ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს სარკეში. მტკივნეულია, რომ ამას უკვე მერამდენედ აკეთებს ჩვენი მეზობელი, რომელიც წმინდა საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის. მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის - ქართული ფეხბურთის დონე უკვე ფარერებისას გაუთანაბრდა და ეს გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ.

მოკლედ თამაშზე: მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. აფრან ისმაილოვის ჯარიმის შემდეგ თურქმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგი დათუნაიშვილმა მახირ მადათოვის წინააღმდეგ წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. ომარ მიგინეიშვილმა ისმაილოვის დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.

თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა
წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი გაიტანეს. გაუგებარია, სად იყვნენ ამ დროს ჩვენი ჩემპიონის მცველები, კარის წინ მარტო დარჩენილი თავდამსხმელის ნეიტრალიზების გარდა, სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდათ?!

მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებს თავი აღარ მოუკლავთ, ცოტა მოინდომეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს. საბოლოოდ - 5:0!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა საპასუხო მატჩი (18 ივლისს, "დინამო არენაზე") ფორმალობად აქცია.

მომავალს მხოლოდ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ შევქმნით, მას ყოველდღიურად სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საკლუბო ფეხბურთში აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია და სანაკრებო დონეზეც საგრძნობლად გაგვისწრო: მეზობლები ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზე არიან, ჩვენ კი 112-ეზე.

ის ეპიზოდური გამოხდომებიც, რომელსაც მოკრძალებით თუ ვუწოდებთ "სამტრედიის" შეტევებს, მეტოქის მედიდური სიზარმაცის შედეგი იყო - ხვდებოდნენ, რომ არაფერი გამოგვდიოდა და თავს არ იკლავდნენ. ეს არის ყველაზე სამწუხარო!

ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ გლობალური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქაში (როცა ინტერნეტით ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომია) ელემენტარულ დონეზე ვერ ვსწავლობთ ფიზიკურად მომზადებას, სირბილს, მოძრაობას... საერთოდ - ფეხბურთის თამაშს! მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია!

დროა, ქართული ფეხბურთის გადასარჩენად კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგას. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მომაკვდავისთვის აუცილებელი დახმარება იყო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შეჩერებით ბედნიერება გვეწვევა, ვერ დავეთანხმები.

მისი ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ პროგრამას ინფრასტრუქტურა, უფასო საფეხბურთო სკოლები და თანამედროვე მომზადების მეთოდოლოგია უნდა დაემატოს. ასე თუ არ მოხდა, გავა კიდევ ერთი წელიწადი და კიდევ უფრო შევრცხვებით.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
- "ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
11.07. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"
ყარაბაღი-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 ისმაილოვი (10-პენ), ნდლოუ 2:0 (37. აგოლის პასით), 3:0 ნდლოუ (45-პენ), გერერი 4:0 (83. მიჩელის პასით), 5:0 მიჩელი (90+1)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, სადიგოვი (31. ჟეზნიჩაკი), ჰუსეინოვი, აგოლი - გარაევი, მიჩელი - ისმაილოვი (76. გერერი), დინიევი (65. ალმეიდა), მადათოვი - ნდლოუ.
სათადარიგოები: კანობოლოცკი, ამირგულიევი, დაშდემიროვი, რამაზანოვი
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (69. ბერიაშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (64. ჯიქია) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: მანჯგალაძე (5), ბალდე (8), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)
არბიტრი: მ. კალვაკანი (თურქეთი).

სხვა მატჩები
ჰიბერნიანსი-ზალცბურგი 0:3
პარტიზანი-ბუდუჩნოსტი 2:0
რიეკა-ნიუ სეინტსი 2:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 90 /
ესაა უტემპო ფეხბურთის თამაში რო გვიყვარს. მაღალი ტემპში თამაში თუ არ ვისწავლეთ ასე იქნება სულ, ოდნავ მოინდომეს და გოლი, კიდე და კიდე გოლი. ახლა ერთი კიდევ საბანაძე თავით კარგად თამაშობს და რისტვის დაიმატეს თუ ფლანგებიდან არ ვაწვდით ბურთს. რომელი ბარსელონაა ესენი ცენტრს რო შეაკვდნენ ვააა.
kaxa
12 ივლისი 2017 12:11
0
დარჩით მანდ თქვნ ფეხბურთელები არ გამოვა და იქნებ რომელიმე ნავთობის ჭაბურღილზე დაგასაქმონ ესაა ძმაო ვითომ ჩემპოინი და ვითომ გუნდი ჩემპიონი რო ხდება და გუნდს შლის ეს გუნდი კი არა ბოსელია
და ზოგ ზოგიერთს თუ არ გინდათ ფეხბურთის ყურება თქვენ თავს აუგრძალეთ და ვისაც გვინდა დაგვანებეთ თავი
LIVE
12 ივლისი 2017 12:06
0
ნავთობდოლარები-სამტრედია 5:0... ჩემს აზრს მოგახსენებთ - ფეხბურთი როგორც სპორტის სახეობა დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა. დარჩა მხოლოდ კომერცია. რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დიდ შედეგს აღწევს (როგორც წესი; გამონაკლისები ძალიან იშვიათია). რამდენია "ყარაბაღში" ან "ნეფთჩიში" ეთნიკური აზერბაიჯანელი, ანუ ადგილობრივი? 2?
3? სამაგიეროდ ეგზოტიკური ქვეყნების საუკეთესო ფეხბურთელების მთელი ბუკეტია, რომლებიც ძირითადად სირბილისა და "ადნო კასანიეს" ხარჯზე იგებენ (და კარგი კომბინაციური თამაშის, ამას ნუ დავუკარგავთ). ჩვენ, ქართველები, დავრჩით იმ რომანტიულ ხანაში, როცა ინდივიდუალური ოსტატობა იყო მძლავრი იარაღი. თუ უეფას სურს, რომ ეს ევროტურნირები სამართლიან შეჯიბრს დაემსგავსოს, და ჩვენნაირ ღარიბ ქვეყნებს შანსი მისცეს, უნდა აიკრძალოს 3-ზე მეტი ლეგიონერის ყოლა თითოეულ კლუბში. ვნახოთ მერე როგორც გადაგვირბენენ ჩვენი მეზობლები! ეს საკითხი უნდა დაისვას უეფაში უმაღლეს დონეზე, და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. თუ ეს არ მოხდა, მინიმუმ 20 წელი მაინც გაგრძელდება ეს მარაზმი და უაზრობა. ამის ობიექტური საფუძველი არსებობს - სწორად აღნიშნა გუშინდელი თამაშის ბოლოს ჩვენმა კომენტატორმა - არ გაქვს ბევრი ფული - ვერაფერს მიაღწევ თანამედროვე ფეხბურთში (მე დავუმატებდი - ე.წ. "ფეხბურთში). მე კი ვიტყოდი, რომ ფინანსები ამდენს არ უნდა წყვეტდნენ ფეხბურთში!
Gio
12 ივლისი 2017 12:03
0
სრულიად ვეთანხმები ზურას მოსაზრებას. ჩვენთან ფეხბურთელებს არ შეიძლება ეწოდოთ პროფესიონალები. ყველა გუნდმა უნდა გაუშვას ფეხბურთელები 21 წლის ზემოთ და ჩავატაროთ ახალგაზრდული ჩემპიონატი. ახალგაზრდა მზარდი მაინც არის და რაღაცას მაინც მიაღწევს. ხომ არ შეიძლება ამას ვუყუროთ სულ, ხომ არ შეიძლება ეს ბალასტი ვინახოთ და ტყვილა ვხარჯოთ ფული. ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს არც ამდენი თანხა დაგვიჯდება კლუბის შენახვა და არც ამხელა ამბიციური ბალასტი არ გვეყოლება ჩემპიონატში.
gia
12 ივლისი 2017 12:02
0
დაანებეთ რაა ფეხბურთის თამაშს თავი, ქვეყანას მაინც ნუ არცხვენთ, როდემდე უნდა იძახოთ ეს 1981 წელი, ვაღიაროთ რომ არ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში
Dato
12 ივლისი 2017 11:46
0
აი რაკარგად მუშაობს კალაძე კობიაშვილი ყაველაშვილის თითმის ნახევარმილიარდიანი სახელწიფო პროგრამა...

ამათზე რა უნდა ვთქვა ...19- წლიანებს წესიერი მწრთნელი ვერ შეურჩიეს. საიდან...
არ კიდიათ ქართული დეხბურთი?! უბადრუკ კარიერაში და ფულში წინსვლა უნდათ
dato
12 ივლისი 2017 11:43
0
ავტობუსი რომ წაათრიეს სამტრედიიდან, ის მაინც დაეყენებინათ კარის წინ.
avtandil.
12 ივლისი 2017 11:41
0
თავად ვარ სამტრედიიდან..თამაშს გერმანიიდან ვადევნე თვალი..სამარცვხინო,,საცოდაობა,,ფინანსების შდარება არმგონია დიდად რამე იყოს,მთავარია ფეხბურთის თამაშის სული და გული გქონდეს..მონდომება..სამწუხაროა მაგრამ შორს არის ეს ფეხბურთი დგევანდელობასთან...
largo
12 ივლისი 2017 11:40
0
სანამ ძმაკაცობა, არ მოიშლება ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.
ბენი
12 ივლისი 2017 11:31
0
აი რაკარგად მუშაობს კალაძე კობიაშვილი ყაველაშვილის თითმის ნახევარმილიარდიანი სახელწიფო პროგრამა...

ამათზე რა უნდა ვთქვა ...19- წლიანებს წესიერი მწრთნელი ვერ შეურჩიეს. საიდან...
არ კიდიათ ქართული დეხბურთი?! უბადრუკ კარიერაში და ფულში წინსვლა უნდათ
Dato
12 ივლისი 2017 11:29
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული