ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
ზაზას სრულიად ვეთანხმები, იცით რატომ?ამ მთავრობამ მშვენივრად იციან,რომ სამაჩაბლის და აფხაზეთს, რუსეთის გარდა ვერავინ ვერ დაგვიბრუნებს,თუ არადა დავემშვიდობოთ.25 წელია შეშფოთებისა და აღშფოთების მეტი არაფერი გვსმენია იმ უნამუსო ევროპელებისა და ამერიკელებისაგან.
ჯეკო
18 აპრილი 2017 16:45
0
რუსებზე უპრაგონო ქება არ მომეწონა მაგრამ ერთი რამ მიკვირს თურქების ლოცვა კურთხება და მეჩეთების აგება არაა სირცხვილი და ღალატი და რუსებზე კარგის თქმა პირიქითაა თუ როგორაა საქმე ამ დროს ორივე ერთმანეთზე უარესია. ჯანაშია კიდე თავის თავს კარგადაც მიხედავს და პირისპირ ბუზსაც ვერავინ აუფრენს ასე რო ვინც აქედან აგინებს და ლანძღავს ადამიანს ზოგადად მე მისი არ მჯერა ეგ კიარა შეიძლება საერთოდაც არ აინტერესებს ვინ რას იტყვის ინტერნეტში დამალული.ყველა ღირსეულ ქართველს ვულოცავ აღდგომის დღესასწაულს ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი და შორს ჩვენგან დუშმანი და ორგული.სპორტზე უნდა ვწეროთ აქ ისე თუ ისტორიის გაკვეთილები ვატაროთ ვისუფრო მეტი ქართველი ყავს მოკლული და წაღებული ტერიტორიები რუსი ახლოსაც ვერ მივა ამ საკითხში თურქეთთან ვერასდროს იმდენიაქ წაღებული და იმდენი ყავს მოკლული და გადაგვარებული ჩვენი ერის წარმომადგენლები.
qutaiseli
18 აპრილი 2017 16:20
0
ჯანაშიასთან ასეთ თემებზე საუბარს არ ვაპირებ, ამის მიზეზის დასახელება საჭირო არ არის, ყველა ხვდება. აი "შოდა"-ს კი ვეტყვი. მართლა რეალურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერილ ისტორიაში რუსეთის მიმართ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, სადაც მათ რაიმე დახმარება გაგვიწიეს. ერთადერთი რამაც გვაიძულა მათთან ურთიერთობა, ერთმორწმუნეობა იყო, თუმც ამაშიც მწარედ მოგვატყუეს, რადგან მალე გაგვიუქმეს ავტოკეფალია. კამათს არ ვაპირებ. მხოლოდ ერთ ფაქტს შეგახსენებთ: მეორე მსოფლიო ომში იმდენი ქართველი დაიღუპა, რაც საუკუნეების მანძილზე, ყველა ცნობილ თუ უცნობ ბრძოლაში ერთად აღებული. მეორე მსოფლიო ომში თურქეთს მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მსხვერპლიც არ ყოლია. მოკლედ-ინფორმაცია განსჯისათვის.
რამაზი
18 აპრილი 2017 16:13
0
Loti iyo aq uwignuri ikitxet mis taobis bichebtan da getyvian wigni saertod ara aqvs wakitxuli
kika
18 აპრილი 2017 16:10
0
erti mitxarit rusetis morhinlo.sadac rusetia sadme iq aris mhvidoba,ruseti ari damkrobeli mistvis tavistavis garda ar arsebobs aravin da araferi.
ise hventan magrad muhaobs me.5 kolona
S.P
18 აპრილი 2017 16:09
0
ჯანაშია ჭკუით არასოდეს გამოირჩეოდა და დამიჯერეთ "თხა და გიგოც" არა აქვს წაკითხული, ამიტომ მე პირადად ნაკლებად მაინტერესებს მისი "მარგალიტები". ეს იმ კატეგორიის ადამიანია, სადაც საკენკს ნახავს, იქაურობას შეასხამს ხოტბას გინდა თურქეთი იყოს, გინდა ჩინეთი და გინდა ჩრდილო კორეა!
zugdideli
18 აპრილი 2017 16:03
0
აი ამას ხომ მაგრადა ყავს მაგრამ ამას რა უნდა მოთხოვო, ერთი ბურთის გორება იცოდა, ისიც ისე რა, ეს ხალხი საიდან მოდის, ორი წიგნი რო არ აქვთ წაკითხული და ვიღაცის მონაყოლით რომ ასკვნიან, რომ რუსეთია ჩვენი ისტორიული მეგობარი და მაგათ გარეშე რა გვეშველებოდა. სწორედ რომ რუსია ქართველი ერის დეგრადირების მთავარი მიზეზი, ტერიტორიებზე და ათობით ათას ი ქართველის სისხლზე რომ აღარაფერი ვთქვათ.წიგნი წაიკითხეთ ბიძიკოებო
kote
18 აპრილი 2017 15:47
0
ნიკოლოზ ბიძიკო, იცი ვისგან და საიდან იღებს სათავეს, ჩვენი რუსეთთან დაპირისპირება და რა ძალები იყვნენ ამით დაინტერესებული? -არ იცი, შვილო. სამწუხაროდ არ იცით. ის ხალხი ვინც დღეს ასე მწარედ ლანძღავს რუსეთს, სწორედ ისინი, მათი მამები და ბიძია-ბაბუები ეპირფერებოდნენ და ფეხქვეშ ეგებოდნენ რუსეთს.
-კი ბატონო, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი. ნუ გაეგებით ფეხქვეშ ნურც რუსებს და ნურც ბინძურ ამერიკელებს. მაგრამ იმ კომუნისტური ნომენტლატურის ჩამომავლებმა მარტო შეძრომა იციან. ვიღაცას ხომ უნდა შეუძვრნენ, არა აქვს მნიშვნელობა ვის, მთავარია თავად იყვნენ მაძღარნი. მერე მეორე, არის დღეს საქართველო დამოუკიდებელი? ვინც იტყვის რომ დამოუკიდებლები ვართო, ის ამ პროვოკატორი ნაძირალაა ან უვიცი, ჭურივით იმას რომ იმეორებს რასაც ჩასძახებენ!
-ჩვენთან ათასი დამპყრობელი მოსულა (მათ შორის რუსეთიც) და გავუძელით. ასეთი დამპყრობი, როგორიც მასონურ-სიონისტური ამერიკაა კი არასოდეს! დღეს ჩვენი ქვეყანა უფრო დიდი საფრთხის ქვეშაა, ვედრე ეს იყო დიდი თურქობისა, თუ თემურ-ლენგობის დროს!
შოდა
18 აპრილი 2017 15:45
0
ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, რუსები და ქართველები უფრო უკეთესად ვიცნობთ ერთმანეთს ვიდრე ევროპა და ქართველები, კი, ისიც მართალია რომ თავის დროზე რუსეთი რომ არა, ჩვენ დღემდე ან ვეღარ ვიარსებებდით ან თურქები, ირანელები ვიქნებოდით, ამაში არის სიმართლე მაგრამ, მოდით კარგად გადავხედოთ ისტორიას, რადგან ორი ერის სიყვარულზეა ლაპარაკი და ვთქვათ სიმართლე, რუსეთის მეგობრები შეიძლება ჩვენ ვიყავით, ესე ვფიქრობდით, გვეჯერა, მაგრამ ყველაფერს კარგად თუ შევაფასებთ ძალიან კარგად ჩანს რომ რუსეთი საქართველოს კი არ ემეგობრებოდა, რუსეთი საქართველოს ყოველთვის იპყრობდა თვალებში ნაცრის შეყრით, რუსეთმა (არამარტო რუსეთმა) ჩვენ ისტორია გაგვიყალბა, გადაგვაჯიშა, ყოველთვის ჩვენით სარგებლობდა და არა მეგობრობდა, კარგად უნდა ისტორიას შეფასება, არ შეიძლება ცალმხრივად უყურო ყველაფერს რადგან, მედალს 2 მხარე აქვს, რამდენჯერ გვიღალატეს რუსებმა, აბა კარგად გადახედეთ ისტორიას?..
ჩვენ რუსებთან მეგობრობა გვინდა და არა მონობა, რამდენჯერ შეეცადნენ ქართული ენის წართმევას, ჩვენს მაგივრად, ჩვენს გარეშე თურქებს რომ აჩუქეს ნახევარი საქართველო, ვინ იყო რუსეთი არ იყო, მთლად სტალინს ნუ დააბრალებს ვიღაცა, რადგან შვხედოთ აბა დღეს, დღესაც ხომ სტალინი არ არის, რაც დაგვრჩა იმასაც რომ გვართმევს, რუსეთს რომ ტვინი ჰქონდეს დღეს ქართველებს და რუსებს იდეალური მეგობრობა ექნებათ და ერთიანად უფრო ძლიერი სახელმწიფო იქნებოდა რუსეთიც და საქართველოც, და არამარტო საქართველო, ასევე დანარჩენი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიც...
Zaza
18 აპრილი 2017 15:45
0
ამის კომენტირებაც არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ რუსულ საიტს მისცა ინტერვიუ. მაგ ყოფილ ფეხბურთელს ერთი სახელი აქვს ,,კუნთმაგარი და გონებასუსტი".
mvx
18 აპრილი 2017 15:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული