ვიტალი დარასელიას თასი: ბოლო ადგილს მაინც ავცდეთ...

AutoSharing Option
24 აპრილს ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ნახევარფინალები გაიმართა. ითამაშეს V-VIII ადგილებისთვის მებრძოლმა გუნდებმაც. მანამდე კი იყო მონაწილეთა მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია, რომელზეც ჩვენთვის არაერთი სასიამოვნო რამ ითქვა...

ტურნირის პერსპექტივებსა და მასპინძელი გუნდის გამოსვლას ცალკე გამოვეხმაურებით, მანამდე კი მიმდინარე ამბებზე ვილაპარაკოთ...

მინი ევროპალიგად მონათლეს...
კვირას ტურნირზე დასვენების დღე იყო. სტუმრებმა თბილისი და მცხეთა დაათვალიერეს, დაესწრნენ საქართველოს ჩემპიონატის მატჩს თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" მონაწილეობით. "დინამო არენის" მედიაცენტრში კი შედგა შეხვედრა, რომელსაც ტურნირის რვავე გუნდის მთავარი მწვრთნელი დაესწრო.

Sportall.Ge

"ლელოს" მკითხველისთვის საინტერესო უნდა
იყოს მათი შეფასებები...

შახრუზ მუსტაფაიევი ("გაბალას" მთავარი მწვრთნელი):
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას ტურნირზე მოწვევისთვის. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბიჭები იღებენ ძალიან დიდ გამოცდილებას. თუ ამ ტურნირზე მომავალშიც დაგვპატიჟებენ, სიამოვნებით ჩამოვალთ".

ფაბიან კომლიენოვიჩი (ზაგრების "დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"მინდა, მადლობა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს ჩვენი მოწვევისთვის... ძალიან თანაბარია ძალები. ასე იყო ჩვენს ჯგუფშიც. ოდნავ უპირატესობას კიევის "დინამოს" მივანიჭებდი".

იარიხ ვან დოორსელარი ("გენტის" საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი):
"ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ ტურნირზე მოწვევა მივიღეთ. თბილისში ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი, დონე თანაბარია... რაც შეეხება ჩვენს "გენტს", თბილისის "დინამოსთან" პირველი მატჩი ძალიან რთული იყო. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგეს რამდენიმე, ძალიან რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა. მერე იყო მატჩი კიდევ ერთ ძლიერ მეტოქესთან - მილანის "ინტერთან". მეტოქე 10 კაცით რომ დარჩა, მხოლოდ ამის შემდეგ შევძელით გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ამას მოჰყვა შეხვედრა "გაბალასთან", როცა ჩვენ უკვე დაძლეული გვქონდა ჯგუფური ბარიერი. ეს თამაში აღარ იყო ჩვენთვის გადამწყვეტი და მარცხი ამ გარემოებითაც შემიძლია ავხსნა. ახლა ძალიან რთული მატჩი გველის ნახევარფინალში შარშანდელ ჩემპიონ "ალკმაართან". დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ სტადიონზე ფინალს ვითამაშებთ".

კელვინ რემი დიუფრე ("ალკმაარის" მთავარი მწვრთნელი):
"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ დიდად აღფრთოვანებული ვარ მასპინძლობითა და დახვედრით. აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ "დინამოს" ხელმძღვანელობას, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა ტურნირის დაწყების დღიდან... რაც შეეხებათ ფავორიტებს, მე ამ სტატუსს მივაკუთვნებდი ნახევარფინალში გასულ ოთხივე გუნდს. ვეცდებით, საკუთარი სახე კარგად წარმოვაჩინოთ".

ანდრეი ანენკოვი (კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"პირველ რიგში, შევეხები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, რომელიც მრავალ წელს მოიცავს. აღფრთოვანებული ვარ ტურნირის ხარისხით, მონაწილეების დონით, ორგანიზებით... მე ამ ტურნირს მინი-ევროპალიგას დავარქმევდი".

ვლადიმერ გოჩაშვილი (თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო "დინამოს" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ ტურნირი ასეთ დონეზე ტარდება. წელს გაცილებით მაღალი დონის გუნდები არიან ჩამოსულები, ვიდრე შარშან იყვნენ. მე მაინც გამოვარჩევდი "გენტს", რომელსაც ვეთამაშეთ და დავასახელებდი ფავორიტად. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით ნახევარფინალში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება. ეს სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება. მინდა, ნახევარფინალში გასულ ყველა გუნდს წარმატება ვუსურვო".

მატეო ლომბარდი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი):
"მადლობა ასეთი მაღალი კლასის ტურნირზე მოწვევისთვის. შეჯიბრება უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. მეორე მომენტია გუნდების ასევე მაღალი დონე. ყველა ბოლომდე იბრძვის, წამითაც არ ეშვება... ჩვენ ჯგუფის ბოლო მატჩი თბილისის "დინამოსთან" გვქონდა. მეტოქე, კარგი გაგებით, ძალიან აგრესიულად გვეთამაშა. ბოლო წამამდე არ იყო გარკვეული, რომელი გუნდი გააგრძელებდა ბრძოლას ნახევარფინალში. აღფრთოვანებული ვარ თბილისით და იმ ინფრასტრუქტურით, რაც "დინამოს" აკადემიაში ვნახეთ".

სელჩუკ სიურმენელი ("ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელი):
"აღვნიშნავ ტურნირის უმაღლეს საორგანიზაციო მხარეს. მოხარული ვარ, რომ აქ თამაშის საშუალება მოგვეცა. დონე ძალიან თანაბარია, ყველა მატჩი დაძაბულად მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს ტურნირი ჰაერივით საჭირო იყო, რადგან დავბრუნდებით თუ არა თურქეთში, ჩემპიონატის "ოთხთა ფინალში" მოგვიწევს თამაში".

ნახევარფინალების დღე დარასელიას ტურნირზე
24 აპრილს ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. მანამდე კი იმ გუნდებმა, რომლებიც ნახევარფინალში ვერ მოხვდნენ, ერთმანეთში გაარკვიეს ურთიერთობა.

პირველ მატჩში თბილისის "დინამო" "ტრაბზონსფორს" შეხვდა. ანგარიში თურქებმა გახსნეს. თავი დოგუსან მეჰმედმა გამოიჩინა და მანვე მეორე ტაიმში უფრო სოლიდური გახადა თავისიანების უპირატესობა. "დინამომ" ხარაბაძის გოლით თამაშის გადარჩენის იმედი დაიბრუნა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდების გარჯას კვალი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩმა დაამჩნია, რომელშიც მათ დასანანი მარცხი იწვნიეს "ინტერთან" და ჯგუფური ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხეს.

მეორე შეხვედრაში კი, ბევრისთვის მოულოდნელად, "გაბალამ" მინიმალური ანგარიშით შეძლო ზაგრების "დინამოს" დამარცხება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურნირის დასკვნით დღეს "ტრაბზონსფორი" და "გაბალა" მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებენ, ორი "დინამო" კი იმისთვის ითამაშებს, რომ ბოლო ადგილს აარიდოს თავი.

შარშანდელმა ჩემპიონმა "ალკმაარმა" ნახევარფინალში ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხილ "გენტს" 2 უპასუხო გოლი გაუტანა. გადამწყვეტ შეხვედრაში ჰოლანდიელები უფრო მობილიზებულები აღმოჩნდნენ. 54-ე წუთზე ანგარიში მოჰამედ ტააბუნმა გახსნა, 68-ე წუთზე კი ბრამ ფრანკენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფინალში "ალკმაარის" მეტოქე იქნება კიევის "დინამო", რომელმაც ნახევარფინალი აღმავლობით ჩაატარა და "ინტერი" გაანადგურა - 4:0. ანგარიში მე-3 წუთზე იაროსლავ ნადოლსკიმ გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე მანვე დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მაქსიმ ზადარნოის ჯერი დადგა, 65-ე წუთზე კი იტალიელთა რბევას წერტილი ივან დეროგანმა დაუსვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
დინამოს აკადემიის ფეხბურტელებს რას ვერციტ მწვრტნელები ყავს უვიცები,,ნახეტ უბრალოდ ვინ არიან,,სადმე ევროპულ აკადემია ტუ უნახავტ მაინც ამ მწვრტნელებს,,ფიფია მაგარ საქმეს აკეტებს ოხონ ეს მწვრტნელები უნდა გაყაროს და მოიწვიოს ყველა ასაკსი უცხოელები..მწვრტნელი უკანასკნელ ხმაზე უყვიროდა ბავსვს..ეს კატასროფააა,,აი ამიტომ არის გასაყრელი ეგენი,,
gega
26 აპრილი 2017 10:40
0
დ ამიუხედავად იმის არო დინამოს პოზიციიდან ბევრიი ვთქვი მეც მინდა გავაკრიტიკოო მწვრთნელთა მიდგომა მათ მეტი მოეთხოვებათ ამ ასაკში მოთამაშეები უნდ ა იყვნენ მზად დინამო ერთის და დინამო ორის შესავსებათ მზად თუ არაა პერსპექტივა მიანც უნდა ჩანდეს უკვე რა რო ამ ბიჭებიდან ირჩეოდეს ნიჭიერი ახალგაზდოფა თავისი იქ ფიზიკურობით პროფესიონალურობის მიდგომით და ასე შემდეგ რაა
lasha
26 აპრილი 2017 00:15
0
რაა დაბოღმილი ხალხი დადის ტოო ქვეყანა როო არ დაინგრა და არ დაქუცმაცდა დ აკიდევ როო მძიმედ მაგრამ მაინც სუნთქავს ასეთ ხალხის ხელში მიკვრის //1) თენგო დაატანე აზროვნებაა ლაპარაკს ფედერაცია რაშუაშია ფიფიას გუნდთან რომელმაც თავად შეუქმნაა ამ გუნდ ინფრასტრუქტურაა იმ რეგიონებშიიი მოიძებნოს ხალხიიი და დაუშალა ვინმემ არ შექმნაო ? ან გგონია ბაზა და გუნდი მარტო დინამოს ყავს ? აშკარაა დეხბურთში შემთხვევით დონეზე ხარ ჩახედული 2 გურამი მოდიი გადახედე რეალობას სხვაა აკადემიებთან რაც დღეს საქართველოშიაა ნამდვილად ნულის ტოლფსიაა იქნებ შენი შეხედულებები გადაჟარბებულიაა ?იქნებ ქართულ აკადემიებთან როგორი შედეგებიაქ იმას გადახედო დ ამერე თქვა ნულის ტოლიაო და ევროფულ და სხვა ქვეყნის ფეხბურთთან რო ტოლი არ ვართ ჩვენი ფეხბურთთით და არაა ფიფიას აკადემით ეს ისედაც გეცოდინება ( ალბათ ) 3) რობო რასთან ფარდობითად დეგრადაციაა ? შარშანდელ ტურნირიდან გამომდინარე ამბობ ? ამ თამშის და იმ თამაშის მხოლოდ შედეგებით შედარებას თუ აკეთებ კი ახლა უფრო დაბალ ადგილზე ვამთავრებთ მაგრამ თამაშით არანაკლებ ვითამაშეთ დონე იგივეაო ყველა ამბობს რაში განვიცადეთ მაშინ დეგრადაცია ? მათ აქვთ უკეთესი განვითარება დ ამაღალი კლასი ( რამდენადაც შეიძლება ამ ასაკში კლასი ახსენო) ჩვენებს ეს ტურნირი სჭირდებათ ზუსტად მაგ კლასის ამაღლებაშიი ამ ბიჭებს უმეტესად თავისზე სუსტ მეტოქეებთან უწევთ თამაში შიდა ჩემპიონატშიიი ამიტოა რო უცხოელებთან შედეგის მიხწევა უჭირთ
lasha
26 აპრილი 2017 00:07
0
რა მიდგომაცაა ფეხბურთის მიმართ დონეც იგივეა,და ადგილიც ამ ტურნირზე შესაბამისი იქნება.თორემ ბაზა და იფრასტრუკტურა შეიძლება აქ ჩამოსულ გუნდებზე უკეთესი გვქონდეს კიდევაც მაგრამ რად გინდა მიდგომა,სული,გული,არ ჩანს.და მარტო საძმაკაცოს ბიჭებს მეტი არც მოეთხოვებათ. ფედერაციას უნდა ესმოდეს რომ ფეხბურთი მარტო თბილისის იფრასტრუქტურის შექმნით არ განვითარდება.ფეხბურთის განვითარებას ხელის შეწყობა ჭირდება რეგიონებში,და განსაკუთრებით დასავლეთში,და კიდე უფრო სამეგრელოში,სადაც იფრასტრუ
თენგო
25 აპრილი 2017 16:40
0
და ერთი წლით დიდები რომ ვიყავით ყველაზე რატომ არავინ ამბობს? ყველა 2001 იყო და ჩვენთან ბირთვი 2000 ბავშვები არიან,ნამდვილი დონე მაშინ გამოჩნდებოდა კარგად
gagu
25 აპრილი 2017 15:15
0
შეფასებებს ისინი ნუ გააკეთებთ, ვისაც არც ერთი თამაში არ გინახავთ ამ ტურნირზე და მითუმეტეს ვისაც დინამო ორგანულად გეზიზღებათ. ხო დინამოს აკადემია თუ ნოლია, თვენ გვირჩიეთ უკეთესი
robo
25 აპრილი 2017 14:27
0
გოგი ქუთაისელი. ფენიტა კი არა ფინიტა:)))
tazo
25 აპრილი 2017 13:40
0
Degradacia saxezea!!!((((
Zviad
25 აპრილი 2017 13:21
0
ფიფია დარწმუნდება ალბათ რომ მისი საფეხბურთო აკადემია ნულის ტოლია, ტუ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები რაღაცას მაინც ფორხიალობენ დინამოს აკადემია უსუსტესია.
გურამი
25 აპრილი 2017 13:19
0
ძალიან მაგარი ტურნირია და მართლა ყველა გუნდი თანაბარი ძალისაა. იმავე გაბალამ რომელსაც დინამომ 6:1 მოუგო, გენტს აჯობა. ზაგრებმა კიევს მოუგო არადა ზაგრები დღეს მერვეზეა, კიევი ფინალშია. მაგარი ტურნირია. დინამო თბილისს გაუმარჯოს
გურამი
25 აპრილი 2017 12:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული