პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ტურნირი საქართველოს ჩემპიონმა იტალიურ "ლაციოსთან" მარცხით (3:5) დაიწყო, მეორე ტურში ყაზახური "არმანი" 5:2 დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდა, რადგან რომის "ლაციო" ინგლისურ "სილეზიასთან" 4:5 დამარცხდა.
გადამწყვეტი იყო მესამე ტური, რომელშიც "ლაციომ" "არმანის" 7:4 სძლია, საქართველოს ჩემპიონი კი სილეზიიდან ემიგრირებული პოლონელებისგან დაკომპლექტებულ ინგლისურ გუნდს დაუპირისპირდა. ჩვენმა ჩემპიონმა ჩინებულად ითამაშა, მეტოქე 7:2 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
"ეს არის ისტორიული გამარჯვება და ისტორიული
2010 წლიდან რამდენი პოზიტივი და რამდენი ნერვიულობა გამოვიარეთ, მაგრამ ერთ დიდი ოჯახად ვრჩებოდით. განვლილი 7 წელიწადი და დღევანდელი ბედნიერი წამები ამად ნამდვილად ღირდა", - ამბობს ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს პლაჟის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"