კახა ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელთა სამეულში მოხვდა

AutoSharing Option
ყაზახეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ ქვეყნის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენი გამოკითხვის შედეგები შეაჯამა.

არ არის გასაკვირი, რომ გამოკითხვაში ჩემპიონ "ასტანას" ბულგარელმა დამრიგებელმა სტანიმირ სტოილოვმა (83 ქულა) გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა მისივე თანამემამულე, "ირტიშის" მწვრთნელი დიმიტარ დიმიტროვი (34 ქულა), მესამე ადგილი კი "ქაირათის" თავკაც კახა ცხადაძეს (30 ქულა) ერგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
შენი ცინიზმი კარგად გვახსენებს მართლო როგორ გაუჩალიჩა კობიაშვილმა კახას. სამაგიეროდ თვითონ დაალაგებს ეხლა ყველაფერს პარლამენტში.
Vanos
15:10 07-12-2016
0
ცხადაძის დანიშვნისას "ქაირათი" მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 18 ქულით ჩამორჩებოდა და დანიშვნიდან 2-3 თვეში იგივე გუნდს უკვე 18 ქულით უსწრებდა. ამის გაკეთება არ გინდა? ნამდვილად მეცოტავება მისთვის მესამე ადგილი!!!
soxumeli
14:00 07-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული