ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც საჩხერის "ჩიხურამ" დაძლია

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ფრედ 1:1 ითამაშა ავსტრიულ "ალტახთან" და ევროასპარეზზე გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება თბილისში ავსტრიულ გუნდს მინიმალური ანგარიშით ჰქონდა მოგებული.

- ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]

6 ივლისს, ალტახში, "ქეშპოინტ არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა 29-ე წუთზე შტეფან ნუცის გოლით გახსნეს. 57-ე წუთზე კი ლევან ჩიკვაიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარში დიმიტრი ტატანაშვილმა გადაგზავნა.

დარჩენილი დრო სოსო ფრუიძის გუნდმა მეტწილად შეტევაში გაატარა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

"ჩიხურამ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ჰამზიჩი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე, კაშია, განუგრავა (82, დეკანოიძე),
კორიფაძე, გორგიაშვილი (61, ივანიშვილი), სარდალიშვილი, ტატანაშვილი, გელაშვილი (77, ფოიავა).

 

მკითხველის კომენტარები / 6 /
რაო ბატონო სოსო უკლასო გუნდი დაგახვედრეს ხო სახლში? 10 წელია ეს კლასი როგორ ვერ აუმაღლე ნეტავ ჩიხურას? კიდევ 10 წელი გჭირდება ალბათ!
Dragonfly
11:02 07-07-2017
0
უბრალოდ ალტახს მოგება არ ჭირდებოდა და არ მოგვიგეს ასე ვთქვათ დაგვინდეს.
roma
11:52 07-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული