ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს სარკეში. მტკივნეულია, რომ ამას უკვე მერამდენედ აკეთებს ჩვენი მეზობელი, რომელიც წმინდა საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის. მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის - ქართული ფეხბურთის დონე უკვე ფარერებისას გაუთანაბრდა და ეს გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ.

მოკლედ თამაშზე: მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. აფრან ისმაილოვის ჯარიმის შემდეგ თურქმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგი დათუნაიშვილმა მახირ მადათოვის წინააღმდეგ წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. ომარ მიგინეიშვილმა ისმაილოვის დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.

თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა
წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი გაიტანეს. გაუგებარია, სად იყვნენ ამ დროს ჩვენი ჩემპიონის მცველები, კარის წინ მარტო დარჩენილი თავდამსხმელის ნეიტრალიზების გარდა, სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდათ?!

მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებს თავი აღარ მოუკლავთ, ცოტა მოინდომეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს. საბოლოოდ - 5:0!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა საპასუხო მატჩი (18 ივლისს, "დინამო არენაზე") ფორმალობად აქცია.

მომავალს მხოლოდ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ შევქმნით, მას ყოველდღიურად სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საკლუბო ფეხბურთში აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია და სანაკრებო დონეზეც საგრძნობლად გაგვისწრო: მეზობლები ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზე არიან, ჩვენ კი 112-ეზე.

ის ეპიზოდური გამოხდომებიც, რომელსაც მოკრძალებით თუ ვუწოდებთ "სამტრედიის" შეტევებს, მეტოქის მედიდური სიზარმაცის შედეგი იყო - ხვდებოდნენ, რომ არაფერი გამოგვდიოდა და თავს არ იკლავდნენ. ეს არის ყველაზე სამწუხარო!

ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ გლობალური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქაში (როცა ინტერნეტით ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომია) ელემენტარულ დონეზე ვერ ვსწავლობთ ფიზიკურად მომზადებას, სირბილს, მოძრაობას... საერთოდ - ფეხბურთის თამაშს! მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია!

დროა, ქართული ფეხბურთის გადასარჩენად კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგას. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მომაკვდავისთვის აუცილებელი დახმარება იყო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შეჩერებით ბედნიერება გვეწვევა, ვერ დავეთანხმები.

მისი ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ პროგრამას ინფრასტრუქტურა, უფასო საფეხბურთო სკოლები და თანამედროვე მომზადების მეთოდოლოგია უნდა დაემატოს. ასე თუ არ მოხდა, გავა კიდევ ერთი წელიწადი და კიდევ უფრო შევრცხვებით.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
- "ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
11.07. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"
ყარაბაღი-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 ისმაილოვი (10-პენ), ნდლოუ 2:0 (37. აგოლის პასით), 3:0 ნდლოუ (45-პენ), გერერი 4:0 (83. მიჩელის პასით), 5:0 მიჩელი (90+1)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, სადიგოვი (31. ჟეზნიჩაკი), ჰუსეინოვი, აგოლი - გარაევი, მიჩელი - ისმაილოვი (76. გერერი), დინიევი (65. ალმეიდა), მადათოვი - ნდლოუ.
სათადარიგოები: კანობოლოცკი, ამირგულიევი, დაშდემიროვი, რამაზანოვი
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (69. ბერიაშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (64. ჯიქია) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: მანჯგალაძე (5), ბალდე (8), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)
არბიტრი: მ. კალვაკანი (თურქეთი).

სხვა მატჩები
ჰიბერნიანსი-ზალცბურგი 0:3
პარტიზანი-ბუდუჩნოსტი 2:0
რიეკა-ნიუ სეინტსი 2:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 90 /
სანამ არ დაკანონებენ კველა ფეხბურტელს 3დან 5ცლამდე ხელშეკრულება დაუდონ სანმა ტიტეულ გუნდში 17.18.19ცლის ფეხბურტელი არ იკნება დირიტადადში და 23ცლამდე ფეხბურტელის გაკიდვა არ შედლება გუნდს მანამ შედეგი არ იკნება/კველა გუნდი 6ტვიან ხელსეკრულებებს უდებს და 6ტვიანი გუნდები არსებობენ ახლა საქრტველოში,სამტრედიამ გაკიდა 3დირიტადი ფეხბურტელი და კარში დამრტკმელი ახარავინ დარჩატ რიტ მოუგებდენ აზრების გუნს ვერაფრიტ
ramazi
12 ივლისი 2017 16:57
0
რეალობა ძალიან სამწუხაროა,თუმცა პესიმიზმის საფუძველი არ არსებობს. ძალიან კარგია რაც მოხდა, რადგან ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ტირილს და უაზრო პესიმიზმს სჯობს დასკვნები დროულად გაკეთდეს, მოსაკვეთი მოიკვეთოს და საფუძველი ჩაეყაროს მომავალს, მინდა ფეხბურთელი ვიყო საქმეს არ შველის. პროფესიული ზრდა არის აუცილებელი ყველა რგოლში როგორც მინდორზე, ასევე მენეჯმენტში
გიორგი
12 ივლისი 2017 16:53
0
ფული ხალხო ფუუულიიიი. ფული და სწორი მენეჯმენტი წყვეტს ყველაფერს.
.
12 ივლისი 2017 16:48
0
ბიზნესმენებს ეშინიათ ფულის ჩადება ფეხბურთში და ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი წარუმატებლობის.
გია
12 ივლისი 2017 16:43
0
კალაძე-კობიაშვილის წყვილი რატომ არ თამაშობდა? ტრავმა ხომ არ აქვთ, თუ სხვაგან გადავიდნენ?
სტ
12 ივლისი 2017 16:42
0
სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში პროფესიონალური ფეხბურთი ფაქტიურად არ არსებობს. ამიტომ საქართველოს ჩემპიონატი ნახევრად პროფესიონალური უნდა გახდეს, სადაც კერძო მეპატრონეების ხელში არსებული კლუბები, რომლებსაც ინფრასტრუქტურაც ექნება ასე თუ ისე აწყობილი დარჩებიან პროფესიონალურად, დანარჩენი კი იქნებიან სამუყვარულო სტატუსით. ეს უკანასკნელნი უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდება და ისინი მხოლოდ სტიპენდიის სახით მიიღებენ სახელმწიფოსაგან თანხას 200-300 ლარამდე. დაბალ ლიგებში მხოლოდ მოყვარულთა გუნდები იქნებიან და ა.შ. ამ შემთხვევაში მუდმივად პერსპექტიული "პენსიონრები" დიდი ალბათობით დატოვებენ საქართველოს ჩემპიონატს და 16-17 წლის ბავშვებს მიეცემათ წინსვლის და გამოცდილების მიღების საშუალება. სანამ ამ წლებში დაგროვილ ბალასტს არ მოვიშორებთ ამ ორმოდან ვერ ამოვალთ. ამათ ბევრი ფეხბურთს წურბელასავით მიტმასნილი ხალხი გაყვება და ცოტა ამოვისუნთქებთ...იმ თანხით კი სახელმწოფო რომ ხარჯავს უპრაგონოდ ახალი პატარა სტადიონები აშენდეს და უფასო საფეხბურთო სკოლები გაიხსნას. ამ სკოლებში კვალიფიციური პედაგოგები ჩამოიყვანონ, რომლებიც არა მარტო ფეხბურთელების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარებიან, არამედ მათ გვერდზე ჩვენი ახალგაზრდებიც აითვისებენ ბავშვების წვრთნის თანამედროვე მეთოდებს...და ბოლოს, გაუშვით ბავშვები ეზოში, უყიდეთ ბურთი და მათთან ერთად თქვენც ითამაშეთ, ვისაც კიდევ შეუძლია. მოაცილეთ კომპიუტერს და სმარტფონებს, ამაზე კარგს ვერაფერს იზამს რიგითი გულშემატკივარი. ფეხბურთი ჩვენს გენშია-ეს ფრაზა სინამდვილესთან ახლო რომაა განვლილმა 19-წლამდელთა ჩემპიონატმა დაადასტურა და ამ თაობასაც ისე დავკარგავთ, როგორ მაისურაძის ნაკრების ბავშვების უმეტესობას...დროა ხირურგიული ცვლილებები განხორციელდეს, თორემ ნახევარი ნაბიჯიღა დაგვრჩა საფეხბურთო იმპოტენციამდე.
murtalo
12 ივლისი 2017 16:39
0
რისი ბრალია ეს ყველაფერი ... ჩვენი ფეხბურთი რატოა ასე ვინმემ იცის?
გიგანტი
12 ივლისი 2017 16:31
0
სირცხვილია! საერთოდ დასაშლელია ეგ გუნდი.
zura
12 ივლისი 2017 16:24
0
კითხეთ რა ფედერაციის ხელმძღვანელობას: სულ რომ არ არსებობდეს ფდერაცია, უარესი რა შეიძლება მოხდეს?
12
12 ივლისი 2017 16:23
0
კარგია კარგი იქნებ რამე შეიცვალოს .შევქმნათ ერთი გუნდი მაგალითად თბილისის დინამო და ვათამაშოთ სადმე ევროპულ ლიგაზე ამ რუსეთში ან იგივე აზერბაიჯანში ან თურქეთში.
reso
12 ივლისი 2017 16:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული