ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
ხეჩიკა სად არის?
ელკიაერი
30 ივნისი 2017 12:31
0
მე მაქ იდეა როგორც მოგებაზეა 3 და ფრეზე 1 ქულა ისე იყოს ხელფასებზე თვის ბოლოს დაითვალონ რამდენი თამაში მოიგეს ფრე ითამაშეს ან წააგეს მოგებაზეე არა მარა ფრეზე და წაგებაზე რაღაც პროცენტი ჩამოაჭერით და ისევ კლუბს მოახმარეთ ის ფული ყველგან ერთი სისტემა რო იქნება იძულებული იქნება თავი შეაკლას ფეხბურთს თორე აქ ხალხი იოლი ფულის საშოვნელად არიან დადიან შეკრებებზე ანტალიებში კაის სვამენ კაის ჭამენ სტალინი ქვეყნის სახელის შეურაწყოფის ბრალდებით ყველას დახვრეტდა
ნოდო
30 ივნისი 2017 12:24
0
კობიდან დაწყებული ყაველათი დამრთარებული ყველა ბავშთა ფეხბურთში ფულის ჩადებას გაიძახოდა.მოვიდნენ და მილიონები არა პროფესიონალ,ზარმაც,მოქეიფე,მწეველ და ვითომ ფეხბურთელებში ჩადეს.ზუგდიდში,ქუთაისში,გორში,რუსთავში და თელავში გახსენით სკოლები.რაც მთავარია მწვრთნელების განათლებაზე იზრუნეთ, თორე კლავენ თავისი უცოდინრობით უნიჭიერეს ფეხბურთელებს.
კიდევაც დაიზრდებიან
30 ივნისი 2017 12:23
0
erti 10 wliani diskvalipikacia mainc mogvcen rom yvelam davisvenot da ar vinerviulot amdeni...ar undat am xalxs pexburtis tamashi da dzalaaa????...
irakli
30 ივნისი 2017 12:05
0
სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი მკვდარია! არსაიდან ხა, არსით ძახილი!
mamuka09ze
30 ივნისი 2017 12:04
0
ჩიხურას თამაშს ვუყურე სიმწრის გიმილით.ამ ხალხს საერთოდ არ ესმის ფეხბურთის არსი.ტაკტიკა,სისწრაფე ფიზიკური კონდიციები.კომბინაციებზე ხომ ზედმეტია საუბარი.ანუ 'საფეხბურთო განათლება არა აქვთ'ფედერაციაშიც ისევ ძმაკაცობა თან დეპუტატობა და ა.შ არაფერი არ გამოვა ,ჩვენი ჩემპიონატი იქნება უსუსური რა სისტემაც არ უნდა მოიგონონ.
მახო
30 ივნისი 2017 11:52
0
კობიაშვილი კიარა სამარცხვინოები ისინი არიან ვინც ოცი წელი ანგრევდა ქართულ ფეხბურთს და მათი მრევლიც სამარცხვინოა ვინც მათ ტაშის გრიალში ანგრევიებდა სტადიონებს როდის იყო გამართული ჩვენი ფეხბურთი ბოლოს თურმე ამას დაუქცევია ქართული ფეხბურთი და არა ახალკაცი უმცროს და სიჭინავას ზეობას.აქ სჩანს უკვე სუბიექტური დამოკიდებულება ლევანის მიმართ კრიტიკა უნდა იყოს ზომიერი და არუნდა გადავიდეს შეურაწყოფაში ესარის აქ მთავარი და კიდე კობიაშვილი კიარა მენტალიტეტი გამოიცვალონ გუნდის პრეზიდენტებმა და საქმეს პროფესიონალურად მიუდგენ ჯობია სანამ დროა თორე ეგ დაფინანსებაც მალე დამთავრდება და მერე რას იზამენ ვნახოთ მეთუმკითხავ სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ფულის ხარჯვა ფეხბურთში რადგან ის თანხები რაც დღეს იხარჯება ვერ ამოიყვანს ფეხბურთს ჭაობიდან. ფეხბურთი დღეს ბიზნესია და მასში ბევრი შავი ფული ტრიალებს თუარ გვაქ იმის თავი რო დიდი ფული ჩავდოთ მასში მაშვინ საერთოდ დავანებოთ უნდა თასვი ამ მილიონების გადაყრას.კობიაშვილი .მინიმუმთიტო გუნდ სამ მილიონამდე ევრო მაინც უნდა ქონდეს ბიუჯეტი რო ევროთასებზე ერთი ორი ეტაპი მაინც გაიაროს და არა მილიონამდე ლარი რათქმაუნდა სწორად ხარჯვის პირობებში.
quTaiseli
30 ივნისი 2017 11:51
0
"-თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე." - ეს სიტყვები, თუ ვაჟკაცი ხარ კობიაშვილო, ვაისს უთხარი და ნაკრების მიმართაც გამოიყენე!
ზესტაფონი
30 ივნისი 2017 11:47
0
კლუბებმა კი არ უნდა დახარონ თქვენ უნდა დახაროთ თქვენ ბიჭო უარესი უქენით ფეხბურთს ხალხს ფეხბურთი შეაზიზღეთ
პაატა
30 ივნისი 2017 11:42
0
შემდეგში როდის? მომავალ წელს?
ვაი თქვენს და ჩვენს პატრონს(თუ გვყავს საერთოდ) .....
აზერები ტყუილად არ ბობოქრობდნენ, ძაან მინდა ვცდებოდე მაგრამ სამტრედიასაც იგივე ბედი ელის..
Rezo
30 ივნისი 2017 11:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული