურგის კლუბის პირველ გუნდთან ერთად ემზადებოდა და ლუჩანო სპალეტი მისით კმაყოფილი იყო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თორნიკე წავიდა შეკრებიდან.

"ზენიტში" ქართველი აღარ დაბრუნებულა, ქართველი ტალანტი "შახტარმა" გადაიბირა, მისი გამოსყიდვა კი სანკტ-პეტერბურგში არ მოუნდომებიათ.

ოქრიაშვილი ლუჩესკუმ დაიწუნა
"შახტარმა" გადაიბირა ქართველი. მას ისეთი ყურადღებით ექცეოდნენ, რომ თავად თორნიკეც გაოცებული იყო. რინატ ახმეტოვმა უმალ 15 ათასი ევრო ხელფასი შესთავაზა. კლუბში მას კენიელი შეარქვეს - იმდენს მუშაობდა, თითქოს, ფეხბურთელი კი არა, მარათონელი იყო.

მაგრამ ლუჩესკუს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის "შახტარი" მხოლოდ გაჩერება იყო, ზოგი დროს სათადარიგოთა სკამზე კლავდა, ზოგი კი იჯარით თამაშობდა სხვა კლუბებში.

ოქრიაშვილი "ილიჩევეცსა" და "ჩერნომორეცში" თამაშობდა. მარიუპოლში მან შეიძინა საფეხბურთო სამყაროში საუკეთესო მეგობარი დავით თარგამაძე. უკრაინაში ხუმრობდნენ კიდეც, რომ ოქრიაშვილის აუცილებელ მოთხოვნათა შორის იყო გუნდში თარგამაძის ყოფნა, ლეკურის ცეკვისა და შემდეგ ფოტოების "ინსტაგრამზე" დასადებად.

გუნდში საოცარი სიტუაცია იყო. ერთხელ, ვიტალი ფედოტოვის დაბადების დღეზე მან კარაოკეს თანხლებით ჩელენტანოს სიმღერა შეასრულა და ეს კარგად გამოუვიდა, თუმცა თავად ამტკიცებს, რომ სიმღერა არ შეუძლია.

ორ-ნახევარ სეზონში მან გუნდში 5 გოლი გაიტანა და გადაიზარდა მისთვის, მაგრამ მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი მუდამ აკონტროლებდა მას:

"პეტროვიჩი მენდობოდა, მაგრამ ყოველ მატჩში 100%-ით თამაშს მთხოვდა, ჩემთვის კი ეს ძნელი იყო და ცოტას ვჯიუტობდი", - იხსენებს ფეხბურთელი.

ოდესაში მან მხოლოდ ნახევარი წელიწადი ითამაშა, მაგრამ სეზონის "ჯოკერის" "ტიტული" მოიგო - ის გახდა უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც შეცვლაზე შედიოდა. ის "ჩერნომორეცის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. რომან გრიგორჩუკი ფეხბურთელებს სთხოვდა, ხშირად დაეტვირთათ ოქრიაშვილი, რადგან შემდეგ ის რამეს მოიფიქრებდა. მას მოსწონდა ოდესაში, მაგრამ "ჩერნომორეცი" ვერ მოელაპარაკა "შახტარს".

"შახტარში" მან ვერ ითამაშა. თორნიკე ასე ხსნიდა: "ამისთვის საჭიროა, ბრაზილიელივით თამაშობდე, ცოტა უკეთაც კი. მე კიდევ ბრაზილიელი არ ვარ, ქართველი ვარ".

დუგლას კოშტას ან ბერნარდის შემადგენლობიდან ამოგდება შეუძლებელი იყო, თანაც ლუჩესკუ ბრაზილიელების გარეშე ვერ ძლებდა.

ოქრიაშვილი ბელგიურმა ფეხბურთმა დაიწუნა
ოქრიაშვილი "გენკში" მოხვდა, სადაც მალევე ინციდენტი მოუვიდა: გუნდი ავტობუსით ბრუნდებოდა, თორნიკემ ერთი-ორი ჭიქა დალია და ღამის პირველ საათზე ის თანაგუნდელმა ნკგონკა ანელემ შეიფარა. შემდეგ გარეთ სეირნობისას ქართველმა აფრიკელის კანის ფერზე გაიხუმრა, ანელე გაბრაზდა, ჩხუბში თორნიკემ მას ცხვირი გაუტეხა. დილისკენ ის ნახეს მანქანაში, ჯერ კიდევ ნასვამი, საწვავის ავზიდან ბენზინი იღვრებოდა... დღე-ნახევარი მან ციხეში გაატარა, დააჯარიმეს 10 ათასი ევროთი. მოიბოდიშა.

იყო ერთი ინციდენტიც, როცა თორნიკემ მთელი "გენკი" ფეხზე დააყენა. თორნიკემ გადაწყვიტა სახლში დარჩენა ორი წლის შვილთან, რომელიც ავად იყო. დაბრუნებისას სტამბოლში აღმოაჩინა, რომ ბელგიურ ვიზას ვადა გაუვიდა. 12-საათიანმა ლოდინმა ის გააცოფა, უკან, თბილისში გაბრუნდა, ბელგიაში კი დარეკა და დაიბარა, აღარ მელოდოთო.

მის დასაბრუნებლად თბილისში სპორტული დირექტორი გიუნტერ იაკობი ჩავიდა. ის ამტკიცებდა, რომ თორნიკემ მოინანია: "ვხედავდი ფეხბურთელს, რომელსაც რცხვენოდა. რამდენიმე თვე ძნელი იყო მისთვის გენკში, სადაც ოჯახის გარეშე ცხოვრობდა. ახლა კი მასთან ერთად ოჯახი იქნება".

თორნიკე კარგად თამაშობდა "გენკში", მაგრამ მწვრთნელები ძნელად უგებდნენ მას. ბელგიაში დაბრუნებული სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს დროებით, შემდეგ კი ალექს მაკლიში ითხოვდა, რომ თორნიკეს ნოსტალგია დაევიწყებინა და ეთამაშა, ან ფეხბურთიდან წასულიყო.

მომდევნო მწვრთნელი, პიტერ მასი კიდევ უფრო მკაცრი იყო - თორნიკემ დაკარგა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი. ნახევარი წელიწადი თურქულ "ესქიშეჰირში" ითამაშა, გავარდა სუპერლიგიდან.

ოქრიაშვილი "მარსელმა" დაიწუნა
ზაფხულში თორნიკე გამალებით ეძებდა ახალ გუნდს და კინაღამ ფრანგულ ლიგა 1-ში აღმოჩნდა. დღევანდელი "მარსელი" ისე რა გუნდია - ვარსკვლავების გარეშე, უფულოდ და არც ისე დიდი პერსპექტივით, მაგრამ ოქრიაშვილისთვის ეს ტრანსფერი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

რა მოხდა მერე, თავად თორნიკე მოყვება: "ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე შეიცვალა კლუბის პრეზიდენტი. მან დაადო ვეტო ჩემს ტრანსფერს, რადგან ჩემს პოზიციაზე სხვა ფეხბურთელი ჰყავდა შერჩეული".

ალბათ, ეს კარგიც იყო, რადგან შემდეგ გუნდში რუდი გარსია მივიდა, რომელიც არ წყალობს ოქრიაშვილის აღნაგობის ფეხბურთელებს.

მას "კრასნოდარში" ნდობა გამოუცხადეს
სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ ის თავისუფალი აგენტი გახდა. იხსენებს ფეხბურთელის წარმომადგენელი თემურ ლეპსაია: "მაშინვე დავურეკე "კრასნოდარის" გენერალურ დირექტორ ვლადიმირ ხაშიგს. მან მითხრა, რომ მზად იყვნენ სინჯებზე. რამდენიმე საათში გადმორეკა და დაადასტურა, რომ კლუბი დაინტერესებულია.

მეორე დღეს თბილისში ხაშიგთან ერთად ავსტრიის ნაკრებთან მატჩს დავესწარი. წინა დღით კი თორნიკეს შევუთანხმდით ტრანსფერზე. გამაოცა კლუბის ოპერატიულობამ, სხვა კლუბები სამინისტროებივით მუშაობენ, ათ-ათი ცნობა სჭირდებათ".

როცა თორნიკე პირველ ვარჯიშზე გავიდა, მას ვლადიმირ ბისტროვმა დაუძახა - მგონი, მახსოვხარ, "ზენიტში" ერთად გვივარჯიშიაო. ბისტროვი მაშინ ვარსკვლავი იყო "ზენიტში", თორნიკე - შეკრებაზე მიწვეული ახალბედა. ახლა კი ორივე მათგანი "კრასნოდარში" შეცვლაზე შემოდის და თამაშის მსვლელობას ცვლის.

ამბობენ, რომ თორნიკე "მაკრატელა" დარტყმაზე ვარჯიშებზეც მუშაობდა, თუმცა ასეთი დარტყმა ერთხელაც არ გამოსვლია. წლების მერე ოქრიაშვილმა გაამწარა "ზენიტი" და ლუჩესკო, სიმბოლურია".
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა გინდათ ამ რუსეთის ჩემპიონატთან? ვერ ატყობთ რო აიწიაა დონეემ? კაი ხელფასიც აქ , ევრო ტურნირზეც თამაშობს გუნდი, სავსე სტადიონი და პატივისცემა არ აკლიაა ../ ამ ბელგია, ჰოლანდია, საფრანგეთს , პორტუგალიას კი ჯობიაა... მოვა დრო და წავა წამყვან ტოპ ჩემპიონატებშიც...
Vasili
14:29 30-11-2016
0
ოქრი,დიდებულიგოლია,მაგრამ შენი ადგილი მაინც ევროპაში მგონია.რუსეთში ძალიან ტრავმული გარემოა და შენი სტილის ფეხბურთელს ბევრი მოხვდება.
სოსო
19:20 28-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული