"სამტრედია"-"ყარაბაღის" მატჩზე სომხეთის დროშების შეტანა აკრძალული იქნება

AutoSharing Option
"სამტრედიასა" და "ყარაბაღს" შორის დღეს გასამართი დაპირისპირების დროს, სტადიონზე სომხეთის დროშების შეტანა აკრძალული იქნება. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი და azerisport.com ავრცელებს.

აზერბაიჯანული პრესის ცნობით, "ყარაბაღმა", განმეორებითი თამაშის წინ, UEFA-ს მიმართა. მიმართვის მიზეზი საქართველოში მცხოვრები სომხების მხრიდან შესაძლო პროვოკაციის თავიდან არიდებაა.

- სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!

"ყარაბაღის" ოფიციალურ ვებგვერდზე კი ვკითხულობთ:

"როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ყარაბაღი" "სამტრედიას" დაუპირისპირდება. ბოლო წლებში, აზერბაიჯანული და ქართული კლუბები ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ, რამდენიმე მათგანს კი თან
უსიამოვნო ინციდენტი ახლდა. ამის გათვალისწინებით, "ყარაბაღმა" UEFA-სა და "სამტრედიას" მიმართა, რათა საქართველოში მცხოვრები სომხების მხრიდან საბოტაჟი თავიდან იქნას აცილებული. ჩვენი კლუბი UEFA-სა და "სამტრედიას" წარმომადგენლებს სომხეთისა და ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშების თაობაზე შეხვდა. გადაწყდა, რომ სტადიონზე მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშების შეტანა იქნება დაშვებული. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ შესაძლო პროვოკაციის აღკვეთისთვის მაქსიმალური ძალისხმევა იქნება დახარჯული."

აღნიშნული ინფორმაცია "სამტრედიას" პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.

თამაში დღეს, თბილისის დროით 21 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. ბილეთების აღება სტადიონის სალაროებშია შესაძლებელი. ბილეთის აღება უფასოა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სკოლაში რომ გევლო და არა ბუჩქებში ჯილა გეთამაშა,მიხვდებოდი რომ ნორმალურ სტადიონზე ხალხი ბილეთებით შედის და ბილეთში მითითებულ ადგილს იკავებს, ხოლო ბილეთი შეიძლეგა იყოს ფასიანიც და უფასოც. დღეს კი უფასოდ დარიგდება ბილეთები.
ახლა მაიცნ თუ გაიგე?
შოკირებული გულშემატკივარი-s
12:51 18-07-2017
0
ისედაც უკვე ნულები არიანნნნნნნნნ
0

სიახლეები პოპულარული