თბილისის "დინამოს" "ხიმნასტიკისგან" 380 000 ევრო ეკუთვნის!

AutoSharing Option
რა შეხსენება გჭირდებათ, რომ გასული წლის ივლისში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე თბილისის "დინამოდან" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ხიმნასტიკში" გადაბარგდა. ის დღესაც ამ კატალონიური კლუბის საკუთრებაა, ოღონდ იჯარით დანიის სუპერლიგის კლუბ "ესბიერგში" თამაშობს.

როგორც "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ გვითხრა, თბილისურ გრანდს "ხიმნასტიკისგან" საკმაოდ სოლიდური თანხა, 380 ათასი ევრო ეკუთვნის, რაც ტარაგონელებს ჯერ არ გადაუხდიათ.

ამ საქმეში ფიფაა ჩართული და, წესით, თბილისური კლუბის სამართლიანი პრეტენზია მალე უნდა დაკმაყოფილდეს.

"როცა ოთარ კაკაბაძემ თბილისის "დინამო" დატოვა, მას კლუბთან კონტრაქტი
უკვე დასრულებული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ფიფასა და უეფას რეგულაციების მიხედვით, ჩვენ, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, "ხიმნასტიკისგან" 380 ათასი ევრო გვეკუთვნის.

აქ გათვალისწინებულია ის, რომ 23 წლამდე ფეხბურთელი აღიზარდა "დინამოში", ითამაშა მატჩების გარკვეული რაოდენობა...

მოკლედ, ამ თანხას ჩვენ კი არ ვადგენთ, არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ამ თანხის ოდენობა დგინდება. ამასთან, არის კონკრეტული ვადებიც, რომელშიც ესპანურმა კლუბმა ეს თანხა უნდა გადაიხადოს", - გვითხრა სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს იმის ბრალია, გუნდში თავის ადგლს რომ არ შეეფერება და არაკომპეტენტური ხალხი რომ მუშაობს.როდის კაკაბაძე გადავიდა,ნახევარი ევროპა მოიარა
კახა ქირია
07 მარტი 2017 20:21
0
მე იმაზე ვკაიფობ მერე რომ გაახსენდათ... 380K რა ფულია
პაპა
07 მარტი 2017 18:54
0
რა კომენტარებს ვკითხულობ ამის დედაც, კაკაბაძე ძალიან მაგარი კაცია და წარმატებები მინდა ვუსურვო, მაგრამ კლუბი მეწველი ძროხა არაა, რომ გამოწველო და გადააგდო, ფეხბურთელის ტრანსფერისგან თუ ფული არ იშოვა კლუბმა რითი იარსებოს? ასე რომ დიახ უნდა მოითხოვოს და მიიღოს კიდევაც
კობა
07 მარტი 2017 15:57
0
იმედია მიიღებს დინამო რაც ეკუთვნის იმას. ამ ეტაპზე 380 ათასი კარგი ფულია გუნდისთვის.
guro
07 მარტი 2017 15:56
0
ჩემო ძმებო,პატიოსანი ადამიანი რომ ჩაუჯდეს ფიფა-ს კანონებს და ის გაიაზროს თუ რას უკეთებენ ფეხბურთელს,როგორ ჩაგრავენ კანონებით,როგორ იძულებულს ხდიან რომ ჩაერთონ ფიფას"ბინძურ თამაშებში",გაგიჟდებით.ფეხბურთელთ უმეტესობა მონაა მაგათი კანონების,აქ არავითარი შეხება არაა დემოკრატიასთან,არის ჯუნგლის კანონი ევროპულად!მერე ყველა მიხვდებით რა ცუდ მდგომარეობაში ერთი ადამიანი, ამხელა მახინასთან პირისპირ!
ფეხის ბურთი
07 მარტი 2017 15:54
0
ჩემო ძმებო,პატიოსანი ადამიანი რომ ჩაუჯდეს ფიფა-ს კანონებს და ის გაიაზროს თუ რას უკეთებენ ფეხბურთელს,როგორ ჩაგრავენ კანონებით,როგორ იძულებულს ხდიან რომ ჩაერთონ ფიფას"ბინძურ თამაშებში",გაგიჟდებით.ფეხბურთელთ უმეტესობა მონაა მაგათი კანონების,აქ არავითარი შეხება არაა დემოკრატიასთან,არის ჯუნგლის კანონი ევროპულად!მერე ყველა მიხვდებით რა ცუდ მდგომარეობაში ერთი ადამიანი, ამხელა მახინასთან პირისპირ!
ფეხის ბურთი
07 მარტი 2017 15:44
0
მათავარია ფეხბურთელი არ დაზარალდეს.დინამოს შეეძლო მოლაპარაკებაც და ნაკლები თანხა შეიძლება გადაეხადათ,მაგრამ ფიფიას გაუმაძღრობას აქვს ადგილი ალბათ.რამდენი ბიჭი არ გაუშვა იმის გამო რომ დიდი თანხა მოითხოვა-მხოლოდ პაპუნაშვილს ვიტყვი ერთს თავის დროზე. ახლა თუ მოილაპარაკებენ კარგია.თორემ უკან თუ დაბრუნდა კაკაბაძე მერე წასვლა უფრო გაუჭირდება. ამხელა კომპენსაცია რაამბავია.40.000 ევროზე მეტი გამოდის წელიწადი.დარწმუნებული ვარ ისე იზამენ რომ არც გაითვალისწინებენ კაკაბაძის ინტერესებს. მოილაპარაკონ 200-ზე და ეგაა-მოიხსნება პრობლემაც მაგრამ სიხარბეს რას უზამენ?
rezi
07 მარტი 2017 15:02
0
რა გჭირთ ტო, ქართულ კლუბს ფული ეკუთვნის და იქით კლუბს აქილიკებთ? დიახაც უნდა მოითხოვოს და მიიღოს კიდეც... ფეხბურთი ბიზნესია, თუ შემოსავალი არ მიიღო კლუბმა ვერ იარსებებს.

სულ დაუშვილის და ზესტაფონის მაგალითი მახსენდება. ბუბა მაგარი არაკაცურად მოიქცა მაშინ
მინდია
07 მარტი 2017 13:21
0
წელიწადში 10 ასეთი ტრანსფერი და კლუბს კარგი შემოსავალი გაუჩნდება
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
07 მარტი 2017 13:11
0
რა 380 000 ევრო, სულ გამოაგდებენ აქ ჩამოთრეული არ დაგინახოთო :)
დინამო
07 მარტი 2017 11:46
0

სიახლეები პოპულარული