თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"დინამო" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კლუბის საიტის ინფორმაციით, კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"დინამოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებული კორპუსის მშენებლობას თავიდანვე უკანონოდ მივიჩნევდით, მეტიც ამ ნაგებობის აღმართვა ფუნქციას უკარგავდა სპორტის იმ ობიექტს, სადაც აღიზარდა ჩვენი ქვეყნის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი.

ქალაქ თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უაღრესად სამართლიანი. მივესალმები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებას, რომელიც ნათელი მაგალითია იმის, რომ სპორტზე და კერძოდ ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრობენ.

თბილისის მერია
მხარში დაუდგა თავისი ქალაქის სახელოვან კლუბს - "დინამოს" და აღადგინა სამართლიანობა. გაითვალისწინა რა სასიქადულო ქართველი ვეტერანი ფეხბურთელის და სპორტსმენების, ასევე საზოგადოების მოწოდება და არ იქნა დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა ქართული სპორტის მიმართ.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას "დინამო თბილისის" ქომაგებს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და ყველას ვისთვისაც ჩვენი კლუბის ისტორია, ასევე მისი მომავალი ძვირფასია.

სკ დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია".
მკითხველის კომენტარები / 17 /
მერის არჩევნებმა სულზე მოუსწრო დინამოს :D
დათო
21 ივნისი 2017 17:32
0
ძალიან კარგი ამბავი!!!
ახლა თქვენგანაც ვითხოვთ დანაპირების შესრულებას... ააშენეთ პატარა, კოხტა სტადიონი, სადაც ეროვნული ლიგის მატჩებს გამართავს გუნდი.
Qartveli888
21 ივნისი 2017 17:21
0
ძაან განწირული მეგონა ეს საკითხი დღევანდელი ქართული რეალობიდან გამომდინარე და ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა
achi
21 ივნისი 2017 17:08
0
Feisbuqebi chvenc gvaqvs da eg ambebi chvenc gaviget iqneb profesionalizms mixedot da fame tqvenitac gaarkviot xolme
lasha
21 ივნისი 2017 16:53
0
ვერ ვიჯერებ რომ ნარმანიამ ეს შეძლო :)
Irakli
21 ივნისი 2017 16:52
0
ხოდა მიდი და ააშენე ფიფია სტადიონი როგორც შეგვპირდი..
mameluk
21 ივნისი 2017 16:31
0
ძალიანაც კარგი!გილოცავთ!
tazo
21 ივნისი 2017 16:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული