"ტორპედო" "ტრენჩინთან" ქუთაისშიც განადგურდა

AutoSharing Option
დღეს, 6 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გამართა "ტრენჩინთან" და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ოთხი გოლის გატანა სჭირდებოდათ, თანაც ისე, რომ თავის კარში არ უნდა მიეღოთ, შესაბამისად, მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თავიდანვე შემტევი შემადგენლობა დააყენა. "ტორპედომ" მატჩი ძალზედ აქტიურად დაიწყო და რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელა, თუმცა მათ შედეგი არ მოუტანია.

მე-10 წუთზე ულამაზესი მოჭრილი დარტყმით სტუმართა კარის აღებას გრიგოლ დოლიძე ცდილობდა, მაგრამ მეკარემ, ადრიან ჩოვანმა აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა.
ჩოვანმა რამდენიმე წუთში კიდევ ერთი რთული ბურთი მოიგერია - ამჯერად გიორგი ქიმაძეს აუღო. ამას ტორპედოელთა რამდენიმე შორეული დარტყმა მოყვა, თუმცა... კვლავ უშედეგო.

ამდენ შეტევაში კი ქუთაისელებს "ტრენჩინის" კონტრშეტევა გამოეპარათ - 25-ე წუთზე აშრაფ ელ მაჰდიმ გაიტანა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

მეორე ტაიმი კი უცნაურად დაიწყო - "ტორპედოს" მეკარემ და მცველებმა საჯარიმოში უხეში შეცდომა დაუშვეს, "ტრენჩინის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ბერიძემ კი ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. აღსანიშნავია, რომ პატივისცემის ნიშნად, ქართველმა შემტევმა ქუთაისელთა კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.

რამდენიმე წუთში ჰილარი გონგმაც დაარტყა და სტუმართა უპირატესობა სამამდე გაზარდა. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში 8:1 "ტრენჩინის" სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ტრენჩინთან არ უნდა ვაგებდეთ
შოკირებული გულშემატკივარი
11:16 08-07-2017
0
თამაშზე რა უნდა ვთქვა,მაგრამ ხომ უყურებდით,როგორ დარბოდნენ ისინი და როგორ ჩვენ.თვითონ სირბილი გვაქვს განსხვავებული.ისინი მსუბუქად დარბიან,ჩვენები კი მთელ ძალას აქსოვენ.გუნდებს სჭირდებათ მძლეოსნობის მწვრთნელები.გუჯა კახაძე იხვეწება გამომიყენეთო,სცადეთ რა თქვენც და გამოიყენეთ,რას ჰკარგავთ,უკან მაინც ვეღარ დავიხევთ,ისედაც უფსკრულში ვართ.თუ არადა იქნებით ყოველთვის ასე დედა შეგინებულები.ამას მხოლოდ ტორპედოზე არ ვამბობ,ყველას ეხება.თუ ის უცხოელები სწავლობენ კარგად სირბილს,იგივე მეთოდიკით ჩვენც შევძლებთ.
სოსო
15:06 07-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული