წილისყრას კლუბის გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა, რომელმაც "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა.
"მეტოქე ისტორიული კლუბია, რომელსაც კარგად აწყობილი სტრუქტურა აქვს. წილისყრის დასრულების შემდეგ დანიური კლუბის წარმომადგენლებს შევხვდით. ფაქტობრივად, ყველა საჭირო საკითხზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ პირველი თამაში სკანდინავიაში გაიმართება.
ვფიქრობ, ის, რომ მეორე შეხვედრა თბილისში ჩატარდება, მცირე უპირატესობას გვაძლევს. გავითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ ოქტომბრის მიწურულს დანიაში ცივა, რაც გარკვეულწილად დისკომფორტს შეგვიქმნიდა.
"საბურთალო" დიდი გამოწვევების წინაშე დგას, წინ რთული და დაძაბული
დანიელებთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე წუთით "ლევსკისა" და "ლეგიას" წარმომადგენლებს გავესაუბრეთ. დანიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ხომ სწორედ ამ კლუბებს შორის გამარჯვებულს შევხვდებით. ჩვენი საუბარი, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო", - ამბობს ჭუმბურიძემ.
აქვე გეტყვით, რომ "საბურთალოს" გენერალური დირექტორი მადრიდში გაემგზავრა. ვოიაჟის მიზანზე ჭუმბურიძემ მადრიდიდან გვიპასუხა:
"მეორე წელია, რაც "რეალის" ხელმძღვანელებთან ვთანამშრომლობთ. ამის შედეგი იყო ნიჭიერი მცველის, ჯიმი ტაბიძის შარშანდელი სტაჟირება მადრიდში. ახლა კი, მეორე კვირაა, "რეალში" "საბურთალოს" სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი გიორგი ჭელიძე მივავლინეთ.
ესპანურ გრანდთან თანამშრომლობა დიდი პატივია ჩვენთვისაც და ნებისმიერი ქართული კლუბისთვისაც. ამ შანსს ჩვენი მეგობრები გვაძლევენ და გვსურს, თანამშრომლობა გავაღრმავოთ, თუკი ეს შესაძლებელი იქნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"საბურთალოს" "მიდტიულანდი" ერგო - ჭიაბრიშვილი წილისყრით კმაყოფილია