გაიცანით ანი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და "მერსედესის" ფანი

AutoSharing Option
საქართველოში კაცთა ფეხბურთია შავ დღეში და ქალთა ფეხბურთი საერთოდ რომ გვაქვს, ესეც გასაოცარია, მაგრამ იცით თუ არა, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები ფიფას რეიტინგში 112-ე ადგილზეა (ივლისის მდგომარეობით - ავტ.)?! და რომელ ადგილზეა კაცების ნაკრები? 153-ეზე!.. ეს ისე, უბრალოდ.

ეს გოგონა, ფოტოებიდან თბილად რომ გვიღიმის, ანი ზაქაიძეა. 20 წლის. ფეხბურთელი... ფეხბურთელი? დიახ, ფეხბურთელი! თან, ისე უბრალოდ ფეხბურთელი კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი! ქალთა ნაკრების, რა თქმა უნდა. პოზიცია? მარჯვენა მცველი.

ანისთან, რომელსაც ფეხბურთის გარდა, ავტომობილებიც ძალიან უყვარს, ინტერვიუ ჟურნალმა "ავტობილდმა"
ჩაწერა და საინტერესო ფოტოსესიაც გამართა.

"ვიცი, რომ გოგო ფეხბურთელი უცნაური ამბავია - მით უმეტეს, ქართულ რეალობაში, მაგრამ ჩვენი ნაკრები სტერეოტიპებს ამსხვრევს: აი, ელიტრაუნდი გავიარეთ და შესარჩევში გავედით, საიდანაც ფინალურ ეტაპზე ხვდებიან და ახლა ისეთ სერიოზულ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში, როგორებიცაა იტალია და შვეიცარია.

ფეხბურთის თამაში დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან დავიწყე - რა თქმა უნდა, ეზოში, ბიჭებთან ერთად. სხვათა შორის, თავიდანვე ისე ვთამაშობდი, რომ უარს არ მეუბნებოდნენ, ყოველთვის სიამოვნებით მათამაშებდნენ. გოგო ვიყავი და არ მეუხეშებოდნენ, მაგრამ მაინც კარგად ვთამაშობდი, ბევრ ბიჭზე უკეთესადაც კი. სერიოზულად ვარჯიში კი 12 წლის ასაკიდან დავიწყე და მას მერე ოფიციალურად ვარ ფეხბურთელი”, - ამაყად ამბობს ანი.

დედაჩემი დიდხანს ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და სანამ საქართველოს ნაკრებში არ მოვხვდი, მანამდე ჩემს ფეხბურთელობას სერიოზულად არავინ უყურებდა".

ჩვენს გოგონებს შესარჩევის პირველი ოფიციალური მატჩი 18 სექტემბერს აქვთ - იტალიის ნაკრებს ესტუმრებიან, მერე კი, 22 სექტემბერს თბილისში ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ფეხბურთელ ანი ზაქაიძეს ბოლოს ეს აუცილებელი კითხვაც დავუსვით: რომელია მისი საყვარელი ფეხბურთელი და რომელი მამაკაცი ფეხბურთელი ესიმპათიურება ყველაზე მეტად?

ანის საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა, ყველაზე სიმპათიურ ფეხბურთელად კი ასევე მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველი ისკო მიაჩნია.

ისკოს ხსენებაზე ანის თვალები ისე გაუბრწყინდა, რომ მივხვდით, მეტი აღარაფერი უნდა გვეკითხა...

(იხილეთ სტატია სრულად)
www.autobild.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
გული მწყდება რომ ჩემს დროს არ იყო ქალთა ფეხბურთი, აუცილებლად ვითამაშებდი.
მანჩო
13:11 02-08-2015
0
ქალთა ფეხბურთი არა იხვის თოლმა,წადი ცომი მოზილე ქალო:)საწოლში რო კუნთიან ქალს ებრძვი:))))ერთი გერმანია შეხვდეს ამათ სადმე შესარჩევში:)))მგონი დაანებებენ მერე ამ სპორტს თავს:)))))))))
barto
11:48 23-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული