"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამარცხა!" - გულშემატკივართა გამოხმაურება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" დამარცხების (ორი მატჩის ჯამში 4:2) შემდეგ "ნეფთჩის" ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრები საკმაოდ აქტიურობდნენ, თუმცა კომენტარების დიდ ნაწილს მომავალ მეტოქეზე ("ოლიმპიაკოსი") საუბარს უთმობდნენ. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, აზერბაიჯანელები საკუთარი გუნდის თამაშს საბოლოო გამარჯვების შემდეგაც აკრიტიკებენ:

"დინამოს" მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან ვუტევდით, "ნეფთჩის" თამაში მარცხნიდან საერთოდ არ მიმდინარეობდა!"

"ხარვეზები იყო, მაგრამ მთავარი გავაკეთეთ - "დინამო" დამარცხებულია!"

"ჩვენი ჩემპიონი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ერთიფეროვანი და დაბალი დონის ფეხბურთი ვნახეთ."

"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამ
არცხა! გუნდმა ტრანსფერები არ განახორციელა, ფლანგის მცველი და ფორვარდი არ გვყავს!"

"ნეფთჩი" ასეთი თამაშით შორს ვერ წავა!"

"როცა გოლი გავუშვით, შემდეგ მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ. ეს "ნეფთჩის" შესაძლებლობების 60% იყო."

"ოლიმპიაკოსი" თბილისის "დინამო" არ გეგონოთ, გააკეთეთ ტრანსფერები!"

altAzerisport: "თბილისელები მთლიანად მოიშალნენ და ამით აზერბაიჯანელებმა ისარგებლეს"

altცხადაძე: ორ მატჩში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში

altთბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე წაგებებს დასასრული არ უჩანს [VIDEO]








მკითხველის კომენტარები / 9 /
აბასოვის დამსახურება არ ვიცი რაშია, უბრალოდ დინამოა იმდენად დაბალი დონის გუნდი, რომ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის გუნდს შეუძლია მისი დამარცხება. შარშანდელი ფარერული კატასტროფის მერე რომ იგივე გუნდით ვცდილობთ ლიგაზე გასვლას უკვე არასერიოზული მიდგომაა. ნეფთჩის მწვრთნელი რომ ცხადაძე ყოფილიყო დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთესად ათამაშებდა გუნდს. ვინმემ შეიძლება ისიც თქვას თამაშით ვაჯობეთო, მაგრამ ეგეც აბსურდია, იდგნენ და ზოგავდნენ ენერგიას, როცა დასჭირდათ და შემოგვიტიეს უმარტივესად გაგვიტანეს რამდენიც უნდოდათ. ჩვენი დაცვა და მეკარე ხომ საერთოდ არაფერში წერია.
როინა
12:04 15-07-2021
1
დინამოს ნეფთში ვერ უნდა უგებდეს !!! ეს დიდი სირცხვილია!
შავლეგო
15:09 15-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული