ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
ახია
30 ივნისი 2017 20:38
ვინც ჩარიაქე გააგორეთ აბა რა გეგონათ.ქვეყანა უტიფარ,გაუნათლებელ პროვინციელებს ხელში ჩაუგდეთ.


შენმა ცხონებამ , პუსტა ფანჯის დროს ხო ვამტვრევდით შტანგებს რა . ამათ ხო თავისი ყოფნით , მაგრამ ნაცებმა ენა იქ მოითავსეთ , სადაც სხვას ცოცხს აძალებდით !
gerd miuleri
01 ივლისი 2017 04:23
0
კობიაშვილი და მისი გუნდი ცდილობს მაინც რაღაცა შეცვალოს...რაც დაგეგმილია ასე თუ ისე კეთდება და ამ პროცესში რათქმაუნდა შეცდომებიც იქნება. კობიაშვილ, ყაველაშვილ ,იაშვილ, მუჯირზემეტი ვისაც აქვს გაკეთებული ფეხბურთისთვის იმან რომ ილაპარაკოს კიდევ მესმის, მაგრამ აქ ისეთ კომენტარებს ვკითხულობ შეუძლებელია იმ ხალხს ფეხბურთისა რამე გაეგებოდეს. როცა ზოგიერთი ისევ ქეცბაიას და ცხადაძეს მისტირის აბა იმათ რა უნდა ელაპარაკო?!... ძალიან დაბალ დონეზე რომ ვართ ამას ლაპარაკი არ უნდა და ეს ფედერაციის ხელმძღვანელობის ბრალი (ყოველ შემთხვევაში ახალმოსულთა) არ არის, და თუ არის ისიც მინიმალური. არავითარი გამართლება არა აქვს კობის
პარლამენტარობას, მაგრამ ჩემი აზრით აქ უფრო მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის ხელი ურევია და თუ დატოვებს დეპუტატის მანდატს ეს იქნება მისთვის (კობიაშვილისათვის) სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ბავშვთა ფეხბურთი განვითარდესო უმეტესობა რომ გაჰკივის ერთი რამ მინდა გკითხოთ. ასეთი კომენტარების ავტორებმა ბოლოს როდის ნახეთ თქვენი ბავშვი ეზოში ფეხბურთს რომ თამაშობს? კომპიუტერი და სმარტფონები ხომ აქვთ?... არ თქვათ ეხლა ეზო არა გვაქვსო, თამაში უნდოდეს ბავშვებს და ადგილს იპოვნიან. სად არ გვითამაშია ბავშვობაში და ეზოსი გაზრდილი ბავშვები სწავლობენ ზუსტად არასტანდარტულ ქმედებებს მოედანზე და არანაირი ჩარჩო არ არსებობს მწვრთნელის სახით პასი, პასიო რომ გასძახიან "თავნება" ინდივიდუალისტებს... გაუშვით ბავშვები ეზოში, თუ ძალიან უფრთხილდებით თქვენც გაჰყევით და მათთან ერთად ითამაშეთ შაბათ -კვირა მაინც. სტადიონზე თქვენ არ დადიხართ (საქ.ჩემპიონატის მატჩებს ვგულისხმობ) და საკუთარ ბავშვს მაინც ეთამაშეთ. რამდენი აკეთებთ ამას? ჰოდა სანამ სხვას მოვუწოდებთ და მივუთითებთ ასეო და ისეო, მანამ ერთი აგური მაინც დადეთ ქართული ფეხბურთის ასაღოღძინებლად. მხოლოდ ფედერაცია ამას ვერ შეძლებს, ყველა ერთად უნდა ვაკეთებდეთ რაღაცას მაინც, სულ წვრილმანს და ეს თუ გამოგვიყვანს მდგომარეობიდან...ამას კი ვწერ, მაგრამ თან ვფიქრობ, რაში ვართ ერთიანნი. მაინც და მაინც ვერე უნდა ადიდდეს? სწორედ რომ ადიდებულია ქართული ფეხბურთის წამლეკი ნიაღვარი და მხოლოდ ყველა ჩვენთაგანის ერთად ყოფნა გადაარჩენს ( ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა). ბევრჯერ გაგვიცრუვდა იმედი, მაგრამ არა მგონია მთლად უსაშველო გვჭირდეს თუ თითოეული ჩვენთაგანი რაღაცას მაინც გავაკეთებთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელოსაც კი, რაც ფეხბურთს წაადგება....სამწუხარო ისაა, რომ უმრავლესობას კომპიუტერთან ჯდომა და პასკვილების წერა ანიჭებს სიამოვნებას... საკუთარ ბავშვებთან თამაშის დრო ვისა აქვს?
murtalo
01 ივლისი 2017 03:43
0
პარლამენტში რა ხდება ზეპირად იცის ფედერაციის საქმეების არ იყოს მაგისმა მზემ
ოთოს
01 ივლისი 2017 00:14
0
ოკ კობი და პარლამენტში რა ხდება?:))
ოთო
30 ივნისი 2017 23:40
0
და შენ და მუჯირმა თავაწეული უნდა იაროთ, ხომ?D
jjm
30 ივნისი 2017 21:51
0
კობი მართალია,ოღონდ დაავიწყდა რომ თვითონ და თავისი საძმაკაცოც ფედერაციიდან პასუხისმგებლები არიან ქართულ ფეხბურთზე ,ეტყობა დაავიწყდა რომ ფედერაციის პრეზიდენტია. კიდევ სანამ ყველა ქალაქში და რაიონში ნორმალური მოედნები არ მოეწყობა არც არაფერი გვეშველება...
დათო რუსთავიდან
30 ივნისი 2017 21:47
0
მაგარი უპასუხისმგებლო ფეხბურთელები გვყავს სხვებს რომ თავი გავანებოთ.
lasha
30 ივნისი 2017 21:40
0
რომელ ფეხბურტის განვითარებაზეა საუბარი,როცა ზესტაფონის მარგვეთი ვარჯიშებსა და თამაშს წყალტუბოში ატარებს და გულშემატკივრებს საკუთარ ქალაქში ფეხბურთის ყურების საშუალებას არ გვაძლევენ.
გიო
30 ივნისი 2017 21:01
0
ვინც ჩარიაქე გააგორეთ აბა რა გეგონათ.ქვეყანა უტიფარ,გაუნათლებელ პროვინციელებს ხელში ჩაუგდეთ.
ახია
30 ივნისი 2017 20:38
0
jumber rom cer ivanishvilma erti gundi gaaketoso.kai ra guhin ra gundic kavs ki vnaxet.erti 5000 atasiani stadioni ver auhenebia sahxerehi.gundi zestafonhi tamahobs sircxvili araa?
ise magari prikoli iqneba sahxerehi sxva biznesmeni rom mivides.
. . . .
30 ივნისი 2017 18:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული