"დინამომ" ბარსელონაში პირველი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის "დინამომ" დღეს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დინამოელები თბილისის დროით 15:00 საათზე ალჟირის "კაბილიას დაუპირისპიდნენ და 1:0 დაამარცხეს.

ცნობისთვის, "კაბილია" ალჟირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, სამშობლოში მიღწეული წარმატების გარდა, გუნდს აფრიკის ჩემპიონთა ლიგა, აფრიკის კონფედერაციის თასი და აფრიკის თასების თასი აქვს მოგებული.

"დინამომ" შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო:
ლორია, ოდიკაძე, ჰომოლა, თომაშვილი, ლომიძე, კოშკაძე, ანდრეუ, ძარია, კოტო, ჩისკო, მერებაშვილი.

სასტარტო შემადგენლობამ ტაიმი უცვლელად ჩაამთავრა. მეტოქე გუნდებმა თითო-თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს. ლორიას კარის მიმართულებით, "კაბელიას" ფეხბურთელის
სახიფათოდ დარტყმული ძელმა აისხლიტა, ხოლო 25-ე წუთზე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჩისკოს ჰქონდა, თუმცა მან თავისი შანსი ვერ გამოიყენა.

პირველმა ნახევარმა გოლების გარეშე ჩაიარა. დინამოელთა გუნდში ცვლილება არ მომხდარა.

მეორე ტაიმში "დინამოს" რიგებში თამაშის საშუალება სანდრო გურულს მიეცა. როგორც გაირკვა, სანდრო დინამოელებს გუშინ გვიან ღამით შეუერთდა.

მეორე ნახევარი კი ქართულმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:
ზარქუა, ოდიკაძე, თომაშვილი, კვეკვესკირი, ხმალაძე, ალვარო, ძარია, რობერტინიო, პაპავა, იაგუე, გურული,

თბილისის "დინამოს" ესპანელმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ თამაშის 65-ე წუთზე მოედანზე თომაშვილისა და ოდიკაძის ნაცვლად ჯიღაური და კახელიშვილი გამოიყვანა. ძარია კი რამდენიმე წუთში გიორგი ჩივაძემ შეცვალა.

მატჩის 79-ე წუთზე დინამოელებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს. სტანდარტული მდგომარეობიდან გოლი ალვარომ გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ მატჩი "დინამოს" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მომდევნო მეტქეები "ესპანიოლი" და "ტერასა" იქნებიან. პრიმერადივიზიონის გუნდთან დინამოელები მატჩს 17 იანვარს, თბილისის დროით 19:30 საათზე გამართავენ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გუნდს რამდენიმე დღეში გოგიტა გოგუაც შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელ არხზე იქნება დინამო ესპანიოლი? თუ შეიძლება გაგვაგებინოთ გმადლობთ
gaga
00:32 17-01-2012
0
კარგად ჟღერს!
sisaurii
21:01 15-01-2012
0

სიახლეები პოპულარული