თბილისის "დინამო": საბა ლობჟანიძე "რანდერსს" სერიოზულად აინტერესებს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 22 წლის ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის გადაბირება დანიურ "რანდერსს" სურს. ამ გუნდმა ახლახან დასრულებულ სუპერლიგის გათამაშებაში მე-7 ადგილი დაიკავა.

ამ სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით "ლელომ" კომენტარი სთხოვა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველს, ლევან სალუქვაძეს:

"მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს. "რანდერსის" მხრიდან ფეხბურთელის მიმართ არის სერიოზული ინტერესი, მაგრამ ამ ეტაპზე საბა ლობჟანიძეცა და ჩვენი კლუბის ყველა წევრი მხოლოდ "ტორპედოსთან" მატჩზე ფიქრობს.

მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა ევროპული სტანდარტის დაცვით და მის შედეგს აუცილებლად გაიგებთ", - გვითხრა სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 21 /
ადმინ არ ხარ კარგი კაცი, სულ კომენტარებს რომ ბლოკავ და არ უშვებ.
Beso
10:30 22-06-2017
0
ფიფიამ მაგარი კუში მოხია. და ძლივს რაგაცას დამსგავსებულ დინამოს შლის პაპუნაშვილი,ლობჟანიძე და ჩაკვეტაძე გაყიდა, არაბულიც მიდის.
დინამოს ფული ენანება ლიდერებს რო წესიერი ხელფასი შესთავაზონ. ეს გუნდიც იშლება გუნდზე იფიქრეთ გუნდზეე
ucnobi
00:28 22-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული