"სამტრედიამ" "ყარაბაღთან" დიდი ანგარიშით წააგო
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "სამტრედიას" თავკაცმა გია ცეცაძემ შემდეგი თქვა:
"სანამ თამაში დაიწყება, შანსები ყველას აქვს. დღეს კი არაფერი გამოგვივიდა. მსაჯობას რაც შეეხება, არასოდეს ვაკეთებ კომენტარს, რადგან ახლა ამას არაფერი ეშველება.
ჩვენ მსაჯობის გამო არ წაგვიგია, თავად ვართ დამნაშავენი. თამაშის ანალიზია გასაკეთებელი.
ასეთი დიდი ანგარიშით მარცხს არ ველოდი. წავაგეთ იმიტომ, რომ მეტოქე ძლიერია. შევეცდებით, საპასუხო მატჩში ჩვენი კლუბის
აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი მაღალ დონეზეა, უფრო მაღალზე, ვიდრე ჩვენი", - განაცხადა ცეცაძემ.
ყურბან ყურბანოვი (ყარაბაღი): "აგრესიული კლუბის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ანგარიშის მიუხედავად, მეტოქეს ახლა უფრო ვაფასებ, ვიდრე თამაშამდე. საპასუხო მატჩისთვის გვინდა, შეცდომები სრულად გამოვასწოროთ".
დააბრუნეთ მაშინ თქვენი შვილი სხვა ქვეყნის მეორე ლიგიდან,თუ ასე გწამთ აქ სიტუაციის თანდათან გამოსწორების.