11:13 18-05-2016
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა საემიროები დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
ლევან ბაჯელიძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე არაბეთის გაერთიანებული საემიროები 3:0 დაამარცხა.
მე-14 წუთზე გოლის ავტორი ხატია ჭყონია გახდა. 86-ე წუთზე ნინო სუთიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში, 3:0 კი ლანა გორგაძემ დააფიქსირა.
თბილისი, "მიხეილ მესხი", სათადარიგო
საქართველო-გაერთიანებული საემიროები 3-0
გოლები: 1-0 ჭყონია (14), 2-0 სუთიძე (86), 3-0 გორგაძე (90)
საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთა მეორე ამხანაგური მატჩი 20 მაისს, 18 საათზე, მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ნელ -ნელა თქვენაც მოძლიერდებით!