ჯაბა დვალი: თბილისის "დინამოში" მე-12 ნომერი სიმბოლურად ავირჩიე

AutoSharing Option
"ზესტაფონიდან" თბილისის "დინამოში" გადაბარგებული ჯაბა დვალი ახალ გუნდში არა ცხრანომრიანი, არამედ 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კლუბთან კონტრაქტის გაფორმების დღეს დვალს შეატყობინეს, რომ 9 ნომერი მისი იქნებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ეს ნომერი ირაკლი ლექვთაძის საკუთრებაა. ამიტომ დვალმა სიმბოლურად, მე-12 ნომერზე შეაჩერა არჩევანი.

"გულშემატკივარი ჩვენთვის მოედანზე მე-12 მოთამაშეა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სიმბოლურად მე-12 ნომერი ამეღო.

სწორედ მათთან ერთად უნდა შევძლოთ წარმატების მიღწევა", - ამბობს დვალი, რომლის დებიუტიც, სავარაუდოდ, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ შედგება ზესტაფონში.

"ლელოს" ინფორმაციით, 27 წლის ფორვარდი 18-კაციან განაცხადში იქნება.

12 ნომერი
მე-12 მოთამაშისთვის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[ექსკლუზივი] ჯაბა დვალი: რაც "ზესტაფონში" ვერ შევძელი, "დინამოში" მოვახერხებ
ჯაბა დვალის მორიგი და ყველაზე ხმაურიანი დაბრუნება თბილისის "დინამოში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული