თელ-ავივის "მაქაბიმ" შოთა არველაძე გაათავისუფლა

AutoSharing Option
წარუმატებელი გამოდგა შოთა არველაძის მწვრთნელობა თელ-ავივის "მაქაბიში" - დღეს ის ებრაული გუნდის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"მაქაბიმ" და შოთა არველაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეწყვიტეს თანამშრომლობა. კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს შრომისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს მას", - ვკითხულობთ საიტზე.

"ხანდახან, ისე არ ეწყობა საქმე, როგორც გეგმავ. ეს შესაძლოა, იყოს ჩემი, ფეხბურთელების ან მწვრთნელის შეცდომა. ასეთ სიტუაციაში სჯობს, თანამშრომლობის შეწყვეტა და ყველამ თავისი გზა გააგრძელოს. ამავე დროს, შოთას წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ხორდი კრუიფმა.

კომენტარი არველაძემაც გააკეთა.

"კლუბის პერსონალს, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს მადლობას
ვუხდი იმ დროისთვის, რომელიც აქ გავატარე. ეს კლუბი და ეს ხალხი ყოველთვის ჩემს გულში იქნება", - განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ "მაქაბი" შარშან ზაფხულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, ჩემპიონატში კი 16 ტურის შემდეგ ლიდერ აპოელს 8 ქულით ჩამორჩება
მკითხველის კომენტარები / 10 /
შოთი ნამდვილად მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგარი თავდამსხმელი, ძალიან ტექნიკური.
წარმატებებს ვუსურვებ ყველგან. მწვრთნელად არ ვიცი რამდენად ძლიერია, რამე სერიოზული შედეგი ჯერ არ ჰქონია. ჯგუფიდან რომ გასულიყო კარგი იყო, მაგრამ არ გაუმართლა.
გულშემატკივარი
05 იანვარი 2017 14:00
0
ნიჭიერი კაცია,არ დაიკარგება.წარმატებები!
თამაზი
05 იანვარი 2017 13:41
0
ხორდი არა, იორდი კრუიფია მაგი, იოჰან კრუიფის შვილი, არც ვიცოდი შარშან რომ გარდაცვლილა კიბოთი, მე-20 საუკუნის ერთ ერთი გამორჩეული ლეგენდა იყო.
tanto
05 იანვარი 2017 13:02
0
ქართველი ფეხბურთელი მაინც დაგესაქმებინა,ჩაგეთვლებოდა! თურმე შენც პირადი გაინტერესებს.რასაც დასთესავ,იმას მოიმკიო,ნათქვამია.
soccer
05 იანვარი 2017 12:29
0
ნუ გადამრიეთ რა არ ჰყოლია საქართველოს შოთაზე თანამედროვე ფორვარდი, ვისაც ფეხბურთი ესმის დამიდასტურებს რომ საქართველოში ბოლო წლებში და არველაძეზე ათასჯერ ძლიერი ფეხბურთელი იყო ზაზა ჯანაშია
mgeli
05 იანვარი 2017 12:07
0
შოთა ახალ წელს გილოცავ, ძლიერი პიროვნება ხარ და კარგად იცი "რაც არ კლავს, ის აძლიერებს" ჰოდა მომავალში დიდ წარმატებებს გისურვებ. გაიხარე.
gizog
05 იანვარი 2017 09:24
0
აქამდე კარგი იყო,ეხლა გაპიარებულია.შოთაზე კარგი თანამედროვე ფორვარდი,საქართველოს არ ჰყოლია.მწვრნელიც კარგია
Levan
05 იანვარი 2017 02:15
0
გაპიარებული ნამვდვილად.
mersi dolenjashvili
05 იანვარი 2017 01:57
0
ამ ყომარ-ყომარში კი გამოიცვლის 100-მდე კლუბს.
.........
04 იანვარი 2017 23:57
0
გაპიარებული მცვრტნელი.
paxan
04 იანვარი 2017 23:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული