ჯაბა კანკავას მამა: "დამერწმუნეთ, სერიოზული არაფერია"

AutoSharing Option
"რეიმსის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ჯანმრთელობის საქმე ვერ არის მთლად კარგად, რის გამოც საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში "ორლეანთან" გასვლითი მატჩი (2:2) გამოტოვა.

ფრანგული წყაროს ცნობით, კანკავას პრობლემები აქვს მუცლის არეში და მალე სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. ამის შემდეგ ექიმები გადაწყვეტენ, სჭირდება თუ არა 30 წლის საყრდენ ნახევარმცველს ოპერაცია.

- ჯაბა კანკავას მუცლის არეში სერიოზული პრობლემა აქვს და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

ამ ინფორმაციის გაგებისთანავე, ჯაბას მამას, გია კანკავას დავუკავშირდით, რომელმაც დაგვამშვიდა: "ყველაფერი კარგადაა. დამერწმუნეთ, სერიოზული
არაფერია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული