"ლელოში" ვწერდით, გრიშიკაშვილი უცხოეთიდან დაბრუნებულ "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას უნდა შეხვდესო და მართლაც, 17 ივლისს ეს შეხვედრა გაიმართა.
"მე და "დინამოს" პრეზიდენტმა გულღიად ვისაუბრეთ. ყოველივე იმის ფონზე, რაც მოხდა და რა ოფიციალური განცხადებაც გააკეთა "დინამომ", ასეთ კარგ და თბილ შეხვედრას არ ველოდი.
ბატონმა რომანმა მითხრა, საქმის კურსში არ ვიყავი, არ მქონდა ინფორმაცია შენს ოპერაციებზე და არც იმაზე, ხელფასი რომ დაგიკავესო.
"დინამოს" პრეზიდენტი შემპირდა, რომ
ისეთი საუბარი გვქონდა, რომ მართლა არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომან ფიფიას დაპირებაში ეჭვი შევიტანო", - გვითხრა გრიშიკაშვილმა.
ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ კლუბის პრეზიდენტი არ იყო საქმის კურსში - გრიშიკაშვილს ხომ ორი ოპერაცია დასჭირდა. ძნელი დასაჯერებელია ისიც, რომ კლუბმა გრიშიკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება პრეზიდენტის გარეშე გააკეთა.
როგორც უნდა იყოს, კონფლიქტი მოგვარებისკენ მიდის. ვფიქრობ, "დინამოს" აქტივში უნდა ჩაეწეროს ის, რომ უთანხმოების გამწვავებაზე აღარ წავიდა.
გრიშიკაშვილი ფიფიას შეხვდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სოსო გრიშიკაშვილი რომან ფიფიას პირისპირ ხვდება - ვინ დარჩება გამარჯვებული?
თვალსაზრისი: გულადის "დინამო" სარატოვი ჰგონია?
თბილისის "დინამოს" განცხადება სოსო გრიშიკაშვილთან დაკავშირებით
თბილისის "დინამო": სოსო გრიშიკაშვილთან გაუგებრობა აუცილებლად ამოიწურება
სკანდალი: თბილისის "დინამომ" სოსო გრიშიკაშვილი განგრენისთვის გაიმეტა
ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...
ფიფიას ან სინდისმა შეაწუხა, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, ანდა მაგრად მოუჭირა.
ყველამ კარგად იცის ვინ ვინაა, მათ შორის ფიფის დამცველებმაც!