ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
ჩემო ბიმო, თავი რომ ბრძენთა ბრძენი გგონია და ზოგჯერ მწარედ დემაგოგობ თუ იცი? ან ის მაინც თუ იცი რა დღეშია დღეს ჩვენი ენა, ჩვენი ზნეობა, ჩვენი ეკლესია? როგორ მიფურთხებული და შევიწროებულია ჩვენი ადათ-წესები, ტრადიციები? გარყვნილებას ეტრფით და ფეხქვეშ ეგებით ბოროტთ. ყბედობ. იმ უბედურებებს, რაც შენ ჩამოთვალე მიუმატე გურამ შარაძის მკვლელობა, დავით აღმაშენებლის ხსოვნის შეურაცხყობა, 300 ათასი გულდათუთქული ქართველი ოჯახის სულში ჩაფურთხება, და კიდევ უამრავი და ეს ყველაფერი მასონი-სიონისტების ძალისხმევითაა გაკეთებული თქვენს მიერ. ის ზაქათალაც, ვითომ გული რომ შეგტკივა, სიონისტმა ორჯონიკიძემ გადასცა აზერბაიჯანს!
-და თქვენ სიონისტი-მასონების მართლა მონებო, უფსკრულისკენ მიგყავთ საქართველო. ყველა თქვენი წერილი, ყველა თქვენი გამონათქვამი, ხომ მათი მასახურება და მათი ნების შესრულებაა! თქვენი დროც მალე მოვა და
ღმერთი არ გაწირავს ჩემ საქართველოს!!!
შოდა
18 აპრილი 2017 15:15
0
ვმეგობრობთ ისტორიულად? და როდის და რითი გამოიხატა ეს მეგობრობა?
ალეკო
18 აპრილი 2017 15:08
0
არადა 100 პროცენტიანს ამბობს . უბრალოდ სიმართლე არავის უნდა გაითავისოს წიგნი გადაშალეთ ბიძია. ან საქართველოს მოსახლეობის რაოდენობებს შეხედეთ რუსეთამდე და რუსეთის მერე. რამ გამოგაბნელათ ეგრე მართლა. საქართველო სულ ესე უბედურ დღეში იქნება სანამ უმადურობა იზეიმებს . ჩვენ შორის ჩორტიც ამერიკის ჩაგდებულია თორემ ჩვენ უკრაინელებს რუსებს და ბელორუსებს რა გვქონდა გასაყობი.
androia
18 აპრილი 2017 15:00
0
პარალელი გაავლეთ რა მივიღეთ ბოლო 2 ათეული წელი? მიხვდებით თუ რა ნეხვცში ვზივართ . დაგვშალეს და დზალიან მალე ქართველები თუ აზრზე არ მოვალთ ბათუმი აღარ გვექნება და სამცხე ჯავახეთი .
123
18 აპრილი 2017 14:58
0
ეჰ ზაზა,ზაზა! საქართველო ჰიტლერსაც კი არ დაუბომბია
merabi
18 აპრილი 2017 14:57
0
მართალი ხარ ჯიგარო.
goga-s
18 აპრილი 2017 14:48
0
მონა!!!!!!!!!!!!!
luxuta
18 აპრილი 2017 14:48
0
რას მიესიეთ? ისე აყაყანდით ვითომ გისკდებოდეთ თავები ცოდნითა და სიბრძნით! იცით ვის ინტერესებში შედიოდა საქართველო რუსეთის დაპირისპირება? ანდა რისი მიღწევა უნდა მტერს, როცა ჩვენში რუსების სიძულვილი ჩათესეს? ახლა ზოგიერთი იკითხავს, ვინ ჩათესაო? ან ის მაინც თუ იცით, რომ ტოტლებინი გერმანელი იყო და თანაც ცინცხალი. ადრე მეგონა ვერავინ შეძლებდა ჩვენში სხვათა სიძულვილის ჩათესვას. შესძლეს, და როცა სიძულვილი მოგვერევა მაშინ წავიქცევით სწორედ. წარმოდგენა არა გაქვთ რა უბედურებაში გვაქვს თავი გაყოფილი!
-აირჩიეთ ხან ბიძინა და ხან მიშაიე ბლეყე, მეტის აზრი როგორცა სჩანს ჩვენ არა გვაქვს!
-ღმერთი მაღალი ფარავდეს ყველა ჭეშმარიტ და უანგარო მამულიშვილს!!!
შოდა
18 აპრილი 2017 14:32
0
"წაიკითხე ისტორია - სჯობს გვიან ვიდრე არასდროს ბატისტვინა"-ს.
იქნებ გამახსენო ევროპელები არ იყვნენ ჯარები რომ გაიყვანეს საქართველოდან და პირისპირ რომ დაგვტოვეს ლენინის რუსეთთან?!
pele
18 აპრილი 2017 14:28
0
უაღრესად განათლებული ყოფილხარ ზაზა,მარა რა გასაკვირია,ტიპი ნაკრების შეკრებაზე მოსკოვიდან მანქა ნით ჩამოვიდა...გასაგებია რომ ფული იქ იშოვე მარა ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ უკანალში უვაზელინოდ შეძვრე.. ისე ყველაფერ დიდზე უსაუბრია რაც აქვს და არის-უკანალზე, რუსეთზე, სინდისზე.ბებოები რომ ახსენე,ისინი აღარ აზროვნებენ ეგრე,როგორც შენ.флаг в руки ზაზა!სად უნდა წაიღო ეგ ჩემზე უკეთ შენ იცი
კახა ქირია
18 აპრილი 2017 14:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული