გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.
ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.
სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.
- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.
ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.
ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.
ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.
- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.
- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".
- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?
- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.
ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.
ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.
- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...
არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
თფუ შენს კაცობას მართლა!
ადმინ, გამოაქვეყნე, ძალიან გთხოვ!
დარწმუნებული ვარ ეს შოდა სხვადასხვა ნიკით წერს თითქოს ბევრნი იყვნენ
სპორტი და პოლიტიკა სხვა-და სხვა არისო,არადა ყოველი საუბარი ნებისმიერ საკითხზე..პოლიტიკაში გადადის და ეს ჩვეულებრივია!
უკვე ყოვლად
ამოუხსნელი ,,ფენომენნი,, გახდა...
,,ღრუზინჩიკობა,, -ზე კიდევ უფრო სხვა რაღაც...
ნაც-ების მოძულეების,ანუ ,,ოცნების,, არა-ადეკვატური,ალოგიკური მსოფლაღქმა ,შეხედულებები და დამოკიდებულ მოვლენებზე,პროცესებზე ...
გასაგებია ,,ოცნების,, ხელისუფლებების წარმომადგენლები,თავისი მხადაჭერებიანად მხოლოდ უ წ ი გ ნ უ რ ე ბ ი,(მტრის
დაწერილ საქართველოს ისტორიას
და პროპაგანდას
რომ ეცნობიან და კმაყოფილდებიან
მხოლოდ ?!) კარიერისტები,აბსოლუტურად დ ა ქ ვ ე ი თ ე ბ უ ლ ი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღ ი რ ს ე ბ ი ს ა და პასუხისმგებლობისაგან ,მაგრამ ა ზ რ ა დ ა ც არ მოსდით ?!
რა ხდება,თავის მიერ მოყვანილ ივანა-ს-შვილის ხელისუფლებების მე-5-ე წელს
...რომელსაც დღე და ღამ ხოტბას რომ ასხამენ,ანუ 7 მილიარდის მქონეთ მმართველობის ,,ეპოქაში,, -რ ა ტ ო მ ჩამოიშალა სახელმწიფო სტრუქტურები და ინსტიტუტები,რ ა ტ ო მ გაღატაკდა გაცილებით კიდევ უფრო,ვიდრე 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობა,რ ა ტ ო მ ჩამოიშალა სახელმწიფოს უსაფრთხოება,რ ა ტ ო მ შეიქმნა საგარეო პოლიტიკაში უ ს უ ს უ რ ი და შიდა პოლიტიკაში-ძაფრი პოლიტიკური ტერორის ვითარება,რ ა ტ ო მ და რაში ჭირდებათ ნაც-ების მიმართ დაუცხრომეწლი ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს პროპაგანდა,რ ა ტ ო მ აღწევს 21-ე საუკუნეში საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ერთადერთი მტერი ოკუპირებული ტერ-ების უ მ ა რ ტ ი ვ ე ს ა დ ანექსიას და რ ა ტ ო მ გადმოწიეს 10-ბით კლმ საოკუპაციო საზღვარი (და ამ დროს-ნაც-ებს უკიდურესი ცბიერებით რომ ლანძღავენ და აგინებენ -2008 წელს მტერთან ო მ შ ი,ანუ პასუხის გაცემით როგორ დათმეთო ?!!!),რ ა ტ ო მ დაკნინდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი ა ვ ტ ო რ ი ტ ე ტ ი,რატომ დამკვიდდრდა მხოლოდ რ ე გ რ ე ს ი ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით,რ ა ტ ო მ დამკვიდრდა,უფრო სწორად ა ა ღ ო რ ძ ი ნ ე ს : ნეპოტიზმი,კრიმინალი,კორუფცია...რ ა ტ ო მ განამტკიცეს შერჩევითი სამართალი,რ ა ტ ო მ მცირდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება,რ ა ტ ო მ შეიქმნა გაცილებით უ პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ო და უიმედო ვითარება ?!
რ ა ტ ო მ არ სვამთ ამ კ ი თ ხ ე ბ ს ?!
ანუ 7 მ ი ლ ი ა რ დ ი ს მფლობელის ხელისუფლებების დროს განვიცდით რ ე გ რ ე ს ს ,თან
ელემენტარული განათლების,ინტელექტის და სახელმწიფო ღ ი რ ს ე ბ ი ს მქონე საქართველოს მოქალაქისათვის რაც უფრო დ რ ო გადის ,მით უფრო ხ ვ დ ე ბ ა და ხ ე დ ა ვ ს !
მაგრამ იმ შუშის კოლბის ,,ბიზნესმენ-ქველმოქმედ,, მხარდამჭერებიდან რას უნდა ვ ე ლ ო დ ო თ ?!
2012 წლიდან მიმდინარეობს ,ე.წ. ,,რუსულ სამყაროში,, დაბრუნების პროცესი,ანუ ადამიანთა შ ი შ ე ბ ს ა და სიძულვილზე დაფუძნებულ,მით ყოვლად უპერსპექტივობაში შუა
საუკუნეობრივ ავტორიტარულ რეჯიმში ...
ანუ 1921 წლის გამეორება,თავისი ახალი ტერ ჩამოჭრის (ამჯერად აფხაზეთი და სამაჩაბლო) და ახალ რუსულკ-აზიურ-მონღოლურ კავშირებში შეთრევა!
,,ოცნება,,- პ ა ს უ ხ ი გაეცით რა მოიტანა თქვენმა თუნდაც ,,რიტორიკის შეცვლამ ,, ?!
და ა ტ ა ს ჯ ე რ ანალიტიკური მსჯელობებით გ ა გ ი მ ა რ ტ ე თ რა შიაშია თურქეთი და აშშ და დასავლეთი ?1
რაო კრემლის სპეც-სამსახურებმა დღეს მაგით დათესეთ შ ი შ ი -ო,არიქა -თურქეთი,ახლა აშშ-ევროპა...თურმე გ ვ რ ყ ვ ნ ი ს,არაა ?!
არადა ურუსეთსა გ ა რ ყ ვ ნ ი ლ ი,უზნეო და ამორალური რუსეთი რომ არის,ა რ ც ერთი ერი არ არის (!!!)
სწორად ამიტომ დღესაც 80-ულის მიღმაა ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით (!)
თურქეთი დღეს აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერ მთლიანობას,და დ ი ა ხ აქვს ქართული ტერ მიტაცემული,მაგრამ ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ა დ ის ტერ-ც ურუსეთმა გადასცა საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან დ ა უ კ ი თ ხ ა ვ ა დ (!)
და დასავლეთიდან გ ვ ჭ ი რ დ ე ბ ა სახელმწიფო მოწყობის,პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა ,რომ ს ა ყ ო ვ ე ლ თ ა ო მშვიდობა და საყოველთაო კეთილდღეობა განვამტკიცოთ საქართველოში!
ნუ დ ე მ ა გ ო გ ო ბ თ,გ ა ი გ ე თ აბსოლუტურად ა ლ ო გ ი კ უ რ ი ა თქვენი ყოველი წინადადებაც კი!
და ბოლოს,გადაკითხვისათვის
ოთარ ჭილაძე: ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის
„ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა, ალბათ, სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი.
მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც.
მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს.
რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია.
მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ,,
„კმარა წელებზე ფეხის დგომით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი. დროა დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს... „დიდის“ ქვეშ ვგულისხმობთ მისაბაძს, სამაგალითოს და არა სამუდამო პრივილეგიას. ბევრი რამ შეიძლება იყოს მისაბაძი: სიმამაცე, გამტანობა, ერთგულება, სიყვარული, სიბრძნე, შემოქმედებითი უნარი, თავისუფლების მოყვარეობა, ქედუხრელობა, შემწყნარებლობა, ხელგაშლილობა, სიუხვე, კონცენტრაციის, შრომისა და სიძნელეთა გადალახვის უნარი, ორგანიზებულობა, მეობის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის, ამავე დროს, სხვათა უფლებების პატივისცემის გრძნობა და…“
– ამონარიდი მერაბ კოსატავას წერილიდან „ფიქრები საქართველოს მისიაზე“, რომელიც პატიმრობასა და გადასახლებაში, 1984 წელს დაწერა.
"გაუნათლებელს ადამიანს, არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეული და თანაც ის სიყვარულს თავისუფლებისადმი აძინებს გულში იმ მოსაზრებით, საწყალს კაცს თავისუფლებას ვინ აღირსებსო, თითქოს ხემწიფის ქალს იყოს შეყვარებული და ვერა ჰბედავს თხოვას, რადგან მისთვის ხელმისაწდომი არაა.
გამხმარია, ხმელია ის საზოგდოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მძარცველნი იმართება მათ შორის ბრძოლა.
- ვაჟა
სანამ საბოლოოდ და სამუდამოდ თავს არ დავიხსნით ურუს-აზიურ მონღოლური სამყაროდან,მანამ მუდამ ასაე ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი თ,დაპირისპირებით,უპასუხისმგებლობით,კასრიერისტულ-მხდალი,ცბიერ-ცინიკური ბუნებით ვ ი ქ ნ ე ბ ი თ...რაც ძ ლ ი ე რ აბრკოლებს საქართველოს სახელმწიფოებრიობრის განვითარება-განმტკიცებას და საყოველთაო მზრუნველობის და კეთილდღეობის გ ა რ ე მ ო ს შევქმნას!