ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
კობიაშვილი ყაველაშვილი და ძმანი მათნი ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ ქეცბაიას მოღვაწეობაზე შედეგი არა ჩანსო, სამაგიეროდ თქვენი შედეგი გამოჩნდა ბატონებო :ძალიან უთავმოყვარე უნდა იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გერქვას ,რაც არჩევნებზე გამოჩნდა
გიორგი
30 ივნისი 2017 13:21
0
მართლა რაში ვიხდით ფულს? უმჯობესია ნახევარი ჩამოაჭრან და კალათბურთის, რაგბის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის, ხელბურთის და სხვა სპორტების განვითარებაში ჩადონ.
gogig
30 ივნისი 2017 13:18
0
გატყუებენ ხალხო, თვითონ მშვენივრად იციან რო საქართველოში ფეხბურთი არ იქნება, იციან რომ ფეხბურთის რესურსი არ არსებობს, არც მატერუალური და არც ადამიანური. ანუ არც ფულია საკმარისი და არც გულშემატკივრობის ოდენობა. არც არსებობს შანსი რო ამ კომპონენტებით ვინმეს დავეწიოთ. იციან რომ ამის გარეშე ნულია შანსი, მაგრამ ეს რო აღიარონ დაფინანსებას როგორ მიიღებენ და ფულებს როგორ გააკეთებენ. ასე რო რაც მალე მივხვდებით რო შანსი არაა და დავანებებინებთ დაფინანსებას თავს მით უკეთესი
რა ფეხბურთი რის ფეხბურთი
30 ივნისი 2017 13:08
0
რამდენჯერ უნდა ჩაგვახედონ სარკეში და რამდენჯერ უნდა ჩავიხედოთ დახუჭული თვალებით? თავმოყვარეობა არაა? სავარჯიშო "გრუშად" ვიქეცით ყველასთვის:მალტა, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი...
=-*
30 ივნისი 2017 13:07
0
პირველი პრეზიდენტი იყო ყველაზე გულანთებული პატრიოტი ქვეყნისა და ქართული ფეხბურთისა.შემდგომნი ჟორდანია,უმცროსი ახალკაცი,სიჭინავა;ალბათ მათაც უყვარდათ ქვეყანა მაგრამ საქმით ბევრად ჩამორჩებოდნენ პირველ პრეზიდენტს.ანუ მათ დროს იყო მუდმივი ვარდნა საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე.აუარებელი გარიგებული თამაშები,კორუფცია,უსამართლობა სუფევდა მათ დროს.კობიაშვილი არის ბევრად საქმიანი და სწორი გზის მაძიებელი რათქმაუნდა უფროსი ახალკაცის შემდეგ.თუმცა მას სამწუხაროდ არ ჰყავს გარშემო ძლიერი შემადგენლობა.ამ მხრივაც აქვს შესაცვლელი მას რათა ისეთი ხალხი დასაქმდეს ფედერაციაში ვინც პირველ ადგილზე დააყენებს ფეხბურთის და ქვეყნის ინტერესებს.სწორად და ნაყოფიერად იფიქრებენ წინსვლაზე და კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე.საქმისთვის აუცილებელია უმოქმედო და ინერტული თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება და პროფესიონალებით და საქმის ერთგული კადრებით შევსება.და შემდგომაც ამ პროცესის ერთგულება.რათა მუდამ ეფექტურად იგრძნობოდეს ფედერაციის მუშაობა.კრიტიკა კი მუდამ იქნება ბატონო ლევან,მათ შორის უსამართლო და არაჯანსაღი.მე პირადად ვაფასებ თქვენს მონდომებას მაგრამ მეტს ვითხოვ.
gabida
30 ივნისი 2017 13:07
0
ლევანიკო კობიაშვილი -"თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე". აბსოლიტურად ვეთანხმები ლევანიკოს და იგივე სიტყვემით მივმართავ უშუალოდ მას, როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, თუმცა მის "ნააზრევს" მცირედით შევასწორებდი ამ ფრმით -"თავი უნდა დავხაროთ, სამართლიანი კრიტიკა მივიღოთ და შემდეგში უკეთესად გამოვიდეთ". მეტი არ იქნა ჩემი მტერი, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისათვის. სასწაულებიც ხომ ხდება ხანდახან.
giorgi saakadze
30 ივნისი 2017 12:59
0
ამ შემთხვევაში ვეთანხმები. ჩემპიონატ დამთავრებული გუნდი უკვე ფორმიდან არის ამოვარდნილი, ამ შემთხვევაში კი შუა ჩემპიონატია და გუნდი კარგ ფორმაში უნდა იყოს.
ტორპედოს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და მაგიტომაც წააგო. რამდენიმე ფეხბურთელმა პირველი გოლის შემდეგ წნეხს ვერ გაუძლო. ასევე მეკარე გამსაცვლელია, ყოველთვის მასეთ ბურთებს უშვებს ეგ.
გიორგი
30 ივნისი 2017 12:44
0
ქართული ფეხბურთი მაშინ დაინგრა უკბვე წარმატებული სკოლების დაშლა რომ დაიწყეს ვიღაცეებმა იმიტომ რომ თვითონ გაეხსნათ საფეხბურთო სკოლები, (35- სკოლა, ავაზა და ა. შ.), თვითოპნ კიდევ როგორი საბავშვომ სკოლებიც შექმენს ეტყობა ქართულ ფეხბურთს, მხოლოდ ფულის საკეთებლად აქვთ შექმნილი, აბა მაგათი გაზრდილი ფეხბურთელი არავის უნახავს....კობიაშვილის დროს მგონი მთლიანად დაინგრა ქართული ფეხბურთი...
დაა
30 ივნისი 2017 12:44
0
სამწუხაროდ, საკლუბო ფეხბურთსი შედეგი 4 თვეში არ მიიღწევა. ვისაც ეს არ ესმის, უბრალოდ "ჩასაფრებულია". ვისაც გვესმის, ვიაროთ საქართველოს პირველობის თამაშებზე, გავამხნევოთ ჩვენი კლუბები და დაველოდოთ შედეგს. საბედნიეროდ, ჩემპიონატის ხარისხი მატულობს!!!
tngh
30 ივნისი 2017 12:38
0
მოტამაშებს არ იმატებთ, უეფას ფულებს განვითარებასა და აგზლიერებასი არ იხმართ და მერე პრეტენზიები გაქვთ? კობი მართალია
diax diax diax
30 ივნისი 2017 12:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული