ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
ეტყობა ფედერაციაში საქმე არაფერია, თორემ ეგ კაცი პარლამენტში, როგორ წავიდოდა?...მუშაობა უნდა ადამიანს...მალე ქვეყნის პრეზიდენტობაც შეითავსოს იქნება...
zura
30 ივნისი 2017 14:57
0
ეგეთი სინაგლე აღარ გამიგია. რავა ყველაფერი სხვისი ბრალია. აიღე ბიძია რამეზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტი ხარ თუ კვახი?
ჯონდო
30 ივნისი 2017 14:52
0
სამარცხვინო ხარ კობი!!!!ერთი თქვენ და თქვენ ოცნებას....... უნამუსო ადამიანები ხართ ააყვავეთ ხომ ქართული ფეხბურთი არა?
mamuka
30 ივნისი 2017 14:49
0
მაფიოზური კლანი..მოცილდიტ ქარტულ პეხბურტს
kaladzestan ertad
30 ივნისი 2017 14:46
0
როდის მიხვდებით, რომ ქართული ფეხბურთი, ისევე, როგორც ქართული კინო, ქართული თეატრი, საერთოდაც, ქართული სპორტი და ხელოვნება დიდი ხნით(შესაძლოა, სამუდამოდ,ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) დასამარდა, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. ის იყო სრულიად სხვა საქელმწიფო და საქართველო მისი მცირედი ნაწილი, თუმცა გარკვეული სიკეთეებით სხვებზე მეტად მოსარგებლ ნაწილი. ჩვენ რეალურად სხვის ხარჯზე ვცხოვრობდით და ე.წ. გამრთობ რესპუბლიკად ვითვლებოდით(ანუ, სხვა რესპუბლიკების მშრომელები უნდა გაგვერთო-სპორტი გართობაა). ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გაცილებით მეტი გონება და ენერგია გვჭირდება, რომ რაიმეს მივაღწიოთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ერთიც და მეორეც არასაკმარისი გვქონია. ამიტომ, წარსულის იმედად და მასზე მიბმული კი არ უნდა ვიყოთ, აღვიქვათ რეალობა და ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ.
ბატონებო, ჩათვალეთ რომ ადრე არაფერი იყო, ყველაფერი ეხლა იწყება და ისე მიუდექით ყველაფერს. ფული ჩადეთ მხოლოდ(ვიმეორებ, მხოლოდ) ბავშვთა ფეხბურთში და ამ ფულს წესიერი მხარჯველები მიუჩინეთ. პირველ, თუნდაც მცირე შედეგს კი, 7-10 წლის მერე დაელოდეთ. ეს ეხება ყველა სფეროს. რასაც ასე არ მიუდგებით, ჯობია ის სფეროს დაფინანსებაზე საერთოდ უარი თქვათ.
თემო
30 ივნისი 2017 14:42
0
შევარდაძემ ააშენა მესხის სტადიონი და სამაგიეროდ მის დროს გაპარტახდა დანარჩენი ყველა სტადიონი და კიდე რაც მესხის სტადიონი დაჯდა თანხას ვგულისხმობ თითქმის იმდენივე თუ მეტიარა დაჯდა დინამოს კაპიტალური რემონტი რომლის ხილვაც ყველას ძლიან უხარია.ისე ბათუმში აუცილებლად უნდა აშენდეს ის სტადიონი და როგორც ფედიჩკინმა ინტერვიუში განაცხადა ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნასო როგორც ვიცი თანხის ნახევარიც უკვე გამოყოფილია.ასე რო აშენდება სტადიონი ამათ დროსაც მარა ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო კარგადაა ნათქვამი.სისტემური ცვლილებები ჭირდება ჩვენ ფეხბურთს. და არა კოსმეტიკური.
quTaiseli
30 ივნისი 2017 14:36
0
წადი გლდანის მაჟორიტარო და გლდანში მიხედე კანალიზაციას
dato
30 ივნისი 2017 14:25
0
შენ რა გააკეთე ცხადაძის გაშვების გარდა?
ალეკო
30 ივნისი 2017 14:24
0
ბატონო ლევან ერთი სტადიონი მაინც ააშენეთ შევარდნაძემ ააშენა ბოლო ბოლო
Giorgi567
30 ივნისი 2017 14:14
0
ბიზნესი არა ჯორდანო ბრუნო დაგიფინანსებს კიდე ფეხბურთს რომელია ერთი ბიზნესმენი საქართველოში ერთი მაინც დაასახელეთ ტიპიური ევროპული გაგებით ბიზნესმენი რომელია.კაცმა დაკრიშა თავის საქმიანობა და იშოვა დიდი ფული და ის რამეში ჩადებს ტყუილუბრალოდ თავის ფულს.მეტი არიქნა ჩემი მტერი ან სკოლები ააშენე უფასოო უფასო კიარაქვია მაგას საბჭოური სისტემა ქვია როცა ყველა სკოლაინტერნატი სახელმწიფოდან ცენტრალიზებულად ფინანსდებოდა.მარა საღადაა სახლმწიფო ქონება და დოვლათი მორჩა კინო დიდიხანია ეგ სისტემა გავიდა მარილზე.
quTaiseli
30 ივნისი 2017 14:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული