გია ცეცაძე: სუსტი მხარეები არათუ "ყარაბაღს", "ბარსელონასა" და "რეალს" აქვთ

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე აგდამის "ყარაბაღთან" მეტოქეობაზე ესაუბრა.

საქართველოს ჩემპიონი მეტოქეს 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

- "ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"
- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

- უკვე დაიწყეთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თქვენი მეტოქე გუნდის - "ყარაბაღის" შესწავლა?
- დიახ, ვაანალიზებთ მეტოქეს.
ძლიერი გუნდი შეგვხვდა. მათ ბოლო წლებში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მოთამაშეებიც კარგი ჰყავთ და მწვრთნელიც ძლიერია. ვსწავლობთ მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს.

- სუსტი მხარეები იპოვნეთ?
- სუსტი მხარეები არათუ "ყარაბაღს", "ბარსელონასა" და "რეალსაც" აქვთ.

- მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ვის გამოარჩევდით?
- არავის გამორჩევა არ მსურს. "ყარაბაღი" ძლიერია გუნდური თამაშით, რაც გუნდის მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემს სიტყვებს ადასტურებს. ეს გუნდი კარგად უტევს. სხვათა შორის, შეტევა ჩვენც გვიყვარს. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

- ალბათ, შეიტყობდით, რომ "ყარაბაღი" უფრო ძლიერია იმ "გაბალაზე", რომელმაც შარშან იოლად გაჯობათ ევროპალიგის სტარტზე.
- დიახ და ეს შედეგებიდანაც ჩანს. აგდამელები უკვე მეოთხე წელია ზედიზედ ხდებიან ქვეყნის ჩემპიონები.

- რამდენად შეიცვალა "სამტრედია" გასულ სეზონთან შედარებით?
- ჩვენი ორი ფეხბურთელი ევროპაში წავიდა, სადაც წარმატებით გამოდიან. შარშან ახალგაზრდული შემადგენლობა გყავდა და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ ერთ წელიწადში კი ეს შევიძინეთ, გავძლიერდით და უკეთ ვთამაშობთ.

- აზერბაიჯანში არავის სჯერა, რომ "ყარაბაღს" ამ ეტაპზე ფეხი დაუცდება. თქვენი გუნდის შანსებზე რას იტყვით?
- წარმატების რომ არ გვჯეროდეს, ევროთასებზე არც გამოვიდოდით. ვნახოთ, რა გამოვა.

- პირველი თამაში ბაქოშია. ეს უპირატესობას გაძლევთ?
- ამას დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებ, თუმცა პატარა უპირატესობა მაინც არის. თუკი გატანას მოვახერხებთ, ჩვენი შანსები გაიზრდება.

- პირველ მატჩში "გაბალასაც" კი გაუტანეთ, მაგრამ სამაგიეროდ ხუთი გაუშვით...
- დიახ, ხუთი გოლის ამოქაჩვა საპასუხო მატჩში ძალიან ძნელია. იმ თამაშში ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. მაშინ გამოუცდელი დაცვა გვყავდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. უკეთესად ვართ მომზადებული.
მკითხველის კომენტარები / 13 /
თამაში ყველასთან შეიძლება,ბოლო -ბოლო "ყარაბახია" "რეალი"ხომ არაა.ბოლომდე დაიხარჯეთ ბიჭებო, გამოვა რამე.ეხლა საპასუხო შეხვედრას მინდა დაუბრუნდე.იქნებ ზესტაფონში გეთამაშათ,სტადიონი გაივ სებოდა,უფრო ახლო არაა.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.რა გახდა ეს სტადიონები.დავიღალე ერთი და იგივ ეს წერით.
კახა ქირია
25 ივნისი 2017 17:29
0
ხოხმაა ეს კაცი :-):-) დანიის მეორე ლიგაში და ლატვიის ვაი ჩემპიონატში თამაში თუ ევროპაში წარმატებულ გამოსვლად ითვლებოდა პირველად მესმის ... ვიცინო თუ ვიტირო გამაგებინეთ ???? :-(:-(
დათო ...
25 ივნისი 2017 16:09
0
პირველი-ზივზივაძე ესბიერგი დანიის პირველიდან მეორე დივიზიონში გავარდა თან ძირითადში არ ათამაშებდნენ. მეორე შერგელაშვილი "ლატვიის" რიგასი 8 გუნდიან ჩემპიონატში მე 5 თე ადგილზეა და ამათ თამაშს უფრო სწორად ტანჯვას რო დაარქმევ ევროპაში წარმატებულ გამოსვლას სასაცილოა . ვიცინო თუ ვიტირო ბატონი ცეცადძის ამ ნათქვამზე ვეგარ გამიგია ???
დათო რუსთავიდან
25 ივნისი 2017 16:02
0
წარმატებები სამტრედიას! ბიჭებო არ შეგეშინდეთ და გქონდეთ რწმენა, რომ თუ ძალიან მოინდომებთ გამარჯვებას მოიპოვებთ და ყარაბახს დაამარცხებთ, რწმენას მთები შეუძლია რომ შეძრას. აბა თქვენ იცით მთელი ფეხბურთის მოყვარული საქართველო თქვენ გიქომაგებთ.
ბესიკი
24 ივნისი 2017 23:11
0
warmatebebi gias tavis klubtan ertad,waagebt tu moigebt namdvili gulshematkivrebi yvela qartuli klubis gverdit vart.da araflis gamketebel kritikosebs yuradgebas nu miaqcevt es chemze uket tqpvenc icit.winsvla yvela qartul klubs...
romandro
24 ივნისი 2017 23:06
0
ქართველი ჟურნალისტები რატო არ უკავშირდება ყარაბახის მწვრთნელს ან პრეზიდენტს ? აზერები,რომ გვწვდებიან ყველგან და ყოველთვის,რა მიუწვდომელები ესენი არიან ? თქვენც დაუსვით ინტრიგნული კითხვები და შეახსენეთ,რომ ქართული ფეხბურთი ისევ ცოცხალია და კავკასიაში პირველები ჩვენ ვართ !!!
ქართველი
24 ივნისი 2017 22:34
0
ცეცაძე თუ შეუტევ გაუტნ და იქვე დვამარცხებთ აზერბაიჯანში ყარაბახს დიდი არაფერი გუნდია.
ogafa
24 ივნისი 2017 22:25
0
ხედავთ სადამდე გაგვიბლატავდნენ, პირდაპირ დასცინის და ენაგლება ის ... "ჟურნალისტი" მასხარად გვიგდებენ. ესენი არცერთ შემთხვევაში არ უნდა .., სპორტულად თუ მოგიგებს ფიზიკურად მოსვა ....რომ ადგილი ასწავლო არ ბევრი არ გაგიბედოს თორე მერე ნახე სადამდეც გაუვათ ყველაფერს იზამენ. თურქეთმა მოგვიგო ადრე საქართველოში და ბიჭებმა სულ ....ს. სწორი იყო, მთავარია არ გაგიბლატავდეს ეს არანაირად არ უნდა დაუშვა.
zviadi
24 ივნისი 2017 21:44
0
ჯანგო შე დაუნახავო. მაგ სიმართლით გატაროს ღმერთმა
ზურა
24 ივნისი 2017 21:16
0
ძალიან ვგულშემატკივრობ ჩვენს ფეხბურთს, ნაკრებს და კლუბებს, მაგრამ ბ-ნო გია პარალელებს როცა ავლებთ გაეშვით ბარსას და რეალს, ზოგადად გრანდებს, ცოტა სხვა დონის კლუბების, მაგალითად რუსული და აზერბაიჯანულის შედარება და ანალიზი გააკეთეთ.სამწუაროდ დღეს ჩვენი ფეხბურთი (მწვრთნელები და ა.შ.) სტუდენტების დონეზე ვართ (თუ გვინდა საერთოდ სწავალა?!), ხოდა გაეშვით პროფესურის დონეს! სასცილოა ბარსას და რეალის თამაშების ანალიზს რა დონეზეც აკეთებენ ჩვენი "სპეციალისტები"
პაატა
24 ივნისი 2017 20:07
0

სიახლეები პოპულარული