ჯაბა კანკავას მუცლის არეში სერიოზული პრობლემა აქვს და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, რის გამოც მინიმუმ ახალ წლამდე მოედანზე ვეღარ გავა. ამის შესახებ კანკავას გუნდის, "რეიმსის" ოფიციალური საიტი იუწყება.

როგორც ირკვევა, ქართველ ნახევარმცველს პრობლემები მუცლის არეში აქვს და უახლოეს მომავალში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. ამის შემდეგ გადაწყდება, სჭირდება თუ არა ჯაბას ოპერაცია.

ბუნებრივია, კანკავამ 12 დეკემბერს გამართული საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-18 ტურის მატჩი გამოტოვა, რომელშიც მისი გუნდი სტუმრად "ორლეანს" დაუპირისპირდა და ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2. "რეიმსს" 30 ქულა აქვს და სატურნირო
ცხრილში მესამეა.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა თვეზე ცოტა მეტია, რაც ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა. იქამდე კი მოედანზე ხუთი თვის განმავლობაში არ გამოჩენილა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული