ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "გაბალა" არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
21 აპრილს, თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის მოედნებზე ვიტალის დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა მასპინძელთა 17-წლამდელთა გუნდმა, რომელმაც აზერბაიჯანულ "გაბალას" დამაჯერებლად - ანგარიშით 6:1 მოუგო. თბილისელებს, რომლებმაც პირველ ტურში "გენტთან" წააგეს, "გაბალასთან" აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ და მიზანს პირველსავე ტაიმში მიაღწიეს.

თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, მთელი მატჩი და განსაკუთრების მისი პირველი ტაიმი დინამოელთა აბსოლიტური უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 6:0 დასრულდა. ზუკა დავითაშვილმა ანგარიში მე- 9 წუთზე გახსნა. მალევე გიორგი მოისწრაფიშვილმა მეორედ
აიღო სტუმართა კარი, რასაც მე-13 წუთზე თაზო ბაბუნაძის გოლი მოჰყვა.

თბილისელებმა უმატეს შეტევებს და 26-ე წუთზე დავითაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ამის მერე ბაბუნაძემ მეორე ზუსტი დარტყმა განახორციელა და დინამო 5:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლოს კი დავითაშვილმა ტურნირის პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა.

მეორე ნახევარში ვლადიმერ გოჩაშვილმა შვიდივე ცვლილება განახორციელა. თამაში უფრო მშვიდ კალაპოტში გადავიდა, მატჩის ბოლოსკენ კი რუსტამ ნურუიევმა ერთი გოლი გაქვითა და საფინალო ანგარიში 6:1 დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში "გენტმა" მილანის "ინტერის" თანატოლებს ასევე დიდი ანგარიშით - 5:2 სძლია, 6 ქულა დააგროვა და ლიდერია. მეორე-მესამე ადგილებს 3-3 ქულით თბილისის "დინამო" და მილანის "ინტერი" იყოფენ, რომლებიც გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს დღეს, 22 აპრილს, 14:00 სთ-ზე დაუპირისპირდებიან. თბილისელებს ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს.

A ჯგუფში ბოლო ადგილზე "გაბალაა", რომელსაც ქულა არ აქვს.

21 აპრილს დღის პირველი შეხვედრა B ჯგუფში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს წინა ტურნირის ჩემპიონი "ალკმაარისა" და პრიზიორი "ტრაბზონსფორის" 17-წლამდელები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ჯგუფის მეორე მატჩში ზაგრების "დინამომ" მინიმალური ანგარიშით კიევის "დინამოს" სძლია და 4 ქულით გალიდერდა. 3 ქულით მათ კვალში კიევის "დინამო" უდგას, რომელიც დღეს "ტრაბზონსფორს" (2 ქულა) დაუპირისპირდება. 1 ქულით კი ჯგუფში ბოლო ადგილზე ჰოლანდიური "აზ ალკმაარია", რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ნახევარფინალში მოხვედრის შანსი.

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი
21 აპრილი
A ჯგუფი
დინამო (თბ)-გაბალა 6:1

გოლები: 1:0 დავითაშვილი 9’ 2:0 მოისწრაფიშვილი 10’ 3:0 ბაბუნაძე 13’ 4:0 დავითაშვილი 26’ 5:0 ბაბუნაძე 33’ 6:0 დავითაშვილი 35’ 6:1 ნურუიევი 63’
გაფრთხილება: ალასგაროვი, ჭავჭანიძე, ბაბუნაძე
დინამო: ლ. ხარშილაძე, ჭავჭანიძე, ბ. ხარშილაძე (ფარულავა 40), ჯანგიძე (წაქაძე 36), ხარაბაძე, დარცმელია (ჩარკვიანი 40), კვარაცხელია (ჯანგველაძე 40), დავითაშვილი (ლომთაძე 45), აზაროვი, მოისწრაფიშვილი (მელიქიშვილი 40), ბაბუნაძე (იაკობიძე 45)
გაბალა: სულთანოვი (ზულფუგარლი 36), ინგილაბლი (ნადიროვი 16), ალასგაროვი, გურბანოვი, თაღიევი (ისაზადა 54), ნურუიევი , აბდულაევი (მაჰარამოვი 54), მურადოვი, მურსალოვი, ჯამალოვი, ალიევი (ორუჯლუ 36).

გენტი-ინტერი 5:2
გოლები: 1:0 ბატენი 11’ 1:1 ვერგანი 21’ 1:2 ნტუბე 29’ 2:2 ალფონს დიდიუ (პენ) 34’ 3:2 ალფონს დიდიუ 50’ 4:2 ალფონს დიდიუ 55’ 5:2 ვან დალე 61’
გაფრთხილება: ბაგერია, ბრიგატი, დენსი, მასისა, დე სმეტი
გაძევება: კოლომბინი 31’
გენტი: ვერბრიუგე, ბანჩე (დე სმეტი 55), ბერბენი, დენსი, დეშეპერი, მასისა (დე გრუვე 36), ალფონს დიდიუ, ბორგრაფი (ვანდეკანდელარი 41), ლოკი, ნოვინჩანოვი (ვეეკმანი 60), ბატენი (ვან დალე 55)
ინტერი: ბაგერია, რომარიკ ოფე, ბონაჩინა (კაიგანიჩი 43), ნტუბე, კოლომბინი, დუსე, პოიანი, ვლადი, ტორდინი (კარტა 36), როსი, ვერგანი (ბრიგატი 43).

B ჯგუფი
ტრაბზონსფორი 1:1 აზ ალკმაარი
გოლები: 1:0 ბილგინი 22’ 1:1 ვან დერ ჰეიდენი 39’
გაფრთხილება: იუჯე
ტრაბზონსფორი: აკბულუტი, ულუ, ბილგინი (კოჩი 52), იუჯე, გიური (ბაში 42), ტაიფური, დელიმეჰმეტი, აჩილი, კული (ილდირგანი 47), გენჩი, ასანი
აზ ალკმაარი: ბაკერი, ბიბეროღლუ (იანსენი 63), დეკერსი (რეგელინგი 63), ფრანკენი, გემელი, გუდმინი, ელ გუბლი, კარგი (ბაასი 59), ლო ნინგ-ჰინგი (ელიასარი 36), ნიმერმეერი (ვან დერ ჰეიდენი 24), ტააბუნი.

დინამო(კ)-დინამო(ზ) 0:1
გოლი: 0:1 მიჰალიევიჩი 46’
დინამო(კ): ნეშჩერეტი, ბილიკი, ბოდნია, ბუცენკო, დეროგანი (შულიანკსი 45), ჰუროვი (მიხაილენკო 53), იეფიმენკო (დუხოტა 60), ნადოლსკი, ხონდაკი, იაროში, ზავჰოროდნი
დინამო(ზ): ვიდოვიჩი, ბრაუნი, ვუკასოვიჩი (იურიშიჩი 42), იანჩიჩი (ბიკანიჩი 36), ჰასიჩი (ლაუში 55), იანკოვიჩი, სტრანპუტი (მაგდიჩი 62), მიჰალიევიჩი, კრიზმანიჩი, იელენიჩი, ბეჰრამი (კაპიტანოვიჩი 36).

ტურნირის განრიგი
22 აპრილი
გაბალა-გენტი 12:00
დინამო (თბ)-ინტერი 14:00
ალკმაარი-დინამო (ზ) 16:00
დინამო (კ)-ტრაბზონსფორი 18:00

ნახევარფინალები
24 აპრილი
A1-B2 16:00
B1-A2 18:00

დასკვნითი დღე
25 აპრილი
მატჩი VII ადგილისთვის 10:00
მატჩი V ადგილისთვის 12:00
მატჩი III ადგილისთვის 14:00
ფინალი. 16:00.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუპერ გოლები გაიტანეს. გილოცავთ!
kika
13:31 22-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული