როგორ გადაეხვია აფხაზი ქართველს!.. სასიამოვნო კადრი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის XV ტურში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" დრამატული შეხვედრის ბედი 94-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი "მაკრატელათი" გადაწყვიტა. ორი დღეა, რუსები საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" შემტევის სუპერგოლზე ლაპარაკობენ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში კი მისი ინტერვიუები ვრცელდება.

- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]
- თორნიკე ოქრიაშვილი: მადლობა "ზენიტს", რომ არ დამიტოვა

ასევე გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს "კრასნოდარის" ფეხბურთელებმა მოგება და გასახდელში როგორ შეხვდნენ ოქრიაშვილს.

- როგორ შეხვდნენ თორნიკე ოქრიაშვილს "კრასნოდარის" გასახდელში [VIDEO]

იქ ერთი საინტერესო დეტალი იყო: თორნიკეს "კრასნოდარის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი
გადაეხვია და მამობრივი სიყვარულით მიმართა - "რამდენი სცადე და ბოლოს მაინც გამოგივიდა, გენაცვალე".

ბევრმა არ იცის, რომ ეს ჭაღარა კაცი "კრასნოდარის" გენერალური დირექტორი, აფხაზი - ვლადიმირ ხაშიგია. ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან სასიამოვნო კადრია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ნუ ოცნებობთ.. ნუ სულელობთ... გაცილებით უარესადაა საქმე... ახალგაზრდებს კითხეთ როგორ ვუყვარვართ..
kato
30 ნოემბერი 2016 16:28
0
გილოცავთ და გაიხარეთ ორივემ!!! რაც უფრო მეტი ქართველი, აფხაზი და ოსი გადაეხვევა ერთმანეთს, მით უკეთესი!!! შერიგება და სიყვარული გაამთლიანებს საქართველოს!!!
tngh
30 ნოემბერი 2016 15:48
0
ოხ მეტი რა უნდათ გრუზინებს.

ბევრ აფხაზსთან მაქ ურთიერთობა , სუფრასთან კიდე შევხედვივარ (რუსეთში ვცხოვრობ) მაგრამ როცა აფხააზეთზე დაელაპარაკები იქ ქართველს არავინ ელოდება,
ტაკ ჩტო თავს ნუ იტყუებთ ქართველებო , დააბრუნონ ხალხი და მერე დავიჯერებ ძმობას
diego
30 ნოემბერი 2016 13:59
0
ისიც ეუბნება მომილოცავსო მანამდე ;)
Irakli apkhaidze
30 ნოემბერი 2016 13:47
0
ისე ვინც ამ ვიდეოს უყურა, 42-43 წუთზე ეუბნება ქართულად, ნახე რა გავარტყი ჩემი დედა...... :))) ალბათ იცის ქართული იმ აფხაზმა და
dato
30 ნოემბერი 2016 12:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული