ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
ზაზა ძალიან კარგი ადამიანია ბოროტებო ძალიან წესიერი იმიტომაც არისდღეს უმუშევარი განსხვავებით სხვა მწვრთნელებისაგან ფულს კი არა ნიჭს სცემს პატივს საქართველოში ფეხბურთი ფულზე და ძმაკაცობაზე იყიდება და რას ერჩით ამ კაცს ნაციონალების მონებო ვითომ პატრიოტებო აქ ისეთი სიტუაციაა რუსეთში კი არა იმის იქით წავლენ მალე ფეხბურთელები ერთი შედეგი მაინც დაასახელეთ რომელიმე ასაკობრივის
პაკო
19 აპრილი 2017 10:51
2
ისემც თქვენი უჯიშობა რა ვთქვიი რო ქართველებიიი თურქები არასოდეს გავხდებოდით შენაირიი ხალხი კიდე ახლაც ეკვეხებიან იმ თურქებს ზოგი სულით და ზოგი ხორცით საყვარლებად და ცოლებად უზიან ზოგი მათ პროპაგანდას ატარებს აჟარაში როგორც შენაირები რუსეთის როპაგანდას მარა ერთი ნაღდიაა რუსეთი გვჭირდება თუმცა ქართველს ვერავინ გადააჯიშებს
lasha
19 აპრილი 2017 10:42
1
ანწუხელიძეზე პასუხი სააკაშვილმა უნდა აგოს
qartlosi
19 აპრილი 2017 10:40
1
ესეც ქართველია და ჯანოც ??? - შენ რომ რუსეთში ფული იშოვე და კმაყოფილი გყავს ოჯახი ზაზა საქართველოს მოსახლეობის 30 %-მა სახლ-კარი და ოჯახის წევრები დაკარგა რუსეთის გამო ... კარგად წაიხითხე საქართველოს ისტორია ერეკლეს დროდან მაინც ...
lm
19 აპრილი 2017 10:23
1
ეს კაცი დარწმუნებულია, რომ "გათურქების" მსხვერპლი არ გახდა? ფიზიონომიას თუ დააკვირდები, არ ეტყობა
:)
19 აპრილი 2017 10:10
1
androia-ს. გაფიცებ პარტბილეთს. ოდესმე ხომ უნდა გადააგდო!!! გადააგდე რა!!! შენ ისევ ამ ლოზუნგით საზრდოობ -"Да здравствует дружба народов". თუმცა გამოჩნდა რა დრუჟბა ქონდა საბჭოთა ერებს. განსაკუთრებით ქართველებს ოსებთან, რუსებთან და აფხაზებთან. უკრაინელებს რუსებთან. განსაკუთრებით სომხებს და აზერებთან. პრიბალტიკელები ხომ... საერთოდ "აფანატებდნენ" რუსებზე. "ჩორნა ჟო-ს" ვის უძახოდნენ რუსები თუ გახსოვს? ჩვენ ხომ არა? ეს მხოლოდ ყოფით დონეზე, პრიმიტიულად ავხსენი. ისე კი....ერთი თქვენისთანა ხალხის ფსიხიკაში ჩამახედა ანდროია და.....
გიგა ეზაკელი
19 აპრილი 2017 09:50
1
ზაზა ჯანაშია -"ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ". ზაზა, შვილო, იქნებ დააკონკრეტო, ისტორიის რომელი მომენტი გაქვს მხედველობაში? მე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არც რუსეთის იმპერიაში შესვლამდე (საბჭოთა პერიოდში ხომ გამორიცხულია) და არც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ასეთ მონაკვეთს ვერ ვიხსენებ. იქნებ მიგვანიშნო, რომელ ომში დაგვეხმარა რუსეთი? ეს ერთი. მეორე. რაც შეეხება შენს "მოსაზრებას" -"რუსეთი რომ არა ჩვენ გათურქება არ აგვცდებოდა"-ო. შენ ფოტოს თუ კარგად დააკვირდება ადამიანი, უთუოდ მიხვდება, რომ შენ მოდგმას ეს უკვე შეხებია.
zaal eliava
19 აპრილი 2017 09:31
1
და კიდევ რუსების თვალში იქამდე დავრჩებით მოქეიფე მომღერალ გამრთობ ერად სადამდეც ესენი იარსებებენ,კაცი ლაციოში რო არ წახვალ მატუშკა რასიას გამო რა პატრიოტობაზეა ლაპარაკი

beniamin
19 აპრილი 2017 09:31
1
მე ამის ნათამაშები ფეხბურთი არ მახსოვს მარა სულ რომ მესხი ყოფილიყო მაინც მსუქანი ისტორიის არმცოდნე როჟაა, რა ვქნათ ყველა ექვთიმე თაყაიშვილი ვერ იქნება
beniamin
19 აპრილი 2017 09:28
1
ჯენაშია ერთ სიმართლეს ნამდვილად ამბობს, რომ არა რუსეთი ახლა ვიცხოვრებდით თურქეთის უნიტარული სახელმწიფოს გურჯისტანის სანჯაყში.
aburjga
19 აპრილი 2017 09:26
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული