ქუთაისის "ტორპედო": სტუმარ-მასპინძელი წყალტუბოში და სამაგალითო სამტრედიელები

AutoSharing Option
ფოტოზე: სამზადისი ქუთაისის სტადიონზე
6 ივლისს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. მართალია, სამივე ქართულ კლუბს ცუდად აქვს საქმე, მაგრამ მაინც საინტერესო უნდა იყოს, როგორ ემზადებიან ჩვენი გუნდები ხვალინდელი მატჩებისთვის...

* * *
"ტორპედოსა" და სლოვაკური "ტრენჩინის" მატჩი 6 ივლისს "რამაზ შენგელიაზე" გაიმართება და 21 საათზე დაიწყება (დასწრება უფასოა). ქუთაისელებისთვის ეს ღირსების მატჩია, რომლისთვისაც მზადება ტრენჩინიდან დაბრუნების შემდეგ
დაიწყეს.

- ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ორი ტორპედოელი იცავს - გაბრიელ საღრიშვილი და შალვა ბურჯანაძე. ცხადია, ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან.

ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, სლოვაკები ჩარტერული რეისით კოპიტნარის აეროპორტში დღეს ჩამოფრინდებიან, საიდანაც წყალტუბოში გადაინაცვლებენ და სასტუმრო "წყალტუბო პლაზაში" დაბინავდებიან, ხოლო 19 საათზე "რამაზ შენგელიაზე" ივარჯიშებენ. მანამდე "ტრენჩინის" მთავარი მწვრთნელის, მარტინ შეველას პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

მასპინძლებს რაც შეეხებათ, დღეს, 19 საათზე, ჟურნალისტებს "ტორპედოს" დამრიგებელი კახა ჩხეტიანი შეხვდება, ხოლო გუნდი ვარჯიშს 20 საათზე დაიწყებს. ამის შემდეგ ტორპედოელებიც წყალტუბოში გაემგზავრებიან და თამაშამდე სასტუმრო "პრომეთეში" დაისვენებენ.

მისაბაძი მაგალითია, რაც "სამტრედიის" ქომაგებმა გააკეთეს - მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც "ტორპედოს" მხარდაჭერა აღუთქვეს...

"6 ივლისს ქართული გუნდები ევროპალიგის საპასუხო მატჩებს გამართავენ. იმედი გვაქვს, სამივე თუ არა, ამ ეტაპს ერთი გუნდი მაინც გადალახავს. ჩვენ, "მტრედები", ქუთაისში "ტორპედოს" საგულშემატკივროდ გავემგზავრებით.

მართალია, პირველი თამაშები სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ დამთავრებული არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ გვჯერა ქართული გუნდების წარმატების და ყველას გთხოვთ, ქუთაისში "ტორპედოს" საგულშემატკივროდ წამოხვიდეთ. ჩვენი ქვეყნის გუნდია და საქართველოს სახელით ასპარეზობს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქუთაისელი
ნეტარ არიან მორწმუნენი! ნეტა კი იზამდენ , მარა მეეჭვება ძაან შეძლოს ეგ ტორპედომ...
მიროსან
06 ივლისი 2017 07:58
0
პირდაპირ გასაკვირია ტუ როგორ მოახერხეს ტვრამეტ-საატიანი მგზავრობის გახერხება. ალბატ ტავი რომ ემარტლებიად ეს იკო და ეს.მგზავრობის მოტსეზრიგებასატს 30 ტსელი ხომარ უნდოდა კახაბერ ტავი დაანებედ მარტლებას.საკმე აკეტედ საკმე.კმარა......
vaska
05 ივლისი 2017 17:45
0
დამიჯერეთ! ბარსელონას გავუკეთებთ ტრენჩინს! წინ, ტორპედო!
ქუთაისელი
05 ივლისი 2017 16:55
0
ქება და დიდება მტრედებს.კარგი საქციელია ნამდვილად.p.s.ამათმა რატომ არ იმგზავრეს18საათი?ეტყობა შემოვლითი გზები იციან....
კახა ქირია
05 ივლისი 2017 16:51
0
ჭკუა დაგავიწყდათ ბატონო გიზოგ. ჭკუა უნდა ყველაფერსო - ეს იმერული ანდაზაა.
haha
05 ივლისი 2017 16:22
0
ბიჭების მაქსიმალური მონდომება, გულშემატკივართა 90 წუთიანი მხურვალე მხარდაჭერა და ცოტა იღბალი, ეს საკმარისი იქნება ევროპის რომელიღაც სოფლის გუნდის "ტრენჩინის" დასამარცხებლად შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ვინც პირველ თამაშს უყურა დამეთანხმება, რომ სანამ ტორპედო თამაშობდა სლოვსკები საცოდავად გამოიყურებოდნენ, ჩვენ, რომ ცოტა მეტი რაციონალიზმი გამოგვეჩინა შედეგი სულ სხვა უნდა ყოფილიყო. ახლაც იგივეს ვამბობ, კართან მიტანილი ბურთი ჰაერს არ უნდა გავატანოთ, მის კარამდე მიტანაში დიდი შრომაა ჩადებული და მისი განიავება არ შეიძლება.
gizog
05 ივლისი 2017 15:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული