ქართული კლუბების ყველა სავარაუდო მეტოქე ევროთასებზე ცნობილია

AutoSharing Option
19 ივნისს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. უკვე ცნობილია ყველა მონაწილე გუნდის ვინაობა.

ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" წარადგენს, რომელიც II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება.

ამ ეტაპზე სულ 17 წყვილი იქნება. "სამტრედიას" ყველა მონაწილეზე დაბალი რეიტინგი აქვს და ის განუთესავია.

17 განთესილი გუნდიდან ქვეყნის ჩემპიონს ერთ-ერთი დაუპირისპირდება. ესენია: "სელტიკი" (შოტლანდია), "ზალცბურგი" (ავსტრია), "კოპენჰაგენი" (დანია), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), ბატე (ბელორუსი), "ლეგია" (პოლონეთი), აპოელ (კვიპროსი), მარიბორი (სლოვენია), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "მალმიო" (შვედეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "პარტიზანი" (სერბეთი), რიეკა (ხორვატია), "როსენბორგი"
(ნორვეგია), "შერიფი" (მოლდოვა), "ბეერ შევა" (ისრაელი) და ფჰ (ისლანდია).

მატჩები 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება.

ევროპალიგაზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს, საჩხერის "ჩიხურა", ქუთაისის "ტორპედო" და ბათუმის "დინამო" პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ითამაშებენ. სამწუხაროდ, სამივე კლუბი განუთესავია და შედარებით ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ დაპირისპირება.

I საკვალიფიკაციო ეტაპზე 100 გუნდია, ანუ 50 წყვილი.

ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები არიან: "მაკაბი" თ. ა. (ისრაელი), "მიდტიულანდი" (დანია), მინსკის "დინამო" (ბელორუსი), "ლეხი" (პოლონეთი), ჰიკ (ფინეთი), აიკ (შვედეთი), "ვოივოდინა" (სერბეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), აელ (კვიპროსი), "შახტიორი" (ბელორუსი), "სლოვანი" (სლოვაკეთი), "ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი), "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "შკენდერბეუ" (ალბანეთი), "ალტახი" (ავსტრია), "სტ ჯონსტონი" (შოტლანდია), აეკ (კვიპროსი), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "ბეითარი" (ისრაელი), "ვენტსპილსი" (ლატვია), "ოდი" (ნორვეგია), "ქაირათი" (ყაზახეთი), "ოსიეკი" (ხორვატია), "სარაევო" (ბოსნია), კრ (ისლანდია), "ნორკოპინგი" (შვედეთი), "მილსამი" (მოლდოვა), "ლუნგბიუ" (დანია), "კალიუ" (ესტონეთი), "ჟელეზნიჩარი" (ბოსნია), "ბოტევი" (ბულგარეთი), "ოლიმპია" (სლოვენია), "ვალეტა" (მალტა), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი), "იაგელონია" (პოლონეთი), "ლევსკი" (ბულგარეთი), ცსკა (ბულგარეთი), "სტიარნანი" (ისლანდია), "ჰოგესუნდი" (ნორვეგია), "დომჟალე" (სლოვენია), "ორდაბასი" (ყაზახეთი), "ლევადია" (ესტონეთი), "ფერენცვაროში" (უნგრეთი), "კრუზეიდერსი" (ჩრ. ირლანდია), "რაბოტნიჩკი" (მაკედონია), "რეინჯერსი" (შოტლანდია), "შირაქი" (სომხეთი), "დაჩია" (მოლდოვა), "პოდგორიცა" (ჩერნოგორია), "ზირა" (აზერბაიჯანი).

მატჩები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბათუმის დინამო სახლში რომელ სტადიონზე ითამაშებს?ლეონიძეზე რომელიც ესპანელებმა "ააშენენ"თუ ეგრეთწოდებულ მარზავოდზე რომელიც თურქებმა "ააშენეს".გაავსეს ბათუმი სტადიონებით. ვეღარ მივხვდით ბათუმელებმა რომელ სტადიონზე მივიდეთ საყურებლად:)აღარ ვლაპარაკობ ანგისაზე "აშენებულ" სტადიონზე.
lasha
12 ივნისი 2017 22:09
0
სამწუხაროდ დღეს საქართველოს ფეხბურთში ისეთი კლუბები ყავს როგორც თურქეთს ყავდა მეოცე საუკუნის 60-70-ან წლებში,რომელთანაც მაშინდელი თბილისის დინამო მათთან თამაშს თაკილობდა,დღეს კი პირიქითაა,რას იზამ დრონი მეფობენ...ჩვენ ქართულ ფეხბურთს ამნეზია დაემართა,რაც ძალიან მძიმე დაავდებაა და რაც სამწუხაროა თითქმის არ იკურნება.
ზასტაველი
12 ივნისი 2017 20:12
0
ყველა ქარტული კლუბი სირცხვილს გვაჩმევს მგონი,სამტრედიას კიდე ზაან სერიოზული მეტოქეები ყავს...
dinamo batumi
12 ივნისი 2017 19:52
0
samtredia imatebs xalxs rogorc vici dzalian seriozul pexburtelebs. magram iset grandebs xvdeba mainc shanshi noliaa.. ubralod chempionobistvis ibrdzolebs iset xalxs imatebss..
kekelo
12 ივნისი 2017 18:20
0
შერიფი სამტრედიისთვის ალბათ საუკეთესო ვარიანტია, ისე კი ალბათ ისე პირველივე ეტაპზე დაემშვიდობება ყველა ქართული გუნდი გათამაშებას, მერე ისევ ახალგაზრდები, ახალი მწვრთნელები და ასე ყოველ წელს
moldovani
12 ივნისი 2017 18:16
0

სიახლეები პოპულარული