"გურიას" მხარში უდგას ადგილობრივი ხელისუფლება და განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომავალი წელი გურიის რეგიონის აღორძინების წლად გამოაცხადა და ლანჩხუთისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ კლუბის უმაღლეს ლიგაში გადასვლა მიიჩნევა.
ლანჩხუთელებმა საუმაღლესლიგო პლეი ოფში თამაში პირველი ლიგის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდეს. რა თქმა უნდა,
ამჟამად კლუბის მთავარი მწვრთნელის, გიგლა იმნაძის განკარგულებაში მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდები არიან. ჯერ არ ახმაურებენ იმ მობურთალთა ვინაობას, რომელთა დამატებასაც გეგმავენ.
როგორც გიგლა იმნაძემ გვითხრა, "გურია" ნაახალწლევს, სავარაუდოდ, გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე დაიწყებს მზადებას, თუმცა, არ არის გამორიცხული, კლუბის ისტორიაში პირველად უცხოური შეკრებაც მოეწყოს და თუ ეს მოხერხდა, გურულები, ალბათ, ანტალიას მიაშურებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"