ღონისძიებაზე იმყოფებოდა ალექსანდრე ჩივაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან ის დღე გაიხსენა.
"მაშინ "დინამოს" მართლაც შესანიშნავი თაობა ჰყავდა და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვეძლო. სამწუხაროა და სწორედ ეს მიკლავს გულს, რომ 36 წლის შემდეგ დღევანდელ დღეს დიდი დანაკლისით ვხვდებით: ნოდარ ახალკაცი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, დავით ყიფიანი...
დღეს აქ პატარა დინამოელები
ასეთი პატარა ქვეყნისთვის ამხელა წარმატება იშვიათობა იყო. დღეს, ვინც კი იგებს ევროპულ ტიტულებს, ალბათ დაკვირვებული ხართ, რომ იმ კლუბებში სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელები თამაშობენ, ჩვენთან კი მხოლოდ ქართველები იყვნენ და ეს ათმაგად დასაფასებელია.
მომავალი? პირველ რიგში, ძლიერ ჩემპიონატში თამაშია საჭირო. საბჭოთა კავშირის დროს, ჩემპიონატში 18 კლუბი ვიყავით და მოგებას წინასწარ ვერავისთან დაგეგმავდი, იმდენად ძლიერი გუნდები იყო. იმ ჩემპიონატში თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო.
საჭიროა ძლიერი მწვრთნელებიც. სამწუხაროდ, ბავშვთა ვარჯიშებს რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ დღეს საქართველოში კარგი მწვრთნელების დეფიციტია", - თქვა ჩივაძემ.