შლაგბაუმი - რა უშლის ხელს ლევან მჭედლიძის ბრიტანულ ტრანსფერს?

AutoSharing Option
22 დეკემბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრები, წინა თვესთან შედარებით, ერთი პოზიციით დაწინაურდა და 281 ქულით 118-ე ადგილზეა. ამ წერილში კი ჩვენ სხვა პრიზმაში შევხედავთ მოვლენას...

იყო დრო, დავით ყიფიანის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგს მიაღწია და 42-ე ადგილზე აღზევდა. ფიფას ბოლო რეიტინგი გარკვეულ კავშირშია ინფორმაციასთან, რომლის მიხედვითაც, ლევან მჭედლიძეს ინგლისის პრემიერლიგაში იწვევენ.

- "ლევან მჭედლიძის შეძენა პრემიერლიგის კლუბებს 2 მლნ ევროდ სურთ, მაგრამ..."

უცებ მთელმა საქართველომ შეიტყო იტალიური გამოცემა gazzamercato-ს მიერ გავრცელებული სიახლე, თითქოს საქართველოს ნაკრებისა და იტალიური
"ემპოლის" თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება და პოპულარული გამოცემა ამტკიცებს, რომ ბრიტანელები მზად არიან, 26 წლის ქართველის ტრანსფერში 2 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მჭედლიძეს ნამდვილად აქვს ის პოტენციალი, ტოპლიგებში რომ ითამაშოს. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ მომჯობინდა, ფორმაში შევიდა და სერია A-ს ბოლო ორ ტურში 3 გოლი გაიტანა და "ემპოლის" საუკეთესო ბომბარდირია...

- ლეგიონი: ლევან მჭედლიძემ "ატალანტასაც" გაუტანა [VIDEO]
- ლეგიონი: ლევან მჭედლიძის დუბლი და სელფი "კალიარისთან" [VIDEO]

მაგრამ, არის ერთი "მაგრამ" - ფიფას რეიტინგზე მოგახსენებთ. ინგლისში მოქმედი კანონმდებლობა არაევროკავშირელებთან მიმართებაში ძალიან მკაცრია და ეს მარწუხები ქართველებსაც ბოჭავს.

ჯერ ერთი, ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში რომ ჩაირიცხოს, ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში თამაშების 75 პროცენტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

2015-16 წლებში საქართველომ 18-ჯერ ითამაშა, მჭედლიძემ კი მოედანზე მხოლოდ 8-ჯერ გავიდა. თუმცა, ამ კუთხით გამონაკლისებს მაინც უშვებენ და, შესაძლოა, დაინტერესების შემთხვევაში, კლუბის ინტერესი გაითვალისწინონ.

მეორე და გადაულახავი ზღუდე ფიფას რეიტინგში საქართველოს პოზიცია გახლავთ: დიდი ბრიტანეთის სამეფოს შრომის სამინისტრომ პრემიერლიგაში საუკეთესოების თამაში რომ უზრუნველყოს, ამისთვის, ქვეყანაში მხოლოდ იმ ქვეყნის მოთამაშეებზე გასცემს სამუშაო ვიზას, რომლის ეროვნული ნაკრებიც, ტრანსფერის მომენტში, ფიფას რეიტინგში 70 საუკეთესოს შორისაა. შესაძლოა, გამონაკლისები აქაც დაუშვან. მაგრამ, სამწუხაროდ, მჭედლიძის ტრანსფერს ხელს ესეც შეუშლის.

სამწუხარო მაგალითები ადრეც გვქონია. მაგალითად, 2005 წელს გოგიტა გოგუა ისე შთამბეჭდავად გამოჩნდა ეროვნულ ნაკრებში, მისით შოტლანდიის ვიცე-ჩემპიონ "ჰართსის" ლიტველი მთავარი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი დაინტერესდა. მაგრამ მაშინ უკვე საუკეთესო 70-ს ქვეამოთ ვიყავით და ტრანსფერი ჩაიშალა.

ანალოგიური ისტორია გიორგი ქინქლაძისგან ვიცით. ორი წლის წინ მას ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "ბირმინგემში" ჩვენი ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას გადაყვანა სურდა, მაგრამ მაშინაც დაბრკოლებად ფიფას რეიტინგი იქცა.

ასე რომ, ჩვენი ნაკრებისგან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას არავინ ითხოვს, მაგრამ უახლოეს წლებში მისი მიზანი 70 საუკეთესოს შორის მოხვედრა მაინც უნდა იყოს. სხვაგვარად, კიდევ ბევრჯერ დაინტერესდებიან ინგლისელები ქართველი მოთამაშეებით, მაგრამ ეს ტრანსფერი ურთულესი განსახორციელებელი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
იტალია ვითომ რითია ცუდი.მთავარია ისე ითამაშოს რომ იტალიის ტოპ კლუბებმა მოინდომონ მისი გადაყვანა.
იტალია ჩვენი დასაწუნი გახდა?
25 დეკემბერი 2016 16:01
0
25წელია დამოუკიდებლობის და ჯერ არათუ ვერ მოგვიპოვებია მუნდიალის ან ევროს ფინალური ეტაპის საგზური,არამედ ჯერ არ ყოფილა შესარჩევი,როცა თუნდაც ბოლო ტურებამდე გვქონოდა შანსი საგზურის!((..რაც მეტად გაგრძელდება არსებული სიტუაცია შედეგებში ,მით მეტად დროთა განმავლობაში გაგრძელდება ყურადღების კლება ევროპიდან ქართველ ფეხბურთელებზე ,მით უფრო მეტად დაეცემა სატრანსფერო ფასები ქართველ ფეხბურთელებზე.90წწ–ში მან.სიტიმ ქინქლაძე 3მლნ–ად შეაფასა,ხოლო შემდეგ აიაქსმა საკუთარი სატრანსფერო რეკორდი(!) დაამყარა ,როცა 5 მლნ–ად შეიძინა(აიაქსი პრაქტიკულად არ ხარჯავდა ტრანსფერებში ფინანსებს!და თან მაშინ აიაქსი ტიტულებით მხოლოდ რეალს თუ ჩამოუვარდებოდა))!კალაძე მილანმა16(!)მლნ–ად(კიევიდან,მაგრამ თბილისის დინამოსაც უნდა შეხვედროდა თანხის 20თუ 30%)!მაშინ ეს თამხები ძალიან მაღალ სატრანსფერო ფასებად ითვლებოდა.მის შემდეგ სატრანსფერო ფასები 20–30–ჯერ მინიმუმ გაიზარდა!მაგრამ ქართველებს სატრანსფერო ფასების ზრდა სამწუხაროდ არ შეეხოთ.ამ ზაფხულს საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი მხოლოდ მილიონად შეაფასეს და ეხლა საერთოდ 350ათასი გაჟღერდა ზიბზიბაძის სატრანსფერო ფასი,მაშინ როცა ხორვატები საკუთარი ჩემპიონატიდან ფეხბურთელის ტრანსფერში 20–25 მილიონს იღებენ!ხორვატულ კლუბებს აქვთ რამე წარმატება ევროპულ ტურნირებში?ნაკრები!ნაკრები ყავთ სტაბილურად წარმატებული!
ზაზა
24 დეკემბერი 2016 21:40
0
ძალიანაც კარგი, იბოდიალონ რუსეთის, უკრაინის და კვიპროსის დაბალ და მაღალ ლიგებში. როცა საკუთარი ქვეყნის სახელს და დროშას ფეხებზე იკიდებ სადღაც სამართალიც ალბათ არის პატარა და ჩაცუცქული მაგრამ მაინც თურმე ძალიან მნიშვნელოვანი. ისე სადაც სიმართლეა მჭედლიძეს ნაკლებად ეკუთვნის ეს რადგანაც ის ბოლომდე იხარჯება ნაკრებში. თურმე არა მარტო გულშემატკივარს სჭირდება ნაკრების წარმატებული თამაში.
...........
24 დეკემბერი 2016 19:37
0
კი მაგრამ მხითარიანი როგორ გადავიდა მანჩესტერში?
gigi
24 დეკემბერი 2016 19:24
0
სომხეთიც არ არის რეიტინგში 70 ქვეყანას შორის მაგარამ... ყველაფერი შეიძლება მოხდეს თუ მანჩესტერისნაირ გუნდს ენდომები :D
Akaki
24 დეკემბერი 2016 19:01
0
რაგაც ზგაპრებს ნუ ყვებიტ მანჩესტერს ვმიყავს ტუ ჩელსის
შოთა გუგეშაშვილი
24 დეკემბერი 2016 18:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული