ტრენჩინი VS ტორპედო - სტუმრად ცუდ მასპინძლებთან

AutoSharing Option
დღეს, 29 ივნისს, ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ტრენჩინთან" პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს. მატჩი ხელოვნურსაფარიან "ნა სიჰოტიზე" თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას სლოვაკური ტელეკომპანია DAJTO გეგმავს.

თამაშისთვის "ტორპედო" ტრენჩინიდან 30 კილომეტრის მოშორებით, პიეშტანიში მოემზადა. თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, ტორპედოელებმა 28 ივნისს მატჩისწინა ბოლო ვარჯიშიც გამართეს. საბედნიეროდ, სლოვაკეთში ჩასული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

- ქუთაისის "ტორპედო": 16-საათიანი მგზავრობა და ვარჯიში სლოვაკეთში [PHOTO]

გაურკვეველი მიზეზების გამო მატჩისწინა პრესკონფერენცია სლოვაკეთში არ ჩატარებულა. ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს სლოვაკეთში დავუკავშირდით და
მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. მწვრთნელის თქმით, შანსები 50/50-ზეა, მისი გუნდის ყველა ფეხბურთელი კი თამაშისთვის მზადაა. ჩხეტიანმა სლოვაკური მხარის ცუდ მასპინძლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

- კახა ჩხეტიანი: სლოვაკები ცუდად გაგვიმასპინძლდნენ
- ევროთასები 2017/18. ჩვენ და სლოვაკები: აქაც უარყოფითი ბალანსი...

მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარები "ტორპედოს" ფეხბურთელებმაც გააკეთეს:

გიორგი კუხიანიძე: "მეტოქე მეტ-ნაკლებად შევისწავლეთ. ვფიქრობ, რთული და დაძაბული მატჩი იქნება. შანსებს მაინც თანაბრად ვაფასებ. სტუმრად გატანა უნდა შევძლოთ, რაც საპასუხო თამაშში გამოგვადგება".

ბექა ტუღუში: "ურთულესი თამაში გვექნება, მაგრამ ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ. ყველამ თავი უნდა დავდოთ. შანსები 50/50-ზეა".

თორნიკე კაპანაძე: "ძალიან საპასუხისმგებლო თამაშია. მეტოქის არ გვეშინია. ვიმედოვნებ, ორი მატჩის ჯამში დადებით შედეგს მივაღწევთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ".

ანრი ჭიჭინაძე: "დაძაბული ბრძოლა იქნება. უნდა მოვინდომოთ, საკუთარი ძალის ვირწმუნოთ და შეხვედრა სასურველი შედეგით დავასრულოთ. შემდეგი თამაში ქუთაისშია და "ტრენჩინზე" ნაკლები შანსი ნამდვილად არ გვაქვს".

გრიგოლ დოლიძე: "საკუთარ შესაძლებლობებს თუ სრულად გამოვავლენთ, არ გაგვიჭირდება. "ტრენჩინი" ახალგაზრდული, მოძრავი გუნდია, მაგრამ დადებითი მხარეები ჩვენც გვაქვს და მგონია, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ".

აქამდე "ტრენჩინი" ევროტურნირებზე მეზობელი "ჟილინას" სტადიონით სარგებლობდა, საკუთარ არენაზე თამაშის უფლება კი "ტორპედოსთან" დაპირისპირებამდე მოიპოვა. მეტოქე ახალგაზრდული და ინტერნაციონალური გუნდია. "ტრენჩინს" 12 ლეგიონერი ჰყავს. მათ შორისაა ქართველი გიორგი ბერიძე, რომელსაც იჯარა ახლახან გაუხანგრძლივეს.

- ბერიძის წინააღმდეგ - რა გუნდია ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინი"

ქუთაისის ტორპედო
მეკარეები: 89 - როინ კვასხვაძე; 1 - მაქსიმე ქვილითაია; 12 - კახაბერ მეშველიანი;
მცველები: 2 - ვაჟა ტაბატაძე, 5 - დავით ხურცილავა, 3 - გურამ ადამაძე, 4 - ანრი ჭიჭინაძე, 17 - გიორგი გურული, 23 - გიორგი ქიმაძე, 25 - შალვა ბურჯანაძე;
ნახევარმცველები: 6 - ოლეგ მამასახლისი, 77 - მერაბ გიგაური, 8 - შოთა ბაბუნაშვილი, 30 - მათე კვირკვია, 80 - დავით ხურციძე, 22 - გრიგოლ დოლიძე, 88 - ბექა ტუღუში, 18 - ნიკო კვასხვაძე, 10 - გიორგი კუხიანიძე;
თავდამსხმელები: 9 - თორნიკე კაპანაძე, 99 - ლაშა კუჭუხიძე, 7 - გაბრიელ საღრიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 19 /
წარმატებები ჩემს ქუთათურებს, მაგრამ რა ვთქვა რა ვიცი, ისე ბერიძის წარმატება უფრო გამახარებს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ისევ და ისევ ნაკრების სასიკეთოდ, რადგან ვიცი, ეს გუნდი კიდეც რომ გაიაროს ტორბედომ ჯგუფში მაინც ვერ მოხვდება. ბერიძეს კი გამოცდილება და მომავალი გაეხსნება და იქნებ ვაისმა გამოიძახოს კიდეც
vaso
29 ივნისი 2017 12:28
0
ცუდად დახვედრაში..ის ხომ არ იგულისხმობა, რომ ტორპედოს მესვეურებმა არ იზრუნეს და არ გაარკვიეს ავტობუსის შესახებ, თუ სლოვაკებს უნდა მიემართათ, არიქა ავტობუსი და სასტუმრო ხომ არგინდათო?!!
hm
29 ივნისი 2017 12:23
0
mcams ert burts elva heagdebs,ertsac dolidze aucileblad an kutxuridan hauxvevs ori burtis gatanis mjera. imedianad var tanac hveni dacva urigo araa.
S.P
29 ივნისი 2017 12:11
0
ქართული გუნდებიდან მარტო ტორპედოს იმედი მაქვს, ტრენჩინი არაა ის გუნდი, რომლის ორმატჩიან დუელში დამარცხება შეუძლებელია, 1-1 გასვლაზე კარგი შედეგი იქნებოდა
nika
29 ივნისი 2017 12:11
0
წარმატებები ბიჭებს და მთლიანად ქართველთა სათაყვანებელ ქალაქს ქუთაისს. ბიჭებო მთავარია ირწმუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება, რომელი გრანდი ეგ გუნდია. ქართულ ფეხბურთს მონდომების შემთხვებაში ბევრჯერ მიუღწევიათ წარმატებებისთვის და ახლაც ამას გისურვებთ ქუთათურებო. წინ ტორპედო!
gizog
29 ივნისი 2017 12:06
0
წარმატებას ვუსურვებ ტორპედოს! მიდით ბიჭებო მიადეთ.
ლუკა
29 ივნისი 2017 11:39
0
რატო Mოუგებენ საიდან იცი .. ჩვენ არგვაქ იმის ფუგუნება რომ დინამოს ფანი იყო და ტორპედო გეზიზგებოდეს. პირადად სამტრედიას ფანი ვარ. ცოტა მეტი ოპტიმიზმია საჭირი . და შენაირები იტყვიან ქარტულ ფრხბურტს გვერდში უდგავარტო .
Akakkop
29 ივნისი 2017 11:18
0
მოგიგებენ 4-0 და ეგ იქნება კარგი თქვენთვის
ebbe sandi
29 ივნისი 2017 10:02
0
ერთი გამაგებინეთ რომელია თქვენთვის კარგი, როგორ შეიძლება ყველა ცუდი იყოს და თქვენ იყოთ ყველაზე კარგები
999
29 ივნისი 2017 10:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული