"სამტრედიამ" "გიმარაეშის" ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ" ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"სამტრედიის" ახალი ფეხბურთელი 25 წლის კოტდივუარელი თავდამსხმელი ინტერს გუია, რომელიც ქართულ კლუბში პორტუგალიური "გიმარაეშიდან" გადავიდა. გუი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

საიტის ცნობით, თავდამსხმელი "სამტრედიას" ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზეც დაეხმარება. გუის "სამტრედიის" რიგებში ხილვა განმეორებით მატჩზე, 18 ივლისს იქნება შესაძლებელი.

ინტერს გუი "გიმარაეში" 2014 წლიდან თამაშობდა. აქედან გარკვეული პერიოდი "გიმარაეშის" B გუნდში ასპარეზობდა, სადაც 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მთავარ გუნდში სულ 13-ჯერ ითამაშა,
მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.

2014-დან 2017 წლამდე გუი ორჯერ იყო გაშვებული იჯარით. პირველად ის პორტუგალიურ "აკადემიკაში" იყო, სადაც 6 შეხვედრა ჩაატარა უგოლოდ, ხოლო შემდეგ შვეიცარიულ "ჩიასოში" 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

სააგენტო transfermarkt-ის ინფორმაციით, გუის სატრანსფერო ფასი 300 ათასი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აი პროსტა როგორ არ შეგაგინოთ კაცმა ჰა?
0
დაუთმეთ სტადიონები რაგბისტებს, ისინი უკეთ ითამაშებენ ფეხბურთს ვიდრე თქვენ თამაშობთ. ვაი ამათ პატრონს.....
kaxa
15:26 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული