UEFA GROW სამიტი 1-ელ მარტს გაიხსნება

AutoSharing Option
უეფას სამიტი, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ პირველად ტარდება, 1-ელ მარტს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიხსნება. სამიტი, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთის მასობრიობის საკითხებს შეეხება.

UEFA GROW სამიტის მუშაობაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ესტონეთის, ყაზახეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მონაწილეობენ. თბილისს ასევე ესტუმრებიან უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი იგორ ჟდანოვი, სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სომხეთის განათლების მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები.

სამიტი 10:00 საათზე გაიხსნება და მონაწილეებს უეფას წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიმართავენ. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა სამიტის მონაწილეებს საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის ზრდის მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და სამომავლო ხედვას გააცნობს. 15:00 საათზე დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას სიტყვით გამოსვლაც.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: სამიტის აკრედიტაციები სასტუმრო "ბილტმორში" 09:00 საათიდან გაიცემა.

ღონისძიების განრიგი,რომელზეც შესაძლებელია მედიის დასწრება:

01.03.2017

10:00 - სამიტის გახსნა - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის და სფფ-ის პრეზიდენტის სიტყვით მიმართვა
10:10- უეფას წარმომადგენლების სიტყვით მიმართვა
10:50 - ფეხბურთის მასობრიობა საქართველოში - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა
11:35 - კომენტარები მედიისათვის
15:00 - საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას სიტყვით გამოსვლა
სამიტის პირველი დღე 18:30 დასრულდება.

02.03.2017

10:00 - სამიტის მეორე დღის შესავალი სიტყვა
15:45 - შემაჯამებელი კომენტარები მედიისათვის
სამიტის მუშაობა 18:30 დასრულდება

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული