ვეტერანი ფეხბურთელები "დინამოს" ბაზასთან მშენებლობას აპროტესტებენ

AutoSharing Option
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალასართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ნაგებობები ბაზის ფუნქციონირებას შეუძლებელს გახდის.

გთავაზობთ ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების განცხადებას:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს,
ქალაქ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას,
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს,
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ
ლევან კობიაშვილს.

ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელი ბაზა დგას სერიოზული საფრთხის წინაშე, რომ დაკარგოს რეალური სახე და ფუნქცია. როგორც მოგეხსენებათ, მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება ორი მაღალსართულიანი კორპუსი, რომელიც მომავალში შეუძლებელს გახდის ბაზის ფუნქციონირებას, სადაც წლების განმავლობაში არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი აღიზარდა.

ვეტერანი დინამოელები ვართ სწორედ ის ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად ვიცით იმ ადგილის მნიშვნელობა, რომლის გარეშეც არ იქნებოდა ის ისტორიული გამარჯვებები, რითაც დღემდე ამაყობს ქართველი ხალხი.

გთხოვთ, ნუ შევწირავთ კერძო ინტერესებს სახელოვან გამარჯვებებსა და მონაპოვარს, რომელსაც ქართველმა ფეხბურთელებმა ამ ბაზაზე დაუღალავი შრომითა და თავდადებით მიაღწიეს.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალ თაობას ისევ მიეცემა ამ მინდვრებზე ვარჯიშისა და ქართული საფეხბურთო ტრადიციების გაგრძელების საშუალება".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
...მხოლოდ ვეტერანები?! სახელმწიფო სადაა? ქალაქის მერიას სძინავს? თუ თავის დროზე დანაშაულებრივი გადაწყვეტილებამიიღეს და გაასხვისეს, ეხლა მაინც გამოასწორონ შეცდომა, თუ ჯიბე აქვთ სავსე ქრთამებით და გაყუჩებული არიან?
murtalo
21:01 27-03-2017
0
ქედს ვიხრი თითოეული მათგანის სპორტული მიხწევების წინაშე,ესენი ის ფეხბურთელები არიან,რომლებმაც დიდი წარმატებებით გააგრძელეს პაიჭაძის,ღოღობერიძის,მესხის და სხვათა მიღწევები,ვინც მსოფლიოს გააცნო საქართველო და ქართული ფეხბურთი,დღეს თუ საფეხბურთო სამყარო იცნობს ქართულ ფეხბურთს ლომის წილი ზემოთ ხელისმომწერლებს მიუძღვით.საუბედუროდ ვაიბიზნესმენებს და მათთან გარიგებაში მყოფ ჩინოვნიკებს ოდნავაც არ აღელვებს ქართული ფეხბურთი.20წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება მაისში საქართველოში,ჩემპიონატის დაწყებამდე სამი თვით ადრე განაცხადა სპორტის მინისტრმა,არ ხერხდება სტადიონების აშენება და რომელიღაც სლოვაკურ კომპანიას დააბრალეს,სამწუხაროა,რაც ხდება,ზუსტად ასახავს ხელისუფლების მიდგომებს.
პაატა
21:39 27-03-2017
0

სიახლეები პოპულარული