"სამტრედია" "ყარაბაღთან" მეორე მატჩშიც დამარცხდა

AutoSharing Option
18 ივლისს "დინამო არენაზე" "სამტრედიასა" და "ყარაბაღს" შორის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ქართველების მარცხით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ანგარიშის გახსნა 22-ე წუთზე სტუმართა ლეგიონერმა უილდ-დონალდ გუერერომ გახსნა. მე-80 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქოდნათ, თუმცა დავით რაჟამაშვილის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 84-ე წუთზე კი სამტრედიელების მხრიდან გიული მანჯგალაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით აცდა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელებმა პირველი მატჩი სტუმრად ანგარიშით 0:5 წააგეს. შესაბამისად ევროთასებს ბოლო ქართული კლუბიც გამოეთიშა.

"სამტრედიამ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ომარ
მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაქარი ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი, ინტერს გაი
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეხლა გამახსენდა კობიაშვილის სიტყვები პარლამენტშიც რომ ვიქნები იქედან ქართულ ფეხბურთს უფრო მივხედავო, თუ ორ თანამდებობაზე მყოფმა ასე მიხედა ქართულ ფეხბურთს ერთ თანამდებობაზე რომ ყოფილიყო ლოგიკით ამაზე უარესი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, ნეტა ამაზე უარესი მდგომარეობა ქართული ფეხბურთისთვის რაააა
megre
23:04 18-07-2017
0
კობიაშვილი ვერ ითამაშებს ვერავის მაგივრად.სამტრედიას და სხვებსაც ჭირდებათ კარგი ლეგიონერები.ვიმეორებ კარგი.ისეთი კიარა სადღაც აეროპორტში გამოიჭერენ ვიღაცა ზანგს და მოყავთ გუნდში.მერე შედეგი არის ის რაც არის
გოგა
23:51 18-07-2017
0

სიახლეები პოპულარული