მთავარ მწვრთნელ გიგლა იმნაძის განკარგულებაში ამჟამად 28 ფეხბურთელია, რომელთაგან ნახევარზე მეტი ადგილობრივია. კლუბს 13 ახალწვეული ჰყავს, თუმცა რამდენს დაიტოვებენ, ჯერ არ გადაწყვეტილა.
აღსანიშნავია "გურიაში" დავით ბაქრაძის გამოჩენა - იგი ბოლოს გორის "დილას" ღირსებას იცავდა. სინჯებზე მყოფთაგან (ანო ჩასემი, მოსიაშვილი, ჩარგეიშვილი, ბაკარანძე, სამსეიშვილი, ხაჩიძე, გედენიძე, საცერაძე, ზურაბ კვარაცხელია, გოგუჩაძე, ჯოხაძე, თორნიკე შალიკაშვილი) ნაწილს უმაღლეს
როგორც კლუბის ადმინისტრაციაში გვითხრეს, სინჯებზე მყოფთა ნაწილს დაიტოვებენ და კლუბის გაძლიერებას რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელითაც გეგმავენ. "გურიას" ამ ეტაპზე მეკარის პრობლემა აქვს და რამდენიმე გამოცდილ კიპერთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.
რაც შეეხება ტესტმატჩებს, "გურიამ" ოზურგეთში "მერცხალს" 4:1 მოუგო. 19 იანვარს ლანჩხუთელები გრიგოლეთში ფოთის "კოლხეთს" შეხვდებიან, ხოლო 21-ში ზუგდიდში "ბაიას" ესტუმრებიან.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელი "გურიას" აღორძინების წლად გამოცხადდა და სწორედ ამ ეგიდით იგეგმება კლუბის უმაღლეს ლიგაში გადასვლა და სტადიონის გაკეთება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუმცა, ძალიან ბევრი ხმარობს ამ სიტყვას ასევე უაზროდ სხვებიც იმეორებენ. ძალიან გავრცელებული შეცდომაა.