ბაქოს "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" შესაძლო მეტოქე ცნობილია - "ჟილინა" ან "ჰაპოელი"

AutoSharing Option
ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა იმართება. გაირკვა ბაქოს "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" შესაძლო მეტოქეები.

აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩემპიონებს შორის ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჟილინასა" (სლოვაკეთი) და "ჰაპოელს" (კირიათ შმონა, ისრაელი) შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი სლოვაკთა სასარგებლოდ, 1:0 დასრულდა.

"ზესტაფონისა" და ბაქოს "ნეფთჩის" (პირველი მატჩი 0:3) საპასუხო შეხვედრა ზესტაფონში 24 ივლისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 31 ივლისს, 1 და 7-8 აგვისტოს გაიმართება.

"ნეფთჩის" მწვრთნელმა თარლან ახმედოვმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის
კენჭისყრა შეაფასა.

"მიმაჩნია, რომ ჩვენი პოტენციური მეტოქეები ძლიერები არიან. რა თქმა უნდა, შესაძლოა, უფრო ძლიერი მეტოქეები შეგვხვედროდა, ვიდრე "ჟილინა" ან "ჰაპოელია".

თუმცა ჯერჯერობით მესამე ეტაპზე არ ვფიქრობთ. ამ დროისთვის "ზესტაფონთან" საპასუხო თამაში გვაღელვებს.

შემდეგი ეტაპის საგზური ჯერ არ გაგვიფორმებია. მომავალ მეტოქეებზე მხოლოდ ქართველებთან მატჩის შემდეგ ვიფიქრებთ"
, - თქვა თარლან ახმედოვმა.

ასევე იხილეთ:
ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე ცნობილია
"ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩისთან" მატჩის ტრანსლაციაში 100 000 ევროს ითხოვს?!
აბრაგანი აზერბაიჯანულად - ვინ არის პირველი ამიერკავკასიაში?
აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
თორნიკე აფციაური: ასეთი რამის შემდეგ გონს მოსვლა ძნელია
ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩშიც გვაქვს
"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული