"მილანი": დღეს ლეგენდას 39 წელი შეუსრულდა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილ ფეხბურთელს, კახა კალაძეს დღეს 39 წელი შეუსრულდა.

კალაძე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ორი გათამაშება აქვს მოგებული.

კახა კალაძეს უთამაშია თბილისის "დინამოში", კიევის "დინამოში", "მილანსა" და "ჯენოაში".

თბილისის "დინამოს" მაისურით კალაძემ 5-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, 4-ჯერ კი - ქვეყნის თასი.

კიევის "დინამოს" შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა 3-ჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი და 3-ჯერ დაისაკუთრა უკრაინის თასი.

"მილანთან" ერთად კი კალაძემ ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა: სერია A-ს გამარჯვებული (1), იტალიის თასი (1), იტალიის სუპერთასი (1), ჩემპიონთა ლიგა
(2), უეფას სუპერთასი (2), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1).

რაც შეეხება ინდივიდუალურ ტიტულებს, კალაძე 5-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად კალაძე საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობებს იკავებს.

კახა კალაძეს დაბადების დღე "მილანმა" მიულოცა და საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ლეგენდად მოიხსენია.

Sportall.Ge

- ცნობილი ქართველი სპორტსმენები ბავშვობაში და ახლა [PHOTO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
სად წერია მილანის საიტზე,რომ ლეგენდაა?წერია კომენტარებში ერთ-ერთი გულშემატკივრის და არა მილანის კლუბის მიერ.
და თუნდაც ეწეროს-თუ მილანის ლეგენდაა ,ჩვენ რა?რა მიღწევა აქვს საქართველოს ნაკრებში?ყველა შესარჩევი ჩააგდეს და თუნდაც მხოლოდ მისი ,,დამსახურება,, არ იყოს...
ლეგენდად შეიძლება ჩაითვალოს ფეხბურთელი,რომელიც არის გუნდის ტვინი,განსაზღვრავს თამაშის რიტმს,ტემპს,,,აკეთებს,, შედეგს!რომელი თამაშის ხასიათი,შედეგი განსაზღვრა კალაძემ?...
სიმართლე-ს სიმართლე
03:50 01-03-2017
0
ქართველებს არაფერი არ გვეშველება, რატომ? იმიტომ რომ ბოღმიანი ხალხი ვართ და ჩვენიანის დაფასება არ ვიცით, სხვას კი ვეტენებით და ხოტბას ვასხავთ. მილანის ოფიციალურმა საიტმა დაწერა ლეგენდაო და არა ქართველმა, რა გამოდის მილანისთვის და იტალიელებისთვის ლეგენდაა და ზოგიერთი კლავიატურას ჩაფრენილი მეკომენტარეები რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ შეილება ცხოვრებაში პროფესორობენ. მესი და რონალდო (კიჭა) რომ ქართველები ყოფილიყვნენ იმათაც დაიწუნებდა ბევრი ქაერთველი, იმიტომ რომ ქართველს ქართველის წარმატება არ უხარია სამწუხაროდ და საბედნიეროდ ყველა ასე არ არის!
სიმართლე
12:30 28-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული