U13. "თბილისმა" "ჰერტა" ანგარიშით 7:1 გაანადგურა!

AutoSharing Option
რეგიონთა თასის გამარჯვებულმა თბილისის გუნდმა, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, "ჰერტას" აკადემიის თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მასპინძელი 7:1 დაამარცხა.

ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც 2016 წლის რეგიონთა თასის გამარჯვებულის ტიტული, მთელი საქართველოს მასშტაბით, 16 საფეხბურთო გუნდს შორის მოიპოვეს, 2 აპრილს საფეხბურთო კლუბ "მაგდებურგის" მიწვევით "მაგდებურგის" აკადემიას ესტუმრებიან და თანატოლებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

13-წლამდელთა "რეგიონთა თასი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს, ფიფას მხარდაჭერით, პირველად ჩაატარაა.

ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა
- კიმ პაულსენმა ჩაუტარა.

გათამაშების ფინალი თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის გუნდმა გამარჯვებულის ტიტულთან ერთად გერმანიის საგზური მოიპოვა.

ვიზიტის მთავარი მიზანია, ქართველ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, გაიზიარონ გერმანელი თანატოლების გამოცდილება და საკუთარი ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამხანაგურ შეხვედრებში მოსინჯონ.

პროექტი, რომლის მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა, 2017 წელსაც გაგრძელდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ! მაგ ბავშვებთან ერთად ვიმგზავრე 31-ში, ბერლინისკენ. ერთ-ორს გამოველარაკე. კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა, ჩემი შეფასებით, ბევრი 13 წკის კი არა, 14-15 შთაბეჭდილებას ახდენდა :)
0
ტყუილად ნუ გიხარიათ გაიზრდებიან და გაფუჭდებიან
ზურა
16:31 02-04-2017
0

სიახლეები პოპულარული