ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
საინტერესოა ლევანს უფლება აქვს ასეთი შედეგების შემდეგ საერთოდ კომენტარი გააკეთოს? ამოიღეთ ხალხო ხმა ვიძირებით.
ბოდიში ჩავიძირეთ.
amiran
01 ივლისი 2017 10:07
0
მე ფიკრობ რომ ეროვნული სემპიონატი გაუარესდა ასევე ნაკრებსი ტამასები ამ სისტემამ არ გაამარტლა რას ერჰოდიტ სხადასეს გუნდებს დანაპირები ტანხა არ მიუგიატ ეს ალბატ აფიორა მე ფიკრობ გუნდმა ტუ მოიგო ეგრევე უნდა მიიგოს ტანხა და არ ელოდოს ს ხვა ტვეებს მიესიტ გუნდებს ტანხა
batumi
01 ივლისი 2017 09:58
0
რომ წავაგეთ გასაგებია მაგრამ თან როგორ ბათუმს კარშიც კი არ დაურტყამს მოედანი ან ფული რა შუაშია გასტროლიორებით აივსო გუნდი
თამაზი
01 ივლისი 2017 09:54
0
იქ, სადაც ბავშვთა ფეხბურთი არაა, ფეხბურთი არ იქნება
ss
01 ივლისი 2017 09:51
0
ხუთიანი რო გყავდა ხელისუფლებაში ხო რასამბობ აგვაყვავეთ ამ პოლიტიკანობას როარ იშლიან აქ ეს მიკვირს.
quTaiseli
01 ივლისი 2017 09:34
0
ცოცხლად არ უნდოდა თავი კალაძეს არველაძე არ გაეგდო და ეს არ მოეყვანა და ვხედავთ დიდებულ შედეგს.
რეზორევაზი
01 ივლისი 2017 07:56
0
ისე არ ტქვერო გგონიატ 4 ან 5 წლის წინ ზესტაფონი რომ ტამასჰობდა სულ ქარტველები იყვნენ იმ ფგბურტელბმა ტუ იტამასჰეს ანუ რაგაცასჰი ყოფილა საქმე ისა რომ უნდა მოინდომო მხოლოდ ევრო ტურნირბზე მონდომებას აზრი არქ მტელი სეზონი მონდომილად უნდა იტამასჰოს ფეგბურტელმა უნდა მოტხოოს ტრენერმა და უნდა იყოს ფინანსი რატა მოტხოოს იქ კოკაია ტხოვდა იქ ფიფია ტხოვდა და რაგაც გამოდიოდა ეხა ინტხოვს ტამასჰს ფეგბურტელს სახელმწიფო აგერ დილა აიგე მერბისჰვილის რომიყო მოტხვნაა უნდა იყოს კერდზო კლუბიო დაბრუნეტ კოაია ფეგბურტსჰი
gaga
01 ივლისი 2017 07:41
0
მთავარი ფსიქოლოგიაში დევს: ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის უმეტესობას ხელფასი რომ გაუჩნდება, იყიდის ნახმარ ბმვ-ს იწყებს ვისკის სმას და ქვეყანა მისი ჰგონია
გარდა ამისა - არ გვყავს ბავშვთა კვაკიფიციური მწვრთნელები
მერაბი გ.
01 ივლისი 2017 06:24
0
მე ერთი რამე არ მესმის, ეხლა ვინც ფედერაციაში არიან უმეტესობა ფეხბურთელები იყვნენ და ამათზე უფრო კარგად არავინ არ იცის კარგი მოედნის ყადრი.ჰოდა შე ოჯახ აშენებულო როგორც შენ ქსიამოვნებდა კარგ მოედანზე თამაში,ისე სიამოვნებთ ამათაც.ამიტომ კეთილი ინებეთ და გააკეთეთ ყველაფერი, რომ ნორმალური მოედნები იყოს.
კახა ქირია
01 ივლისი 2017 06:22
0
. . . .
30 ივნისი 2017 18:02
jumber rom cer ivanishvilma erti gundi gaaketoso.kai ra guhin ra gundic kavs ki vnaxet.erti 5000 atasiani stadioni ver auhenebia sahxerehi.gundi zestafonhi tamahobs sircxvili araa?
ise magari prikoli iqneba sahxerehi sxva biznesmeni rom mivides.

შენ ნამუსი გაქვს ვინც ხარ ? საქათმე აგიშენებია მეზობლისთვის შენ თვითონ ? მთელი საჩხერე ივანიშვილის აშენებული არ არის , აბა ვისი აშენებულია ? რატომ ავალდებულებ სტადიონის აშენებას მითხარი ერთი .რა აზროვნება გაქვს , მორალი იცი რა არის ? აქ ცენზურა არ მიშვებს , თორემ მოგწერ , რაც გკუთვნის , ჩადი ესღხელ საჩხერეში და გზიდან დაწყებული იკითხე ვინ გააკეთა და ააშენა თუ რაიმე მოგეწონება. სად დაიბადეთ ამდენი ენაგრძელი და უმადური ..
metro
01 ივლისი 2017 04:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული